სერბეთში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად პოლიციელი დაშავდა, ხოლო თავდამსხმელი დაიღუპა

სერბეთში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად პოლიციელი დაშავდა, ხოლო თავდამსხმელი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ივიცა დაჩიჩი ავრცელებს.
„დაახლოებით, დილის 11:00 საათზე, უცნობმა პირმა, რომლის ვინაობასაც ადგენენ, ჟანდარმერიის ოფიცერს, რომელიც ისრაელის საელჩოს იცავდა არბალეტიდან ესროლა და კისერში მოარტყა“, – განაცხადა ივიცა დაჩიჩმა.
დაჩიჩმა აღნიშნა, რომ პოლიციელი გონზეა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
„ოფიცერმა იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა და თავდამსხმელს ესროლა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“, – აღნიშნა სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება