ირაკლი კობახიძე – კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას ვუსწრებთ, თუმცა, უფრო მაღალი ამბიცია გვაქვს და გვინდა ევროპის ქვეყნების სამეულში ადგილი დავიკავოთ

ჩვენ ამბიციური ამოცანა გვაქვს, გვინდა, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის დავიკავოთ ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორუფციის სიმცირის კუთხით საქართველო ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას უსწრებს. „თებერვლის მოხსენების დროს, კორუფციაზე ვისაუბრე. მინდა გითხრათ, რომ ამ თვეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, რომელიც […]

დააკავეს 28 წლის კაცი, რომელმაც 13 წლის გოგოს შიშველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და TikTok-ზე გაავრცელა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 28 წლის კაცი, რომელმაც 13 წლის გოგოს შიშველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და სოციალურ ქსელ TikTok- ში გაავრცელა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა კაცმა და დაზარალებულმა ბავშვმა ერთმანეთი მიმდინარე წლის მარტში, TikTok-ზე გაიცნეს. ამის შემდეგ ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ Facebook-ის მესენჯერის ვიდეოზარის […]

2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებით გარდაიცვალა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 42 756 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 6 362 ერთეულით (13.0%) ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 40.0 პროცენტი და 11.6 პროცენტი. უწყების ანგარიშის მიხედვით, გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. […]

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მე-6 მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნები 2024 წლის 1-ელ სექტემბერს არის დანიშნული.

მთავრობამ, შესაძლოა, უარი თქვას რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის ნაწილის საინვესტიციოდ გამოყენებაზე

მთავრობამ, შესაძლოა, უარი თქვას რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის ნაწილის საინვესტიციო მიზნებით გამოყენებაზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი საბოლოოდ გადაწყდა კლინიკის პერსონალის ინტერესებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც საფუძვლიანი და არგუმენტირებული იყო. „საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ სივრცის უკანა ტერიტორიაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის თაობაზე. […]

უკრაინისთვის EU-ს დახმარება €50 მლრდ-ს მიაღწევს – რა წერია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში?

27 ივნისს ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართა, რომელზეც EU-ს ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუსმინეს, იმსჯელეს უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე და მიიღეს გადაწყვეტილება ქვეყნის დაფინანსების შესახებაც. ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელშიც სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებია წარმოდგენილი, ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. “ევროპული საბჭო მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული […]

ჩაანაცვლებს თუ არა ქარისა და მზის ენერგია ჰიდროეკექტრულ ენერგიას – ნოდარ სირბილაძის მოსაზრება

საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება დიდწილად ჰესებზე გამომუშავებულ ენერგიით იფარება. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ ჯამში 3.3 მლნ გგვტ.სთ ენერგია აწარმოა. აქედან დაახლოებით 64% სწორედ ჰიდრო რესურსებზე მოდიოდა. საქართველოს ენერგობალანსის დანარჩენი ნაწილი თბოელექტროსადგურებზე გამომუშავებული, მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული და ქვეყანაში ერთადერთ, ქართლის ქარის ელექტროსადგრუზე გამომუშავებული ელ. ენერგიით იფარება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ჰიდროენერგია ელ.ენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების […]

“კროოსმა ჩემგან ბევრი რამ ისწავლა” – არტურო ვიდალი

“კოლო კოლოს” ფეხბურთელმა არტურო ვიდალმა ტონი კროოსის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, “რეალისა” და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ევრო 2024-ის შემდეგ საფეხბურთო კარიერას ოფიციალურად დაასრულებს. ვიდალის თქმით, როდესაც ის და კროოსი “ლევერკუზენში” თანაგუნდელები იყვნენ, გერმანელმა მისგან ბევრი რამ ისწავლა. “მე და ტონი კროოსი ერთად “ლევერკუზენში” ვთამაშობდით. მან ჩემგან ძალიან ბევრი ისწავლა. ერთად ორი წელი გავატარეთ. პირველ წელს მოედანზე […]

უკრაინელებმა რუსული „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავი „იგლას“ გამოყენებით ჩამოაგდეს

დონეცკის ოლქში უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა რუსების „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს, რომელიც საბრძოლო დავალებას ასრულებდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ეროვნულ გვარდიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეროვნულ გვარდიაში აცხადებენ, რომ მტრის საჰაერო თავდასხმის საშუალების წინააღმდეგ ზუსტი გასროლა განახორციელდა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “იგლას” საშუალებით. „აღმოვაჩინეთ მტრის „სუ-25“, რომელიც საბრძოლო დავალებას ასრულებდა. მოიერიშე თვითმფრინავი კარგად გამიზნული გასროლით ჩამოვაგდეთ“, […]

გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული

გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. კონსულტაციები და გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა 27 ივნისს, 00:00 საათზე დასრულდა. როგორც საპროკურორო საბჭოს ვეგბერდზეა აღნიშნული, გაბიტაშვილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად პროკურორები არიან და არასამთავრობო ორგანიზაცია – „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ წარმოადგინეს; ასევე გიორგი გაბიტაშვილს […]