Cryptal და iPlus დამეგობრდნენ – ბიტკოინის ქეშბექი საჩუქრად

H1: რა ხდება? – თუ iPhone ყიდვა გადაწყვიტე, ბიტკოინი შენია iPhone მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონია და გამონაკლისი არც საქართველოა. ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ყიდულობს ან აახლებს უკვე მოძველებულ მობილურს. მაგრამ იცოდი, რომ თუ აიფონის ან ეფლის ნებისმიერი სხვა პროდუქტის ყიდვა გადაწყვიტე, საჩუქრად ბიტკოინის მიღება შეგიძლია და ეს პირველად საქართველოში მომხმარებლებს iPlus-მა შესთავაზა. ბიტკოინის ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, […]
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ავიაკატასტროფაში იბრაჰიმ რაისის დაღუპვის შემდეგ ირანის მოსახლეობა ახალ პრეზიდენტს კენჭს დღეს, 28 ივნისს უყრის. ირანის 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები არჩევანს 4 კანდიდატს შორის გააკეთებენ, თითოეული მათგანი კი ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ერთგულია. არჩევნები რეგიონში დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს – გრძელდება ომი ისრაელსა და, ირანის მოკავშირე, ჰამასსა და ჰეზბოლას შორის. ამასთან, ირანის ატომური პროგრამის გამო, გაზრდილია […]
ბენზინისა და დიზელის იმპორტის 52,2% რუსეთზე მოდის – სად რა მოცულობის საწვავს ყიდულობს საქართველო

საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტის 52,2% რუსეთზე მოდის. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის სტატისტიკით, წელს 5 თვეში ქვეყანამ ჩრდილოეთში 261,9 ათასი ტონა საწვავი იყიდა. მთლიანად, კი კავშორის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 502,1 ათასი ტონა, რაც 63,3 ათასი ტონით ანუ 14,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (438,8 ათასი ტონა) შედარებით. მათ […]
როგორ გადაარჩინა პრემიერმა დასავლეთის იმიჯი – “სინამდვილეში, სიმართლე არის სხვაგან”

„ამას აკეთებდნენ მაგალითად ევროპარლამენტარები, სენატორები, კონგრესმენები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან აგვერიდებინა დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანება ქართული საზოგადოების თვალში, ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე, რაც სიმართლეც არის ყველაფერთან ერთად. ერთი, რომ ეს გვაძლევდა ჩვენ დასავლურ ინსტიტუტებზე დარტყმის თავიდან აცილების საშუალებას და მეორე, სიმართლეც ეს არის. სინამდვილეში, ყველა ეს განცხადება, ყველა ეს ნაბიჯი იდგმებოდა არა […]
აშშ და ისრაელი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

აშშ-ს და ისრაელის მთავრობები უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები 8 ერთეული სისტემის გადაცემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ Patriot-ის თავდაცვის სისტემები სესხის ფორმით ისრაელს გადასცა და ამჟამად ისრაელში არსებული სისტემების უკრაინისთვის გადაცემაზეა საუბარი. მოლაპარაკებებში ჩართულები არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უკრაინის […]
ილჰამ ალიევმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მე-6 მოწვევის მილი მეჯლისის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 1-ელ სექტემბერს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ალიევმა ხმათა 92% მიიღო. უკანასკნელ საპარალამენტო არჩევნებში (2020 წელს) კი ალიევის პარტიამ ახალმა აზერბაიჯანმა 125 […]
პრემიერი – იმისათვის, რომ საზოგადოებას არ შექმნოდა არასწორი წარმოდგენა, თითქოს ჩვენ გვერჩის ევროკავშირი, ან აშშ, ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე – ევროკავშირსაც და აშშ-საც სჭირდება დეოლიგარქიზაცია

ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია და იმედი მაქვს, რომ პროცესები ამ მიმართულებით წარიმართება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოპოზიცია „საქმის ისე წარმოჩენას ცდილობდა, თითქოს ევროკავშირი და აშშ იყვნენ და არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარეს“. „სინამდვილეში, ამ ორი – სამი წლის განმავლობაში […]
ირაკლი კობახიძე – ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერას, სიმბოლურიცაა, რომ პროვოკაცია მოაწყვეს იმ ადგილას, რომელიც ქვეყნის იდენტობის ნაწილია

ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები აბსოლუტურად ნიშანდობლივია და აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერას, არ უფრთხილდებიან არაფერს და პირიქით, სიმბოლურიც არის, რომ მათ პროვოკაცია მოაწყვეს სწორედ, იმ ადგილას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, ლევილის მამულში კონკრეტული ადამიანები იყვნენ მისულები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში „ზონდერობდნენ“. „რაც შეეხება […]
პრემიერი – საქართველოს ეკრძალება ყველაფერი, ჩვენთვის არ შეიძლება ჩინეთში სიარული, მაგრამ ვინც გვაკრიტიკებს, იმისთვის შეიძლება – ან ჩვენთვის არ შეიძლება „გამჭვირვალობის კანონის მიღება“, მაგრამ მათ, ვინც გვაკრიტიკებს, შეუძლიათ ამ კანონის მიღება

საქართველოს ეკრძალება ყველაფერი, ჩვენთვის არ შეიძლება ჩინეთში სიარული, არ შეიძლება ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ვინც გვაკრიტიკებს, იმისთვის შეიძლება. ან ჩვენთვის არ შეიძლება „გამჭვირვალობის კანონის მიღება“, აქ ეს კანონი არის რუსული, მათ, ვინც გვაკრიტიკებს, შეუძლიათ ამ კანონის მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მსგავს ორმაგ სტანდარტებს […]
ირაკლი კობახიძე – ზვავების მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტს შესაბამისი პროექტი აქვს შემუშავებული

ზვავების მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ნაბიჯები და მიზანშეწონილობა. „რაც შეეხება ბატონი სოზარ სუბარის შეკითხვას, ზვავების მართვის სისტემის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში – როგორც ცნობილია ჩემთვის, მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი. სამინისტრო უშუალოდ […]