ირაკლი კობახიძე – თითოეული ცენტი და თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დასავლეთისგან იღებს, არის ღირებული, უბრალოდ არასწორია ხოლმე, როდესაც ამ თემით სპეკულირებენ კონკრეტული ძალები

თითოეული ცენტი და თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს, არის ღირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დასავლეთის დახმარებას შეეხებოდა. „თითოეული ცენტი და თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს, არის ღირებული. უბრალოდ არასწორია ხოლმე, როდესაც ამ თემით სპეკულირებენ კონკრეტული ძალები და ასეთი არა ერთი სპეკულაცია მოგვისმენია. […]
ალუდა ღუდუშაური – რატომ არ იმყოფება ამა თუ იმ ქვეყნის ელჩი პრემიერის ანგარიშის მოხსენებაზე, ვერ გეტყვით – რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დემარშის და მსგავსი ეპითეტების გამოყენებას, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინო საქციელია

თუ რატომ არ იმყოფება ამა თუ იმ ქვეყნის ელჩი პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოხსენებაზე, ვერ გეტყვით – არ ვიცი რა კომუნიკაცია იყო პროტოკოლის სამსახურსა და კონკრეტულ საელჩოს შესაბამის სამსახურს შორის , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი სპეკულაციაა და კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ეს არის დემარში“ […]
“საქართველოს ბანკი“ და „ფაბრიკა თბილისი“ ახალ პარტნიორობას იწყებენ

„საქართველოს ბანკი“, ბიზნესის მხარდაჭერას ახალი პარტნიორობების დამყარების გზით განაგრძობს. მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისთვის, „საქართველოს ბანკისა“ და ფაბრიკა თბილისის თანამშრომლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ფაბრიკა თბილისი მულტიფუნქციური კულტურული ცენტრია, რომელიც სახელოვნებო სტუდიებს, საერთო სამუშაო სივრცეს, ურბანული სტილის კაფეებსა და ბარებს, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ტიპის დაწესებულებებს მოიცავს. მეწარმეებისა […]
კვარიათში ზღვაში ერთი პირის ცხედარი იპოვეს

კვარიათში ზღვაში გაუჩინარებული ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყეს, როდესაც უწყებაში 30 წლამდე ქალისა და მამაკაცის ზღვაში გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შევიდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული, ხოლო მეორე ადამიანს ამ დრომდე, ეძებენ. კვარიათის სანაპიროსთან სამართალდამცავებიც არიან მობილიზებული.
სტუდენტების ჩინეთში დარჩენის საფრთხე ნაკლებია, ვიდრე ევროპაში – 200 –ზე მეტი სტუდენტი გაემგზავრა – ფრიდონ ინჯია და პრემიერი

“ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პრემიერ კობახიძეს. “ხომ არის პროგრამები, სტუდენტების გაცვლის პროგრამები აშშ-სთან, ევროპასთან, როგორ არის ეს სტუდენტების გაცვლის პროგრამები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან? იმიტომ, რომ თუ ჩვენი სტუდენტი წავიდა ჩინეთში ერთი და წავიდა მეორე ევროპაში, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე დარჩეს იქ, ჩინეთთან მიმართებაში გაცილებით ნაკლებია. ესე იგი თუ წავა და ისწავლა, ის აუცილებლად მეტად […]
პარლამენტში კობახიძის გამოსვლას აშშ-ის ელჩი და ევროპელი ელჩების ნაწილი არ დაესწრო

დღეს, 28 ივნისს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებას ევროპელი და ამერიკელი ელჩები არ დაესწრნენ. აღნიშნული დემარშად შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ. მისი თქმით, ამის მიზეზი ხელისუფლების მიერ ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული საშინაო და საგარეო კურსის რუსეთისკენ შეტრიალებაა. „დღეს თქვენ აქ ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ არა მხოლოდ დეპუტატების დემარშის, არამედ ევროკავშირისა და ნატოს ელჩების დემარშის გამო“, […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 28 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.26 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.28 თეთრით. 28 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8101 ლარია, ერთი ევროსი – 3.0082 ლარი. · თურნავა ლარის გაუფასურებას “არაფრიდან წარმოქმნილ აჟიოტაჟს” უწოდებს კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.86 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.07 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.82 ლარია, […]
Cryptal და iPlus დამეგობრდნენ – ბიტკოინის ქეშბექი საჩუქრად

H1: რა ხდება? – თუ iPhone ყიდვა გადაწყვიტე, ბიტკოინი შენია iPhone მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონია და გამონაკლისი არც საქართველოა. ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ყიდულობს ან აახლებს უკვე მოძველებულ მობილურს. მაგრამ იცოდი, რომ თუ აიფონის ან ეფლის ნებისმიერი სხვა პროდუქტის ყიდვა გადაწყვიტე, საჩუქრად ბიტკოინის მიღება შეგიძლია და ეს პირველად საქართველოში მომხმარებლებს iPlus-მა შესთავაზა. ბიტკოინის ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, […]
ისრაელის ძალები ღაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში უფრო ღრმად შევიდა

პარასკევს, 28 ივნისს, ისრაელის ძალებმა გააფართოვა შეჭრის რადიუსი ღაზის სექტორის ორ, ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონებში. “ჰამასის” მიერ მართული პალესტინელთა ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, რაფაში ტანკების დაბომბვას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად, ისრაელის ძალებმა განაგრძო ახალი შეტევა შეჯაიას რაიონში, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, სადაც ტანკები ხუთშაბათს შევიდნენ. ამას ისრაელის თავდაცვის ძალებსა და “ჰამასის” წარმომადგენლებს შორის, მძიმე […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8101 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8101 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8101 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8327 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0226 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0082 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0310 ლარს შეადგენდა. […]