მარტვილში, ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს

მარტვილში, ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს. “ბალდის მცველები” მარტვილის მერიასთან შეიკრიბნენ. ადგილობრივების გარდა, აქციაზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტები იმყოფებიან, რომლებიც ბალდელებს სოლიდარობას უცხადებენ. შეკრებილები, ასევე, მუქარის ბრალდებით დაკავებული მათი თანამოაზრის გათავისუფლებასაც მოითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქციის დასრულების შემდეგ, ბალდაში გადაინაცვლებენ, სადაც კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებს პროტესტის ნიშნად კარავი აქვთ გაშლილი. ბალდაში კანიონზე […]

სომხეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ხორვატიაში ერთმანეთს შეხვდნენ

სომხეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ხორვატიაში ერთმანეთს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, არარატ მირზოიანისა და დმიტრო კულებას შეხვედრა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „მინისტრი მირზოიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო და […]

,,დასაკარგი არაფერი გვაქვს, ძალიან მიხარია, რომ ამ ტურნირზე თამაშის საშუალება კიდევ ერთხელ მოგვეცა”- ვილი სანიოლი

ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმაკიოლნის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა – ფრანგი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ გუნდი წარმატებულ სვლას განაგრძობს. „პორტუგალიასთან გამარჯვება ძალიან ემოციური იყო, რადგან ამას არავინ ელოდა. ძალიან გვიხარია, რომ ისევ აქ ვართ. მხოლოდ ოთხი დღე გვქონდა ენერგიის აღსადგენად, ყველა ისურვებდა ორი დღით მეტს, მაგრამ არა მგონია, ეს პრობლემა იყოს. იმედი […]

ევროკავშირმა ბელარუსს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა

ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა ბელარუსს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო. ყოვლისმომცველი ზომები მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ უკვე მოქმედი რამდენიმე შემაკავებელი ღონისძიების ბელარუსზე გავრცელებას. შეზღუდვები დაწესდა საზღვაო ნავიგაციის საქონლისა და ტექნოლოგიების, ასევე ისეთი საქონლის ექსპორტზე, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბელარუსის სამრეწველო შესაძლებლობების გაძლიერებას. გაფართოვდა ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების სია, რომლის ექსპორტიც იკრძალება. რაც შეეხება […]

საგამოძიებო ბიურო შესწავლის უკრაინელი სარდლის საქმეს, რომელსაც ათასობით ჯარისკაცის დაკარგვაში ადანაშაულებენ

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო შეისწავლის გენერალ იური სობოლის ქმედებებს იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც ხარკოვის რეგიონში რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის არმიის პოზიციების გარღვევის გამო აღიძრა. როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, საქმეს დაემატა უკრაინის ეროვნული გვარდიის ბრიგადის „აზოვის“ შტაბის უფროსის ბოგდან კროტევიჩის მიმართვა, რომელმაც გამოძიების სახელმწიფო ბიუროს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდლის მოქმედებების […]

მოგონილი Z-პოეტის (ნაცისტური) შემოქმედება ასობით რუსმა დეპუტატმა მოიწონა

პეტერბურგის ომის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა შექმნეს მოგონილი Z-პოეტის, გენადი რაკიტინის გვერდი სოციალურ ქსელ VKontakte-ში, სადაც ავტორის ორიგინალური ლექსების საფარქვეშ გამოაქვეყნეს სინამდვილეში ნაცისტი გერმანელი ავტორების ლექსების საკუთარი თარგმანები. გვერდის შექმნიდან მალევე პოეტი რაკიტინი „მეგობრად“ დაიმატა ასობით დეპუტატმა და ათობით სენატორმა, ასევე ფიოდორ დოსტოევსკის შვილიშვილმა დმიტრი დოსტოევსკიმ. ამის შესახებ ვრცლად ისაუბრა თავის არხზე ჟურნალისტმა ანდრეი ზახაროვმა. რაკიტინის გვერდზე […]

მეუფე შიო – დავფიქრდეთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი სულიერი ტაძარი, ხომ არ არის ჩამონგრეული და ნაყარი ქვებით ამოვსებული – ეკლესია მოგვიწოდებს, განვაგდოთ ჩვენ ძველი კაცი, განვახლდეთ და ახალი, ღვთივსათნო ცხოვრება დავიწყოთ

დღევანდელი ღვთისმსახურების სიტყვებით, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, განვაგდოთ ჩვენ ძველი კაცი, განვახლდეთ და ახალი, ღვთივსათნო ცხოვრებით დავიწყოთ ცხოვრება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობის წარგზავნის დღეს, ოცინდალის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის კურთხევაზე ქადაგებისას აღნიშნა. მეუფე შიოს თქმით, “ეს ნამდვილად არის შესანიშნავი მოვლენა, ვინაიდან ამ ტაძარმა გაიზიარა იმ […]

ლიბანში შეჭრის შემთხვევაში, ირანი ისრაელს “გამანადგურებელი ომით” ემუქრება

ირანი 28 ივნისს ისრაელს დაემუქრა, რომ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ “სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას” “გამანადგურებელი ომი” მოჰყვება. გაეროში ირანის მისიამ X-ზე დაწერა, რომ ისრაელის მიერ ჰეზბოლასთან ომის დაწყების შემთხვევაში, “განიხილება ყველა ვარიანტი, მათ შორის, წინააღმდეგობის ყველა ფრონტის სრული ჩართულობა”. “მიუხედავად იმისა, რომ ირანი ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო […]

ირაკლი ქარქაშაძე – EURO2024-ის მერვედფინალზე გამგზავრების საშუალება დამატებით 1200-მდე მეტ ქომაგს მიეცა

EURO 2024-ის ეროვნული ნაკრების მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ საქართველოდან გერმანიის მიმართულებით მთავრობის მიერ სუბსიდირებული რეისით, ქომაგების პირველი ნაკადი ჩაფრინდა. სპეციალურმა ჩარტერულმა რეისმა კიოლნში 219 ქომაგი ჩაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, 7 ჩარტერი დაინიშნა. კიოლნიდან დასაბრუნებელი ბილეთების ყიდვა tkt.ge-ს პლატფორმაზეა შესაძლებელი. თბილისიდან გასაფრენი ბილეთები […]

დმიტრო კულება – მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც ახალი ომი შეუძლებელი იქნება

მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც ახალი ომი შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი იქნება, ხოლო ახალი ომი შეუძლებელი. გამარჯვება ეს იქნება“, – განაცხადა […]