შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა

ეს მარცხი პირადად სპალეტის კისერზეა. ჯერ რა შემადგენლობა წაიყვანა და გუნდს რა ტაქტიკას ათამაშებდა ყველა ფეხბურთელი დაბნეულ/არეულები იყვნენ ამ სქემაში, იმიტო რო ამ იტალიას არააქვს რესურსი (კადრები) 4-3-3 სათამაშოდ ამიტომ სპალეტიმ სანაკრებო დონეზე საკმაოდ სუსტად წარმოაჩინა თავი მეტიც გაბანძდა და დიდი ალბათობით დაითხოვენ კიდეც. ლოკატელი არ წაიყვანა და გუნდი დატოვა ნომინალური მუშა/ამრთმევი საყრდენის გარეშე და […]
ვოლნიანსკის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა-უკრაინის ხელისუფლება

რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ ზაპოროჟიის მახლობლად მდებარე ქალაქ ვოლნიანსკზე, სადაც თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი და დაიჭრა ათი. ზაპოროჟიის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ივან ფედოროვის თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, მაღაზია და საცხოვრებელი კორპუსები. დღეს დღის პირველ ნახევარში რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ 29 ივნისის ღამეს „უკრაინული კოპტერი“ თავს დაესხა […]
ბალნეოლოგიის დარგს დაბუსტვა სჭირდება, რადგან შეიძლება საერთოდ დაიკარგოს – ბალნეოლოგიურის დირექტორი

ბალნეოლოგიური კურორტები დიდი ხანია სახელმწიფოს მხრიდან სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ აქტივობებში დახმარებას ითხოვენ. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელი დირექტორი #რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპაში ტურიზმის ამ მიმართულებას დიდი პიარკამპანია უკეთდება და სახელმწიფო ტურისტების მოსაზიდად დიდ რესურსს ხარჯავს, საქართველოში კი ყველაფრის გაკეთება თავად კერძო სექტორს უწევს. „უზარმაზარი რესურსი გააჩნია საქართველოს. მარტო 2500 მინერალური წყალი გვაქვს, რომელზედაც სამედიცინო დასკვნებია […]
სომხეთი ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე მონაწილეობას პირველად მიიღებს

9-11 ივლისს NATO-ს სამიტს ვაშინგტონში ისტორიაში პირველად სომხეთის წარმომადგენლები დაესწრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთი სამიტში მონაწილეობას ალიანსის პარტნიორობის ფორმატში მიიღებს. “სომხეთმა მიიღო მოწვევა ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე პარტნიორობის ფორმატში მონაწილეობისთვის და მასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებზეც, რაც NATO-ს 75 წლისთავს უკავშირდება. სომხეთმა მიიღო ეს მოწვევა.” – თქვა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ […]
ბრძოლა სიმართლისთვის

ქართული ლეგიონის მებრძოლი, ორი წელია რუსულ ოკუპაციას უკრაინადან უპირისპირდება. ამბობს, რომ ესაა ბრძოლა სიმართლისთვის, შვილების უკეთესი მომავლისთვის და საქართველოსთვის. რუსული დეზინფორმაცია, პროპაგანდის მანქანა დაუღალავად მუშაობს, თუმცა გამარჯვებას მაინც მოვიპოვებთ,- ასეთია მებრძოლის რწმენა.
2018 წლიდან, საქართველოში პოლიტიკური თავისუფლებების კლების ტენდენციაა – “ატლანტიკური საბჭო”

„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრმა ანგარიში, რომელიც საქართველოში 2023 წელს განვითარებულ მოვლენებს და ტენდენციებს ასახავს, მიმდინარე კვირაში წარმოადგინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ტრიუმფალური სვლა ევრო 2024-ზე – მილოცვები ვაშინგტონიდან

2018 წლიდან, საქართველოში პოლიტიკური თავისუფლებების კლების ტენდენციაა – “ატლანტიკური საბჭო”; ანალიტიკოსების თქმით, საქართველო ნატოს სამიტისგან არაფერს არ უნდა ელოდეს; აზერბაიჯანისა და სომხეთის მშვიდობისკენ სწრაფვას, თან ერთვის ერევნის სწრაფვა დასავლეთისკენ.
ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 11

29 ივნისის საღამოს, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად დაშავდა 11 და დაიღუპა შვიდი ადამიანი, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას თავის ტელეგრამ არხზე, ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ივან ფედოროვი ავრცელებს. ფედოროვის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მაღაზიები და საცხოვრებელი კორპუსები. მისივე ცნობით, რუსეთმა იერიში განახორციელა შაბათს საღამოს ქალაქის ცენტრში, […]
Stanford, Oracle, UC Berkeley… – რომელ კომპანიებს წარმოადგენენ FUTURELAB-ის პარტნიორები?

ცოტა ხნის წინ, საქართველოში ახალი ვენჩურული ფონდი დაფუძნდა, რომელმაც ვექტორად, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებული შტატები აირჩია. ეს ფონდი FUTURELAB-ია, რომელიც პირველი ვენჩურული ფონდია ქვეყანაში, რომელიც ეროვნულ ბანკში არის რეგისტრირებული. როგორც FUTURELAB-ის მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ქაშიბაძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, ფონდის მიზანი საქართველოში პერსპექტიული იდეების მქონე ადამიანების აღმოჩენა და მათთვის პირველადი […]
კავკასიის რეგიონში, კერძო სკოლებში პროცენტულად ყველაზე მეტი მოსწავლე საქართველოში ირიცხება – Galt & Taggart

2023/24 აკადემიურ წელს საქართველოს კერძო სკოლებში 66.5 ათასი მოსწავლე ირიცხება, რაც მოსწავლეთა სრული რაოდენობის 10.5%-ია – ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომელშიც საქართველოს საგანმანათლებლო სექტორია განხილული. კვლევის თანახმად, კავკასიის რეგიონში, კერძო სკოლებში პროცენტულად ყველაზე მეტი მოსწავლე სწორედ საქართველოში ირიცხება. შესაბამისად, თურქეთის კერძო სკოლებში მოსწავლეთა სრული რაოდენობის 7.4% სწავლობს, აზერბაიჯანში – 5.2%, სომხეთში […]