U20. კარგი პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 11:35 დამარცხდა. პირველი ტაიმი “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” 8:6 მოიგეს, მეორის დასაწყისში ანგარიში საჯარიმოთი გაზარდეს, თუმცა შემდეგ მეტოქე უპირატესობას დაეუფლა და გაიმარჯვა. შემდეგ შეხვედრას კილასონიას შეგირდები 4 ივლისს ირლანდიასთან გამართავენ. სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „ეთლონ სპორტ სთედიუმი“ საქართველო – ავსტრალია 11:35 საქართველო ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (აია), […]

ბელარუსმა უკრაინასთან საზღვარზე “დაძაბული მდგომარეობა” გამოაცხადა. კიევიდან მინსკს „რუსი ტერორისტების“ მხარდაჭერა შეახსენეს

ბელორუსის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების სამსახურმა განაცხადა, რომ გარე ძალებს სურთ მინსკის „ომში ჩათრევა“, რაზეც უკრაინის საზღვარზე „დაძაბულობის ზრდა მიუთითებს“. “გვაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინა ჯარებს, იარაღს და სამხედრო ტექნიკას უყრის თავს ჩვენს საზღვრებზე. კერძოდ, ჟიტომირის რეგიონში მდებარეობს ამერიკული ქვეითი საბრძოლო მანქანები, მრავალი სარაკეტო დანადგარი, მძიმე შორი მოქმედების არტილერია და სხვა აღჭურვილობა”,–თქვა ვადიმ ლუკაშევიჩმა, ბელორუსის შეიარაღებული […]

რიკოთზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რა დროსაც, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. „ინტერპრესნიუსი“ დამატებით ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.

GITA-ს „რეგიონებისთვის 25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტების“ პროგრამას რაჭაში ერთი გამარჯვებული ჰყავს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებული რაჭაში გამოვლინდა. GITA-ს გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებული პროექტია ფსიქოთერაპიის ონლაინ პლატფორმა მათთვის, ვინც ფსიქოლოგთან/თერაპევტთან ვერ ახერხებს ფიზიკურად ვიზიტს ან უფრო კომფორტული ონლაინ სესიებია. რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და […]

ბელგრადში ისრაელის საელჩოს წინ პოლიციის ოფიცერი მშვილდ-ისრით დაჭრეს

ბელგრადში ისრაელის საელჩოს შენობის წინ სერბი პოლიციის ოფიცერი მშვილდ-ისრით დაჭრეს. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ივიჩა დაჩიჩის ცნობით, პოლიციელმა მაინც მოახერხა თავდამსხმელის დაჭრა. როგორც ცნობილია, თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა და მისი იდენტიფიცირება ჯერჯერობით საგამოძიებო სამსახურებმა ვერ შეძლეს. დაშავებული პოლიციის ოფიცერი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერი ისრით კისრის არეში მძიმედ დაიჭრა. სერბული მედიის ინფორმაციით, […]

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულია – ორი

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, აშავებულია – ორი. ტაბულა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აზუსტებს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

სანიოლი: ხვალ ახალი მატჩია, დასაკარგი არაფერი გვაქვს – ჩვენ EURO 2024 უკვე მოვიგეთ

ესპანეთთან ბოლო სამ წელიწადში ოთხჯერ წავაგეთ. ამ გუნდს კარგად ვიცნობთ და იმედი მაქვს, ხვალ განსხვავებული შეხვედრა იქნება. ჩვენს მეტოქეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ბურთი არ გაუშვია და ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოა. უმძიმესი დაპირისპირება გველის, მაგრამ ახლა სხვა ატმოსფეროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. საქართველოში მუშაობის დაწყებამდე ამ ქვეყანაზე ბევრი არაფერი ვიცოდი და გასაცნობად დრო დამჭირდა. ახლა […]

მეუფე შიო – დავფიქრდეთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი სულიერი ტაძარი, ხომ არ არის ჩამონგრეული და ნაყარი ქვებით ამოვსებული – ეკლესია მოგვიწოდებს, განვაგდოთ ჩვენ ძველი კაცი, განვახლდეთ და ღვთივსათნო ცხოვრება დავიწყოთ

დღევანდელი ღვთისმსახურების სიტყვებით, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, განვაგდოთ ჩვენ ძველი კაცი, განვახლდეთ და ახალი, ღვთივსათნო ცხოვრებით დავიწყოთ ცხოვრება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობის წარგზავნის დღეს, ოცინდალის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის კურთხევაზე ქადაგებისას აღნიშნა. მეუფე შიოს თქმით, “ეს ნამდვილად არის შესანიშნავი მოვლენა, ვინაიდან ამ ტაძარმა გაიზიარა იმ […]

თორნიკე რიჟვაძე – ჩვენს ნაკრებს დამატებითი სტიმული მიეცემა იმ საჩუქრით და მხარდაჭერით, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა – ეს იქნება შემდგომი გამარჯვებების საწინდარი და წინაპირობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ნაკრების წევრებს ისტორიული გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, წლების განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკამ, რომელიც მხარს უჭერდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, შედეგი გამოიღო და ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ წარმოაჩინა ქვეყანაც და საკუთარი შესაძლებლობებიც. მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ მხარდაჭერაზეც „კიდევ ერთხელ მსურს ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, რომ […]

ბათუმში საერთაშორისო სასტუმროების ბრენდის, ibis Styles-ის პირველი ობიექტი გაიხსნა

ბათუმში საერთაშორისო სასტუმროების ბრენდის, ibis Styles-ის პირველი ობიექტი გაიხსნა. სასტუმრო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დაათვალიერა. „ბოლო წლების განმავლობაში, ბათუმი მართლაც გადაიქცა ევროპაში წამყვან ტურისტულ და საინვესტიციო მიმართულებად. ძალიან მახარებს, რომ ბათუმში ინტენსიურად იხსნება ახალი ტურისტული ობიექტები, ახალი სასტუმროები, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, […]