,, ,,ჩვენ ოფისს ჭავჭავაძეზე ეხლა პოლოცია უტრიალებს” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ინფორმაციას ავრცელებს: ,,ჩვენ ოფისს ჭავჭავაძეზე ეხლა პოლოცია უტრიალებს მომწერეს. მაგ ოფისში გვქონდა მხოლოდ სენდვიჩები და ყავა, თსუ-ს აქციებისთვის. პიროტექნიკა სახლში მაქვს. ნიკოლაძის 3 ნომერში. თუ გეახალწლებათ მობრძანდით. მანდ არაფერი არ გვაქვს. თუ მაინც გინდათ შესვლა დამირეკეთ გამოგისეირნებთ. იდიოტებო”

პარასკევს დავაწესეთ ახალი სავიზო შეზღუდვები საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული 20 პირისთვის, გვექნება სხვა ზომები, რომელთა მისაღებად ვემზადებით უახლოეს კვირებში – მეთიუ მილერი

პარასკევს დავაწესეთ ახალი სავიზო შეზღუდვები საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული 20 პირისთვის, გვექნება სხვა ზომები, რომელთა მისაღებად ვემზადებით უახლოეს კვირებში – მეთიუ მილერი ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობით, იმ ქმედებებით, რომლებსაც „ქართული ოცნება“ მიმართავს დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „თქვენ იხილეთ, […]

,,თუ გინდათ მაგინეთ და…” – რას წერს მამუკა ღლონტი

,,მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი: ,,თუ გინდათ მაგინეთ და ევროპის არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს ჩვენნაირი პროგრესული საზოგადოება, ასე იყო მუდამ! ამიტომაც მოვედით აქამდე და ვიქნებით მუდამ!”

ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტს?

“დღეს ჩვენ შევთანხმდით, საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საჭიროებაზე და ევროკომისია წელსვე გააკეთებს განაცხადს ამის თაობაზე” – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 2015 წელს მიღებული კანონით “სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” და მომდევნო წლებში მიღებული დადგენილებებით, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება აქვთ […]

სახ.დეპი: გვაქვს სხვა სანქციებიც, რომელთა გამოცხადებასაც უახლოეს კვირებში ვგეგმავთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ საქართველოსთან მიმართებით ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დამატებითი სანქციებიც, რომლებსაც უახლოეს კვირებში წარადგენს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ბრიფინგზე ჰკითხეს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება “ქართული დემოკრატიის მდგომარეობაზე”. “ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ქართული დემოკრატიის მდგომარეობით. ქმედებებით, რომლებიც ქართულმა ოცნებამ განახორციელა დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად. თქვენ ნახეთ, რომ პარასკევს 20 […]

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე დღეისთვის საპროტესტო აქცია დასრულდა. ადგილზე დასუფთავების სამსახური იწყებს მუშაობას, რის შემდეგაც საავტომობილო გზა გაიხსნება. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო უკვე 19 დღეა ყოველ საღამოს იმართება, პარალელურად, დღის განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თბილისის სხვადასხვა უბანში ლოკალურ აქციებსა და საპროტესტო მსვლელობებს მართავენ. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებაა.

მილერი: სხვა სანქციებიც გვაქვს, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვაპირებთ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ ამერიკა საქართველოსთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს “უახლოეს კვირებში” გამოაცხადებს. ამის შესახებ მან 16 დეკემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგისას ისაუბრა. მილერმა თქვა, რომ “ღრმა შეშფოთებას” გამოხატავს ქართული დემოკრატიის მდგომარეობის და იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” გადადგა ქართული დემოკრატიის ძირის გამოსათხრელად. “პარასკევს 20 ახალი სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ მთავრობასთან დაკავშირებული […]

ქართველი მსაჯები და კომისარი ქალთა ევროპის თასის მატჩებზე

ფიბა-ევროპამ მიმდინარე წლის მსაჯების ერთ-ერთი ბოლო დანიშვნები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს 3 წარმომადგენელი ფიგურირებს. იშვიათად ხდება, რომ ყველა ჩვენებური ერთი და იგივე ტურნირს ემსახურებიან და ასეა ახლა. არბიტრები – მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური, ასევე კომისარი მერაბ რატიშვილი ქალთა ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალის საპასუხო მატჩებზე იმუშავებენ. თურქეთის ქალაქ სტამბოლში, თუმცა სხვადასხვა დღეებში იმუშავებენ ვართანოვი და რატიშვილი. პირველი […]

“ყოველთვის ისეთი შტერი იყო..” – რას წერს ეკა კვესიტაძე პირველი არხის წამყვანზე

საინფორმაციო გადაცემების წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში პირველი არხის ჟურნალისტ მაკა ცინცაძეს შტერი უწოდა (იხილეთ ფოტო), რასაც ცინცაძემ შემდეგი პასუხი გასცა: “კვესიტაძევ და ამ სტანდარტით მომუშავე კრებსითო კვესიტაძეებო, ვერ მოახერხებთ, რომ თქვენთან ფსკერზე დავეშვა და თქვენს ენაზე ვილაპარაკო. არ გვავიწყდება, რომ ეს ოჯახი იმ დაჯგუფების წევრია, რომელიც ცოლ-ქმარს საძინებელში კამერებს უმონტაჟებდა და რა გასაკვირია, რომ […]

პრემიერ-მინისტრი სრულ ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებისას ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება

პრემიერ-მინისტრი სრულ ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებისას ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება ეს არის სრული ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საჯარო სამსახურში დასაქმებისას ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება. პრემიერის თქმით, ეს ტყუილია და კანონმდებლობაში მსგავსი […]