რუსეთი: გავანადგურეთ 41 უკრაინული დრონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 30 ივნისს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 41 დრონი გაანადგურა. როგორც ანგარიშში წერია, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 36 უპილოტო საფრენი აპარატი ცენტრალური ფედერალური ოლქის თავზე ჩამოაგდო, ხოლო 15 – კურსკის ოლქში. “გასული ღამის განმავლობაში შევაჩერეთ კიევის რეჟიმის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი. საჰაერო თავდაცვის ძალების მორიგე ნაწილებმა ჯამში 41 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს”. – წერია […]

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 6 ოლქში 36 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ კურსკის, ლიპეცკის, ვორონეჟის, ბრიანსკის, ორიოლისა და ბელგოროდის ოლქებში 36 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. „საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 15 უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ტერიტორიაზე, 9 უპილოტო საფრენი აპარატი ლიპეცკის ტერიტორიაზე, ოთხ-ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟისა და ბრიანსკის ტერიტორიებზე და ორ-ორი უპილოტო საფრენი აპარატი ორიოლისა და […]

თინა ბოკუჩავა – ევროკავშირისკენ სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა, თუმცა ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი ეკუთვნიან ევროპას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიური სესიაში მიიღო მონაწილეობა და სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პლენარულ სესიაზე დებატები მიმდინარეობდა მოლდოვასა და უკრაინაზე და რუსეთის მავნე გავლენებზე რეგიონში. თინა ბოკუჩავამ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა კუთხით. „ბოკუჩავამ ასევე აღნიშნა, რომ […]

ვილი სანიოლი – ესპანეთი ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს – ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თავდაჯერება არ გვაკლია

თავდაჯერება არ გვაკლია, – ამის შესახებ ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა. მისი თქმით, ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. სანიოლმა გაიხსენა ესპანეთთან წარსულში მარცხი და დასძინა, რომ ზოგჯერ ასეთი მომენტები საჭიროა. “ძალიან ემოციური მომენტი გვქონდა, რადგანაც ეს შედეგი მაინცდამაინც მოსალოდნელი არ […]

ყველაზე მაღალი საშუალო IQ-ს მაჩვენებლის რეიტინგში საქართველო რუსეთს და სომხეთს უსწრებს – რეიტინგი

International-IQ-test.com-ის მონაცემები, ქვეყნების საშუალო IQ-ს რეიტინგში საქართველო 21-ზეა. ინფორმაციას Ranking Royals ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული რეიტინგი დაფუძნებულია, 2023 წელს, მსოფლიოში ჩატარებულ 1 691 740 ტესტის მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიხედვით, საშუალო IQ მაღალია აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. საშუალოსთან ახლოსაა IQ-ს მაჩვენებელი ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, დასავლეთ აზიაში, ოკეანეაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩრდილოეთ აფრიკაში. ხოლო ცენტრალურ და სამხრეთ […]

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელმაც, შესაძლოა, ისტორია დაწეროს, რადგან ულტრა მემარჯვენეები ხელისუფლებაში მოსვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან. ამის შესახებ BBC-ი წერს. გამოცემის ცნობით, წინასაარჩევნო გამოკითხვებში მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას პარტია „ეროვნული გაერთიანება“ (RN) ლიდერობს. ჯორდან ბარდელას სურს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს, მაგრამ აცხადებს, რომ ამ თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ პარტია აბსოლუტურ საპარლამენტო […]

ვოლნიანსკში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა – რუსების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 31 ადამიანი

მაშველებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ვოლნიანსკზე რუსეთის თავდასხმის შედეგები აღმოფხვრეს, დაღუპულია 7 და დაშავებულია 31 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი და დაშავდა 31. დაშავებულებს შორის 8 ბავშვია. შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ […]

დღეს საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის მატჩში 23:00-ზე დაიწყება

დღეს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში კიოლნში გაიმართება. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი შეხვედრის მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე – გიორგი მიქაუტაძემ. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა […]

,,ავიაციის ინდუსტრიაში ჩვენ ისტორიაში პირველად, გვაქვს რეკორდული ციფრები ყველა მიმართულებით” – მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენი ქვეყნისთვის გამოკვეთილად მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა ავიაციის სექტორი, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე,- ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობას აქვს მნიშვნელოვანი როლი და მნიშვნელოვანი რესურსი იხარჯება იმაში, რომ გაიზარდოს პირდაპირი ფრენების რაოდენობა. „უნდა შემოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია, რათა უზრუნველვყოთ პირდაპირი ფრენები, ჩვენთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქვეყნებთან. პირდაპირი ფრენები […]

რეგიონში სასმელი წყალი, სომხეთის გარდა, ყველაზე ძვირი საქართველოშია – Numbeo

გლობალური მონაცემთა ბაზა Numbeo, რომელიც მსოფლიოში სამომხმარებლო ფასებს სწავლობს, მსოფლიოს 94 ქვეყანაში სასმელი წყლის ფასების რეიტინგს აქვეყნებს. Numbeo-ს მიხედვით, მსოფლიოში 1.5 ლიტრიანი სასმელი წყალი ყველაზე ძვირი კოსტა რიკაშია და 2.35 დოლარი ღირს. სამეულშია აშშ და ნორვეგია, სადაც ამავე შეფუთვით სასმელი წყალი 2.19 და 2.04 დოლარი ღირს. 94 ქვეყანას შორის, 1.5 ლიტრიანი შეფუთვით, წყლის ფასით საქართველო […]