დღეს ძალიან მაგარი თამაში გველის!!! მე მჯერა ჩვენი ბიჭების – გიორგი ქოჩორაშვილის მამა

როგორ ვითავხედო და ვთქვა რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული ნაკრები მოუგებს, მაგრამ!!! – ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ძალიან მაგარი თამაში გველის. „ბევრს ვფიქრობდი ესპანეთის ნაკრებთან თამაშზე, პორტუგალიის დამარცხების შემდეგ. როგორ ვითავხედო და ვთქვა რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული ნაკრები მოუგებს, მაგრამ!!! […]

ხვალიდან, უკვე დამტკიცებულ სესხზე უარის თქმა შესაძლებელი იქნება – დეტალები

ხვალიდან, საქართველოს მოქალაქეებს უფლება ექნებათ, დისტანციურად თუ ფილიალში დადებული სასესხო ხელშეკრულება გააუქმონ. ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. სებ-ის მიერ დაწესებული ლიმიტის თანახმად, თქვენი სესხი მილიონ ლარს თუ აღემატება, ხელშეკრულებას ვერ გააუქმებთ. ამის შემდეგ, მომხმარებელი ატყობინებს ფინანსურ ორგანიზაციას საკუთარ გადაწყვეტილებას. […]

უკრაინელი დეპუტატი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია გენოციდად აღიარა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების აუცილებელი წინაპირობა რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაციაა. ინფორმაციას უკრაინული მედია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრზე, სახალხო დეპუტატ პაველ ფროლოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს […]

ჟენევის დისკუსიების მიუხედავად, სამშვიდობო პროცესი ვერ რეგულირდება – დეპუტატი სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების მიუხედავად, სამშვიდობო პროცესის დარეგულირება მაინც ვერ ხდება. ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია, ბუქარესტში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს. პარლამენტის პრეს-ცენტრის ცნობით, სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე […]

ვიქტორ ორბანი, ჩეხეთის ექსპრემიერი და ავსტრიელ ულტრამემარჯვენეთა ლიდერი ევროპარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნიან

30 ივნისს, კვირას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ულტრამემარჯვენე ავსტრიის თავისუფლების პარტიის ლიდერმა ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს. როგორც ჩეხური მედია წერს, ასეთი გადაწყვეტილება გახდა შედეგი მათ შორის ვენაში გამართული შეხვედრისა, სადაც სამმა პოლიტიკოსმა „მომავალი ევროპის პატრიოტულ მანიფესტს“ მოაწერა ხელი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ევროკავშირი ევროპელებს საწინააღმდეგოდ […]

მამუკა მდინარაძე – ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს – ბიჭებმა სასწაული უკვე მოახდინეს და ამ საოცარი ჟინის, ბრძოლის, პროგრესის, დაუჯერებელი გამარჯვებების გაგრძელებას ელოდება ქვეყანა

დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ, ჩვენ კი სულ თქვენი მომდევნო გამარჯვებების რწმენით ვიცხოვრებთ, ისევე როგორც დღეს“- ასე მიმართავს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მდინარაძე ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ ანთებული თვალებით დადის ხალხი, რაც შეძლო ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა. „ქვეყანა გაირინდა დღევანდელი თამაშის მოლოდინში. ასეთი ბედნიერი […]

კოპიტნარსა და ზესტაფონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, კოპიტნარსა და ზესტაფონში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბენეფიციარებს 10-ამდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის […]

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების სერტიფიცირება 2025 წლის 1 იანვრამდე გადაიდო – EastFruit

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების სავალდებულო სერტიფიცირების შემოღება გადაიდო. დადგენილება ძალაში 2024 წლის 1 ივნისს უნდა შესულიყო, მაგრამ მთავრობის დადგენილებამ ეს თარიღი 2025 წლის 1 იანვრით შეიცვალა. სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება მარცვლეული კულტურები, ბოსტნეული, ბაღის მცენარეები, საკვები კულტურები და ხეხილი. EastFruit წერდა, რომ საქართველომ 2023 წელს 15%-ით გაზარდა აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის […]

საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ, თბილისში, ავტობუსები და მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს – მერია

თბილისში, ავტობუსთა ნაწილი და მეტრო მოქალაქეებს საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგაც მოემსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახანგრძლივებულად მუშაობის გადაწყვეტილება თბილისის მერიამ მიიღო. მატჩის ღია ჩვენება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი. სტადიონზე ექვსი დიდი ეკრანია დამონტაჟებული. “ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მატჩის დასრულების შემდეგ კი, მოქალაქეებს ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388 მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს […]

კახა კალაძე – რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია – მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს: ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო!

დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა-მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს – ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! – ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას. „დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, […]