საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ გამარჯვებას

მოხარულნი ვართ, ჩვენი ეროვნული ნაკრების უდიდესი წარმატებით, რომელიც უაღრესად ღირებული და სასახელოა. გვჯეროდა ამ წარმატების და კვლავაც გვჯერა, რომ კიდევ უფრო მეტი წინსვლა გველოდება წინ! ჩვენი ქვეყნისთვის ეს დღეები ნამდვილად ისტორიულია და განსაკუთრებით ემოციური თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ამას სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ელოდება. მიღწეული შედეგები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორი მნიშვნელოვანია საერთო იდეის გარშემო […]

“მას ყველა აკვირდება” – “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა “მამარდაზე” ისაუბრა

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ენჯ პოსტეკოგლუმ საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ავსტრალიელი სპეციალისტი ევრო 2024-ზე “მამარდას” თამაშით მოხიბლულია. მისი თქმით, გიორგის უამრავი კლუბი აკვირდება. “შესანიშნავი მეკარე ჰყავს – მამარდაშვილი, რომელსაც ყველა აკვირდება. მას “ვალენსიაში” გასაოცარი სეზონი ჰქონდა”, – განაცხადა პოსტეკოგლუმ Itv-სთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში […]

ახალი სტადიონის აშენების კრიტიკის გამო კობახიძემ ბაციკაძეს “პოლიტიკურად მიკერძოებული” უწოდა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის ტრიბუნიდან სპორტულ კომენტატორს “პოლიტიკურად მიკერძოებული” უწოდა, რადგანაც ამ უკანასკნელმა ახალი სტადიონის საჭიროება ეჭვის ქვეშ დააყენა. საუბარია ტატო ბაციკაძეზე, რომელმაც ახალი სტადიონის მშენებლობაზე ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა და მთავრობის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები არაერთხელ გაუჟღერებია. მთავრობამ 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენება გადაწყვიტა. ახალ პროექტზე კობახიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დროსაც ისაუბრა. “ჩემდა […]

მედიამ დაითვალა უკრაინის ომში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა

ღია წყაროებზე დაყრდნობით BBC-მ, გამოცემა „Медиазона“-ს მოხალისეებთან ერთად დაითვალა უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპული 57 722 რუსი სამხედროს ვინაობა. მათგან სულ მცირე 40, 2005-2006 წლებშია დაბადებული. რუსული გამოცემა „Важные истории”, ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წელს უკრაინის ომში 45 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, რაც ორჯერ აღემატება ომი წინა წელს დაღუპული რუსი სამხედროების […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8101 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8101 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8101 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8327 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0226 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0082 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0310 ლარს შეადგენდა. […]

გივი მიქანაძე – დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა არ იზიარებს პოზიციას, რომ საქართველოს მიმართ რაიმე შეზღუდვები უნდა დაწესდეს ევროპის საბჭოს ფარგლებში, ამიტომ არაერთი მცდელობა სრული ფიასკოთი დამთავრდა

როგორც ჩვენი დელეგაცია, ასევე, დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა არ იზიარებს პოზიციას, რომ საქართველოს მიმართ რაიმე შეზღუდვები უნდა დაწესდეს ევროპის საბჭოს ფარგლებში, ამიტომ მათი [ოპოზიციის] არა ერთი მცდელობა სრული ფიასკოთი დამთავრდა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ანა წითლიძეს და ლევან ბეჟაშვილს უკრაინის […]

დიდი ამნისტია – პატიმართა 1/3 გათავისუფლდება – პრემიერის დაპირება

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დავაინიციროთ ამნისტიის კანონპროექტი. ჩვენ ივლისში ალბათ მოგვიწევს რიგგარეშე სესიაზე საუბარი, ივლისში შესაძლებელი იქნება პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება ისე, რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება. ჩვენ გვყავს 10 000-მდე პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მნიშვნელოვანია, ახლო მომავალში სერიოზულად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისათვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს. […]

ფინეთმა უკრაინის დახმარების 159 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი გამოაცხადა

ფინეთმა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარება გამოაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის 24-ე მხარდაჭერის პაკეტი ჰელსინკს, დაახლოებით, 159 მილიონი ევრო დაუჯდება. გადაწყვეტილება მთავრობის რეკომენდაციით რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე. „ოპერაციული მიზეზების გამო და დახმარების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად, დამატებითი ინფორმაცია არ იქნება მოწოდებული დახმარების კონკრეტული შემადგენლობის, […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროგრამა DUGEOR-ს ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „EERASMUS+ Capacity Building“ პროგრამის – „საქართველოს უმაღლეს განათლებაში დუალური განათლების დანერგვის შესაძლებლობების გაძლიერება – DUGEOR“ ფარგლებში, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ DUGEOR-ის კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების […]

ირაკლი კობახიძე – სოფელ ხანში, სტიქიის ადგილას უკვე ჩასულია ჯგუფი, სწავლობენ ვითარებას და მაქსიმუმი გაკეთდება, რათა მოსახლეობა იყოს დაცული, ხოლო სტიქიის შედეგები ლიკვიდირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოფელ ხანში სტიქიის ადგილას უკვე ჩასულია ჯგუფი და ვითარებას სწავლობენ. როგორც ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და სტიქიის შედეგები იყოს ლიკვიდირებული. „სოფელ ხანში სტიქიის ადგილზე დროებითი გზა გაკეთდა, თუმცა იქაც არის რისკები. ადგილზე არის უკვე ჯგუფი ჩასული. ისინი სწავლობენ ვითარებას […]