რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია – კახა კალაძე

ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია, მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით გვათქმევინებს: ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია. დღეს კიდევ ერთხელ ვთანხმდებით – როდესაც […]
დღევანდელ საფეხბურთო მატჩში 2 იბერიის სიმბოლური თასი გათამაშდება – Marca

წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა Marca ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ორი იბერიის უძველეს და თანამედროვე კავშირებზეა საუბარი. გამოცემა წერს, რომ „სპორტულ სამყაროში სრულყოფილი იბერიული დერბი არც ისე ხშირად იმართება. ძირითადად ეს რაგბის ნაკრებებს შორის, ევროპის ჩემპიონატზე ხდება, რაც იბერიელებს გარანტირებულად, წელიწადში ერთხელ შეხვედრის საშუალებას აძლევს. დღევანდელ საფეხბურთო მატჩში კი ორი იბერიის სიმბოლური თასი გათამაშდება“. ვრცელ სტატიაში […]
“ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების გულია, მიქაუტაძე კი საქართველოს ნაკრების მეორე სუპერვარსკვლავი” – მსოფლიო მედია

“ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების გულია, მიქაუტაძე კი საქართველოს ნაკრების მეორე სუპერვარსკვლავია, რომელიც ესპანეთის ჩამოგდებას და ევრო 2024-ზე კიდევ ერთი შოკის მოხდენას ისახავს მიზნად”. “კვარა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მას ძალიან დაეხმარა მიქაუტაძე. კიტეიშვილის დაბრუნებამ კი ნაკრებს ის ხარისხი შესძინა, რაც კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს ძალიან სჭირდებოდათ” – ასეთია გამოხმაურებები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე, რომლებიც ახლა უცხოური მედიების განსაკუთრებული ყურადღების […]
საბერძნეთში, კუნძულ სერიფოსზე, მეხანძრეები ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ

ათენში, კუნძულ სერიფოსზე, ტყის ხანძრის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართულია სპეცტექნიკა და ვერტმფრენი. ცეცხლი გუშინ, შაბათ დილით გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა, დაახლოებით, 15 კილომეტრ ტერიტორიაზე, რამაც ძლიერმა ქარმაც შეუწყო ხელი. დაიწვა სახლები და საჭირო გახდა რამდენიმე დასახლების ევაკუაცია. ამ დროის მონაცემებით, მეხანძრეებმა შეძლეს ხანძრის ლოკალიზება, თუმცა სრულად ლიკვიდაცია ჯერ ვერ ხერხდება. […]
აშშ-ის ქმედებების გამო, რუსეთმა ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოება უნდა დაიწყოს – პუტინი

აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოება და, შესაძლოა, განლაგებაც, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან საშუალო და მცირე რადიუსზე მოქმედი რაკეტების განლაგება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იწვევს რუსეთში შეშფოთებას და მოითხოვს რეაგირებას. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამის გამო მოსკოვმა, შესაძლოა, […]
“კოკა-კოლა” საქართველოში 31 წლის გახდა

“კოკა-კოლა” საქართველოში 31 წლის გახდა. ზუსტად 31 წლის წინ, 1993 წლის 30 ივნისს, საქართველოს ბაზარზე პირველად გამოჩნდა ტრანსნაციონალური ბრენდი “კოკა-კოლა”. მაშინ, ეს საერთაშორისო ბრენდის შემოსვლის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო.
APPLE-ს EU-სგან გლობალური წლიური მოგების 10%-იანი ჯარიმა ემუქრება – FT

ბრიუსელმა Apple კონკურენციის ჩახშობაში დაადანაშაულა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის მარეგულირებლებმა ძირითადი ტექნოლოგიური ჯგუფისთვის ახალი ციფრული წესები გამოიყენეს ამის შესახებ გაზეთი Financial Times წერს. ევროკომისიის მარეგულირებელი ქმედება ციფრული ბაზრების აქტს ექვემდებარება, რომლებიც შექმნილია მსხვილი ტექნოლოგიური პლატფორმების დომინირების გასარღვევად და სტარტაპების დასახმარებლად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, Apple-ს ემუქრება მისი გლობალური წლიური შემოსავლის 10%-მდე ჯარიმა. განმეორებითი დარღვევებისთვის ჯარიმები […]
რადა: ეუთოს პარლამენტის ასამბლეის რეზოლუცია რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად ცნობს

უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წევრის პავლო ფროლოვის ცნობით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუცია მიიღეს, რომელიც რუსეთის მოქმედებებს უკრაინაში გენოციდად ცნობს. ინფორმაციას ტელეგრამზე უკრაინის უმაღლესი რადის ოფიციალური არხი ავრცელებს. “ბუქარესტის საზაფხულო სესიის პირველ დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის10-წლიან შეიარაღებულ აგრესიას გმობს და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის განმავლობაში რუსეთის […]
Google Translate-ს აფხაზური და ოსური ენები დაემატა
გუგლის თარგმნის სერვისს, Google Translate-ს, მასშტაბური განახლების შედეგად, 110 ახალი ენა დაემატა, მათ შორის, აფხაზური და ოსური. ჩამონათვალში ასევე შეხვდებით აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის მკვიდრი ხალხების ენებს. გუგლის წარმომადგენლის, აიზეკ კასუელის ცნობით, თარგმნის სერვისში ახალი ენების დამატება ხელოვნური ინტელექტის ენობრივი მოდელისა და მანქანური დასწავლის გამოყენებით მოხერხდა. “ახალდამატებულ ენებზე 614 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს”, — წერს […]
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდად აღიარა და რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაცია აუცილებლობად ცნო. “ბუქარესტში ზაფხულის სესიის გახსნის დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის 10-წლიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელმაც აღიარა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედებები და მისი შეიარაღებული ძალების სრულმასშტაბიანი შეჭრა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი,” […]