დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება

დღეს, თბილისის დროით 23 საათზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე […]
ე.წ. ახალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა 3 თვით აიკრძალა – ნახეთ გადაადგილების ახალი სქემა

ე.წ. ახალ გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება 3 თვით აიკრძალა – ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს და წერს, რომ მოძრაობა მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზეა შეზღუდული, მიზეზი კი პანდუსის მოწყობაა. მათივე ცნობით, შეზღუდვა 15 ივნისიდან მოქმედებს. მოძრაობა სრულად აიკრძალა ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, […]
როგორი ამინდი იქნება დღეს და ხვალ საქართველოში – ამინდის პროგნოზი

30 ივნისსა და 1 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 2 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ივნისს და 1 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე […]
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

კვირას, 30 ივნისს, საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის რვა საათზე დაიწყო. კანდიდატები 577 ცალკეულ საარჩევნო ოლქში იბრძვიან. სწორედ ამდენი დეპუტატი აკომპლექტებს პარლამენტს. უმრავლესობის მოსაპოვებლად 289 მანდატია საჭირო. ვადამდელი არჩევნები, რომელიც, დიდი ალბათობით, ორ ტურად, – 30 ივნისსა და 7 ივლისს – ჩატარდება, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით დაინიშნა. რიგითი არჩევნები 2027 […]
დღეს წმიდა მოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღეა

წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი გამორჩეული მეომარი იყო და წმიდა თამარ მეფის (ხს. 1 მაისს) მხედრობაში. ერთგულებისა, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. შამქორის გამარჯვების შემდეგ მან ხალიფას დროშა წამოიღო ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა და ხახულის ღვთისმშობელს შესწირა სხვა უამრავ ნადავლთან ერთად. უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით ბასიანის […]
2-7 ივლისს თბილისის რიგით XVII საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება

2-7 ივლისს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის რიგით XVII საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება. კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 2 ივლისს, 19:00 საათზე, „თეატრალური“ უნივერსიტეტის I კორპუსში, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრის სცენაზე, რეჟისორ ბაქარ ჩერქეზიშვილის ფილმით – „აპოლო ჯავახეთი“. ფილმის მსოფლიო პრემიერაც შედგა 2017 წელს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტური კინოს ფესტივალზე, ამსტერდამში (IDFA). […]
AI-სადმი მზაობის ინდექსში საქართველო სომხეთს, აზერბაიჯანს და უკრაინას უსწრებს – IMF

ხელოვნური ინტელექტისადმი მზაობის ინდექსში საქართველო 57-ე ადგილზეა. ქვეყნების რეიტინგი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) წარმოადგინა. 174 ქვეყანას შორის საქართველოს 0.53 ქულა აქვს და რეგიონში ხელოვნური ინტელექტისადმი მზაობის კუთხით უსწრებს აზერბაიჯანს, სომხეთს და უკრაინას, რომელთაც 0.47, 0.48 და 0.51 ქულა აქვთ. საქართველოს უსწრებს რუსეთი (0.56) და თურქეთი (0.54). IMF წერს, რომ ხელოვნური ინტელექტის მზაობის ინდექსი ეფუძნება ციფრული […]
საზოგადოებრივი ავტობუსები 30 ივნისის ღამეს გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ – თბილისის მერია

ავტობუსების ნაწილი, ფეხბურთის გამო, 30 ივნისის ღამესაც გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, 30 ივნისს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს […]
ისრაელ კაცი ირანზე – რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს

ისრაელი მზადაა, ლიბანის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, თუ დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას გააგრძელებს, – ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი გაერო-ში ირანის მისიის განცხადებას, რომ თუ ისრაელი ლიბანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას წამოიწყებს, განადგურების ომი დაიწყება. “დღეს ირანი იმუქრება ისრაელის განადგურებით, თუ ისრაელი სრულად უპასუხებს “ჰეზბოლას” თავდასხმებს ლიბანიდან. ჩემი პასუხი ირანისთვის ნათელია: […]
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზეპ ბორელს და დმიტრო კულებას შეხვდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. შეხვედრები 29 ივნისს შედგა ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში. არარატ მირზოიანი ასევე შეხვდა ესტონეთის, სლოვენიისა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორელთან შეხვედრაზე ისაუბრეს სომხეთი-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგზე, ნაბიჯებზე ურთიერთობების დასაახლოებლად […]