ესტონეთის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე კაია კალასს კრისტენ მიჰაუ შეცვლის

ესტონეთის პრემიერმინისტრის პოსტზე კაია კალასს კრისტენ მიჰაუ შეცვლის. როგორც ცნობილია, კაია კალასი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციას დაიკავებს. კრისტენ მიჰაუს კანდიდატურა პრემიერმინისტრის პოსტზე ესტონეთის მმართველმა რეფორმების პარტიამ აირჩია. აქამდე კრისტენ მიჰაუს ესტონეთის მთავრობაში კლიმატის მინისტრის პოსტი ეკავა. კაია კალასი ესტონეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი 2021 წელს გახდა. იმისთვის, რომ კრისტენ მიჰაუ ოფიციალურად ესტონეთის […]
,,მოძრაობა სრულად აიკრძალა ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე“

ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს: ,,მოძრაობა სრულად აიკრძალა ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით. ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ამავე ქუჩაზე მოძრავ N464 მიკროავტობუსს. ასევე, ჩაკეტილ მონაკვეთზე გადაადგილდებიან საჯარიმო სადგომზე და სასწრაფო დახმარების ობიექტამდე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები. შეზღუდვის პერიოდში, […]
თამარაშვილისა და ამირეჯიბის გადაკვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა 3 თვით შეიზღუდა

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსი ეწყობა, რის გამოც ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივნისიდან შეიზღუდა. უწყების ინფორმაციით, შეზღუდვა სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს. “მოძრაობა სრულად აიკრძალა ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით. ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ […]
პანამის სასამართლომ “პანამის არქივის” საქმეზე ყველა ფიგურანტი გაამართლა

პანამის სასამართლომ „პანამის არქივის“ (“პანამის ქაღალდების”) ფარგლებში ფულის გათეთრების საქმეში ყველა 28 ბრალდებული გაამართლა, მათ შორის იურგენ მოსაკი, Mossack Fonseca იურიდიული ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამის შესახებ პანამის სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატი იტყობინება. გარდა ამისა, სასამართლომ, როიტერის თანახმად, შეწყვიტა Mossack Fonseca-ს მეორე თანადამფუძნებლის, რამონ ფონსეკას დევნა, რომელიც 2024 წლის მაისში გარდაიცვალა. ამ საქმეებში ყველა […]
U20. კარგი პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 11:35 დამარცხდა. პირველი ტაიმი “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” 8:6 მოიგეს, მეორის დასაწყისში ანგარიში საჯარიმოთი გაზარდეს, თუმცა შემდეგ მეტოქე უპირატესობას დაეუფლა და გაიმარჯვა. შემდეგ შეხვედრას კილასონიას შეგირდები 4 ივლისს ირლანდიასთან გამართავენ. სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „ეთლონ სპორტ სთედიუმი“ საქართველო – ავსტრალია 11:35 საქართველო ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (აია), […]
შანსი დასვენებულ ესპანეთთან? – მეტოქე ფავორიტია, თუმცა საქართველოს ნაკრებისგან აღარაფერია გასაკვირი

გასკდა გული ნერვიულობისა და საქართველოს ესპანეთთან მატჩის მოლოდინისგან. ვცდილობ ემოციებს გავუმკლავდე, თუმცა ეს ძნელი მოსახერხებელია. ამჟამად ყველა, ვისაც ფეხბურთი ესმის და არ ესმის, ფეხბურთით და იმედით ცხოვრობს. ქართული ფეხბურთი ასეთ მაღალ სიმაღლეზე 1981 წლის შემდეგ არ გასულა. მაშინ სულ სხვა ვითარება იყო, თბილისის „დინამო“ 1976 წლიდან თანმიმდევრულად მიიწევდა დიდი გამარჯვებისკენ, თუმცა შეეძლო უფრო დიდი წარმატებისთვის […]
ფესტივალებს ჩვენზე დადებითი გავლენა არ აქვთ – სასტუმრო ანაკლია

ანაკლიაში მოქმედი სასტუმრო “ანაკლიას” დირექტორის თქმით, მუსიკალურ ფესტივალებს, რომლებიც ანაკლიაში გასულ წლებში ტარდებოდა მათ დატვრითვაზე გავლენა არ ჰქონია. ის მიიჩნევს, რომ ფე იოსებ თოდუა განმარტავს, რომ ფესტივალები, რომლებიც რეგიონში ტარდება, მხოლოდ 3-4-დღიან სტუმრებზეა გათვლილი, რაც უფრო ხანგრძლივი ვადით დასვენების მსურველების ნაკადებს აფერხებს. „ჩვენი ძირითადი სტუმრები ადგილობრივები არიან. ასევე, იშვიათად გვსტუმრობენ ტურისტები სომხეთიდანაც. ფესტივალები, რომელიც კურორტზე […]
ჯოზეფ ბორელი – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გაღრმავებაზე ვისაუბრე, რომელიც კარგ გზაზეა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გაღრმავებაზე ვისაუბრე, რომელიც კარგ გზაზეა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გაღრმავებაზე ვისაუბრე, რომელიც კარგ გზაზეა. ასევე განვიხილეთ გამოწვევები სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის მიღწევისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობისთვისა და სტაბილურობისთვის”, – წერს […]
მარტვილში, ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს

მარტვილში, ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს. “ბალდის მცველები” მარტვილის მერიასთან შეიკრიბნენ. ადგილობრივების გარდა, აქციაზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტები იმყოფებიან, რომლებიც ბალდელებს სოლიდარობას უცხადებენ. შეკრებილები, ასევე, მუქარის ბრალდებით დაკავებული მათი თანამოაზრის გათავისუფლებასაც მოითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქციის დასრულების შემდეგ, ბალდაში გადაინაცვლებენ, სადაც კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებს პროტესტის ნიშნად კარავი აქვთ გაშლილი. ბალდაში კანიონზე […]
რიკოთზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 2 დაშავდა

რიკოთის უღელტეხილზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება. „ნეტგაზეთი“ დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.