საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ეგვიპტე 32 ქულით დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი მატჩები დაასრულა. იტალიასთან და კამერუნთან განცდილი 2 მარცხის შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ეგვიპტე გაანადგურა. საქართველოს ლატვიის ქალაქ იურმალაში აფრიკული ქვეყნის გუნდს 78:46 (სტატისტიკა) სძლია. ანგარიშიდან ჩანს, რომ ჩვენებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. ეგვიპტე არ გახლავთ ჯაბანი. აფრიკული ნაკრებიც ჩვენს მსგავსად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, რომელიც საბერძნეთის […]

„რეგიონებში სარემონტო მასალებზე მოთხოვნა იზრდება“ – რა სიახლეები აქვს „დიოს“?

„დიოს“ მმართველი პარტნიორის განცხადებით, ბოლო პერიოდში რეგიონებში სარემონტო მასალებზე მოთხოვნა გაიზარდა. BMG tv -ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულის“ რუბრიკა “TBC & პარტნიორებში” თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ კომპანიის პორტფოლიოში 80 დასახელების პროდუქტია და ამის დიდ ნაწილს საქართველოში 3 მოქმედ ქარხანაში აწარმოებენ. „რეგიონებში მოთხოვნა იზრდება. მაგალითად ქუთაისში მოთხოვნა მინელებული იყო და ახლა გააქტიურდა, ჩვენი დაკვეთების დაახლოებით 60% ფიზიკური […]

საქართველოში ყოველთვის დიდ დროს ვატარებ და როდესაც თბილისში ჩამოვდივარ, უბედნიერესი ვარ… – ვილი სანიოლი

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „პორტუგალიასთან გამარჯვება ძალიან ემოციური მომენტი იყო. ზოგადად, ჯგუფიდან გასვლა არ იყო მოსალოდნელი და გვიხარია, რომ ეს შევძელით. 4 დღე გვქონდა აღსადგენად, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, რომ 6 დღე ყოფილიყო. […]

გაზრდილი მოთხოვნა სათავგადასავლო ტურიზმზე – გლობალური ბაზარი 2032 წელს $1.65 ტრლნ-ს მიაღწევს

უნიკალური და ავთენტური მოგზაურობის გამოცდილების მსურველთა რაოდენობის ზრდა, მსოფლიოში სათავგადასავლო ტურიზმის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. Global Market Insights-ის მონაცემებით, გლობალური სათავგადასავლო ტურიზმის ბაზრის ზომამ 2023 წელს 483 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. სპეციალისტები 2024-2032 წლებში საშუალოდ წლიურად მის 15%-იან ზრდას ელიან და ვარაუდობენ, რომ 2032 წლისთვის ბაზარი 1.65 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. კვლევაში ნათქვამია, რომ სათავგადასავლო ტურიზმზე მოთხოვნა […]

სერბეთში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად პოლიციელი დაშავდა, ხოლო თავდამსხმელი დაიღუპა

სერბეთში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად პოლიციელი დაშავდა, ხოლო თავდამსხმელი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ივიცა დაჩიჩი ავრცელებს. „დაახლოებით, დილის 11:00 საათზე, უცნობმა პირმა, რომლის ვინაობასაც ადგენენ, ჟანდარმერიის ოფიცერს, რომელიც ისრაელის საელჩოს იცავდა არბალეტიდან ესროლა და კისერში მოარტყა“, – განაცხადა ივიცა დაჩიჩმა. დაჩიჩმა აღნიშნა, რომ პოლიციელი გონზეა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომხდარზე […]

ვილი სანიოლი: ესპანეთთან 1:7 წაგება კარგი გაკვეთილი გამოდგა – თავდაჯერება არ გვაკლია

“ძალიან ემოციური მომენტი გვქონდა, რადგანაც ეს შედეგი მაინცდამაინც მოსალოდნელი არ იყო. ძალების აღსადგენად სჯობდა მეტი დრო გვქონოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს და მოედანზე გასვლას მოუთმელნლად ელიან. ესპანეთთან 1:7 წაგება რთული იყო, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში ესეთი მომენტები საჭიროა. ეს ჩვენი განვლილი გზის ნაწილი იყო. ის მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი გამოდგა. ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი […]

გიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელიას შეუძლია “ოქროს ბურთი” მოიგოს – ვიცით, ესპანელები პენალტებს როგორ ასრულებენ

ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა: “მე კვარაცხელიას ვგულშემატკივრობ და ვიცი, მას შეუძლია “ოქროს ბურთი” მოიგოს. ეს არ ნიშნავს, რომ ესპანელ ფეხბურთელებს პატივს არ ვცემ. ესპანეთის ნაკრები შეგვიტევს. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ისე, რომ დაცვაში შეცდომა არ დავუშვათ და შეტევაში სახიფათო ვიყოთ. მეტოქის შესწავლა ყოველთვის ხდება და […]

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. „დღეს, საბჭომ ბელარუსის ეკონომიკის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომები მიიღო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომში რეჟიმის მონაწილეობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში. საბჭოს ცნობით, დაწესებული სანქციების მიზანს მათთვის გვერდის ავლის პრობლემის გადაჭრა წარმოადგენს. „ეს ყოვლისმომცველი ზომები რუსეთთან მიმართებაში მოქმედი […]

“მანჩესტერ იუნაიტედს” ზირკზეს დამატება სურს – ტრანსფერის ინიციატორი პირადად ტენ ჰაგია

“მანჩესტერ იუნაიტედს” “ბოლონიას” თავდამსხმელის ჯოშუა ზირკზეს დამატება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ნიდერლანდელის დამატებით პირადად “მანკუნიანელთა” თავკაცი, ერიკ ტენ ჰაგი ინტერესდება. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზირკზეს დამატება “მილანს” სურდა და “როსონერი” მის გადმობირებასთან ახლოს იყო, თუმცა “ბოლონიას” მიერ მოთხოვნილმა თანხამ, მოლაპარაკებები შეაჩერა.

„ზოგადი განათლების სექტორის შემოსავლის ზრდა, სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილმა დანახარჯებმა განაპირობა“ – Galt & Taggart

2023 წელს ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი 15.5%-ით, ₾1.5 მილიარდამდე გაიზარდა, რაც განპირობებული იყო სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი დანახარჯებით – ამის შესახებ Galt & Taggart-ის საქართველოს საგანმანათლებლო სექტორის კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ. კვლევის თანახმად, ზოგადი განათლების კომპონენტში გენერირებული შემოსავლის ძირითადი ნაწილი, ₾1.1 მილიარდი, საჯარო სკოლებზე მოდიოდა, რომლებშიც მოსწავლეთა 89.9% ირიცხება – შემოსავლის ზრდამ წლიურ ჭრილში 13.8% შეადგინა, შესაბამისად, […]