შოთა შალელაშვილი – 30 ივნისი მნიშვნელოვანი თარიღია, საჭიროა, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე – მჯერა, რომ ეს ჩვენთვის ისტორიული მატჩი იქნება, ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი გამოგვივა!

30 ივნისი მნიშვნელოვანი თარიღია, საჭიროა, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე. მჯერა, რომ ეს ჩვენთვის ისტორიული მატჩი იქნება, ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი გამოგვივა! – ამის შესახებ „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შოთა შალელაშვილმა განაცხადა. შალელაშვილმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს 1/8 ფინალში გასვლა მიულოცა და დიდი გამარჯვება უსურვა მათ. „დღეს ჩვენს ფეხბურთის გუნდს სერიოზული მხარდაჭერა აქვს ქვეყნის ყველა მოქალაქის მხრიდან. […]

არჩილ თალაკვაძე – პრემიერ-მინისტრმა სწორად აღნიშნა, წარმატებები ფეხბურთში, სპორტის არაერთ სახეობაში პირდაპირ გამოხატავს ქვეყნის განვითარების დონეს

პრემიერ-მინისტრმა სწორად აღნიშნა, წარმატებები ფეხბურთში, სპორტის არაერთ სახეობაში პირდაპირ გამოხატავს ქვეყნის განვითარების დონეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას უსმენენ. თალაკვაძე გამოეხმაურა პორტუგალიის საფეხბურთო გუნდთან საქართველოს ნაკრების წარმატებით დასრულებულ მატჩს და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ღირსეული გამარჯვება ევროპულ მოედანზე. „ეს […]

„საქართველოს ბანკის“, Mastercard-ისა და Optimo-ს პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნეს მომხმარებლები Optimo-ს ყოველთვიურ გადასახადზე 25%-იანი „ქეშბექით“ ისარგებლებენ

„საქართველოს ბანკის“, Mastercard-ისა და Optimo-ს პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნეს მომხმარებლები Optimo-ს ყოველთვიურ გადასახადზე 25%-იანი „ქეშბექით“ ისარგებლებენ. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, Optimo ქართული პროგრამაა, რომელსაც 3000-მდე მაღაზია და კვების ობიექტი იყენებს. პროგრამაში მარტივად შეძლებთ მარაგებისა და გაყიდვების მართვას, შესყიდვებს, წარმოებასა და მიმდინარე სტატისტიკაზე დაკვირვებას როგორც ლეპტოპით, ასევე მობილურით. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია − იყოთ „საქართველოს ბანკის“ […]

ბაიდენ-ტრამპის დებატები და სპეკულაციები დემოკრატების კანდიდატის ჩანაცვლებაზე

„მე მართლა არ ვიცი, რა თქვა [ბაიდენმა] ამ წინადადების ბოლოს. მგონი, არც თვითონ იცის“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა ბაიდენთან საპრეზიდენტო დებატების ერთ-ერთ ეპიზოდში. მედიამ და არაერთმა მიმომხილველებმა დებატების შემდეგ დაწერა, რომ ბაიდენს უჭირდა პასუხების გაცემა, არაერთხელ დაბრკოლდა და საერთო ჯამში, სუსტი გამოსვლა აჩვენა დებატების დასაწყისში, ტრამპმა კი მრავალგზის იცრუა. „ნელი დასაწყისი იყო, მაგრამ ძლიერი დასასრული“, […]

CNN-ის კვლევით, გამოკითხულთა 67% ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო დებატებში ტრამპა გაიმარჯვა

27 ივნისს აშშ-ში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის მთავარმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი დებატები გამართეს. CNN-ის გამოკითხვის მიხედვით, რეგისტრირებული ამომრჩევლების 67% თვლის, რომ დებატებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. კვლევა გამოხატავს მხოლოდ იმ ამომრჩეველთა აზრს, რომლებმაც დებატებს უყურეს. ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 565 რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო. ამასთან ერთად, გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ ბაიდენს […]

ბიზნეს ასოციაცია ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს

მოხარულნი ვართ, ჩვენი ეროვნული ნაკრების უდიდესი წარმატებით, რომელიც უაღრესად ღირებული და სასახელოა. გვჯეროდა ამ წარმატების და კვლავაც გვჯერა, რომ კიდევ უფრო მეტი წინსვლა გველოდება წინ! ჩვენი ქვეყნისთვის ეს დღეები ნამდვილად ისტორიულია და განსაკუთრებით ემოციური თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ამას სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მიღწეული შედეგები, […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბაზალეთი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი, მილახვრიანი და მიმდებარე სოფლებში; 1-ელ ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება […]

პრემიერი – რაც შეეხება დამკვირვებლებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სხვა ქვეყნებიდან, ყველა დამკვირვებლისთვის კარი ღიაა – თუ იქნება ამ ქვეყნების მხრიდან ინტერესი, ამისთვის მაქსიმალურად გახსნილი ვიქნებით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ჩინეთის, ინდოეთის ან სხვა ქვეყნების მხრიდან იქნება ინტერესი, რომ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს დააკვირდნენ, ყველა დამკვირვებლისთვის კარი ღიაა. ამის შესახებ პრემიერმა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განმარტა, საარჩევნო პროცესში მაქსიმალურად იქნება ყველა ხარვეზი დაზღვეული. „რაც შეეხება დამკვირვებლებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სხვა ქვეყნებიდან, ჩვენთვის ყველა დამკვირვებლისთვის […]

სამხრეთმა კორეამ გააფართოვა რუსეთში ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სია

სამხრეთ კორეის მრეწველობის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიდევ 243 პროდუქტს დაამატებს იმ საქონლის სიას, რომელთა მიწოდებაც აკრძალულია რუსეთისა და ბელარუსისთვის. როგორც სააგენტო Yonhap-ი იუწყება, აგვისტოს ბოლოსთვის ამ ქვეყნებში იმპორტისთვის აკრძალული სამხრეთკორეული საქონლის სია 1402 პროდუქტამდე გაიზრდება. უწყების ცნობით, ახალი შემაკავებელი ზომები შეეხება ოპტიკური ხელსაწყოებისა და სენსორების ნაწილებს, ასევე ლითონის საჭრელ აღჭურვილობას. რუსეთის წინააღმდეგ საექსპორტო კონტროლის გაფართოების […]

ბენზინისა და დიზელის იმპორტის 52,2% რუსეთზე მოდის – სად რა მოცულობის საწვავს ყიდულობს საქართველო

საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტის 52,2% რუსეთზე მოდის. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის სტატისტიკით, წელს 5 თვეში ქვეყანამ ჩრდილოეთში 261,9 ათასი ტონა საწვავი იყიდა. მთლიანად, კი კავშორის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 502,1 ათასი ტონა, რაც 63,3 ათასი ტონით ანუ 14,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (438,8 ათასი ტონა) შედარებით. მათ […]