მუშახელის დეფიციტის გამო, ვაშლის დახარისხებაში იაპონელ ფერმერებს AI ეხმარება – Eastfruit

დაზიანებული ხილის დასალაგებლად და მუშახელის დეფიციტთან გასამკლავებლად, ვაშლის საბითუმო მოვაჭრე Goldnouen-მა, რომელიც აომორის პრეფექტურაში, ვაშლის მთავარი მწარმოებელია ჩრდილოეთ იაპონიაში, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ East fruit წერს. კომპანიამ მთავრობის მხარდაჭერით ახალი დამხარისხებელი ქარხანა ააშენა. მას აქვს ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დაფუძნებული მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს ვაშლის დაზიანება და შეაფასოს მისი ზომა. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, […]

საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ფრანგული მედია წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, 12:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 25,90% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 7,47%-ით მეტია 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით და 6,09%-ით მეტია 3 კვირის წინ ევროპარლამენტის არჩევნებთან შედარებით. საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.

ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ზე ქართველების ცხოვრებაში „საუკეთესო დღით“ და რონალდოს მაისურით ტკბება – CNN

„ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ზე ქართველების ცხოვრებაში „საუკეთესო დღით“ და რონალდოს მაისურით ტკბება“, – ასე იწყება წერილი, რომელიც CNN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ხვიჩა კვარაცხელიას ეს ღამე არასოდეს დაავიწყდება. თავდამსხმელმა არა მხოლოდ შთააგონა საქართველო ევრო 2024-ზე, არამედ კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ თამაშით ბავშვობის ოცნება აიხდინა. საქართველო ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ყველაზე დაბალი რეიტინგის გუნდი იყო და ცოტა თუ იფიქრებდა, რომ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ის პოზიცია უკრაინის ნატო-ში არ მიწვევასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერების პოლიტიკისთვის შეუსაბამოა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის ნატო-ში არ მიწვევასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერების პოლიტიკისთვის შეუსაბამოა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, The Philadelphia Inquirer-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ამჟამინდელი თეთრი სახლი არ არის მზად უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიოს და დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ არა ნატო, […]

მეღვინეობა “ბინეხი” საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს

მეღვინეობა „ბინეხი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა, სოსო ბიჭაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მეღვინეობა ზაჰესში 1995 წელს დაარსდა, თუმცა გასხვისების შემდეგ, კომპანიის რებრენდინგი მოხდა, რის შემდეგაც ბრენდმა გაყიდვები 2017 წლიდან დაიწყო. კომპანიის გაყიდვების მენეჯერის თქმით, კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი დისტრიბუციისა და ჰორეკა სექტორის საშუალებით ახდენს. ექსპორტზე კი ჩინეთში, ამერიკაში, […]

თავდაცვის მინისტრი – ჩვენი მიზანია, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების პირობები საერთაშორისო სტანდარტებს გავუთანაბროთ

30 ივნისს თავდაცვის უწყება დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს აღნიშნავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სპორტული და კულტურული ღონისძიებების კვირეულის გახსნის ოფიციალური ღონისძიება მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ- მაიორმა გიორგი მათიაშვილმა. მინისტრმა პატივისცემა გამოხატა დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების მიმართ […]

პრემიერი – დღესაც მოსაგებად მივდივართ – საქართველო იგებს!

ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!- ამის შესახებ პრემიერი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!!! საქართველო იგებს!“,- წერს პრემიერი.

სინგაპურში კაცმა ჯეკპოტი მოიგო და სტრესისგან გარდაიცვალა – Lokmat Times

სინგაპურში, სასტუმრო Marina Bay Sands-ის კაზინოში 4 მილიონი დოლარის მოგების შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ Lokmat Times წერს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს უეცარი გულის გაჩერება დაემართა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. ინციდენტი ცნობილ ადგილობრივ კაზინოში მოხდა, სადაც გამარჯვებულმა 4 მილიონი დოლარის ჯეკპოტი მოიგო. დაწესებულებაში სხვა ვიზიტორებთან ერთად ზეიმისას მამაკაცმა გონება დაკარგა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა კაზინოს თანამშრომლებმა და […]

ვიქტორ ორბანი, ჩეხეთის ყოფილი პრემიერი და ავსტრიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი ევროპარლამენტში ჯგუფს ქმნიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს. Telex-ის ინფორმაციით, ორბანმა, კიკლმა და ბაბიშმა შესაბამისი განცხადება ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. მათ გააფორმეს „პატრიოტული მანიფესტი ევროპის მომავლისთვის“, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „ევროპელების წინააღმდეგ აღმოჩნდა და ახლა წარმოადგენს ინტერესებს, რომლებიც […]

“კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის” – რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

რუსული sport24 ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთ აგენტ ნუკრი რევიშვილს ესაუბრა, რომელსაც კითხვა გიორგი მამარდაშვილის განცხადებას შესახებ დაუსვეს. ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრების კიპერმა თქვა, რომ ხვიჩა მთელს ესპანეთის ნაკრებს სჯობია. “რა თქმა უნდა, ხვიჩა ესპანეთის მთელ გუნდს სჯობს, ამიტომ მამარდაშვილის სიტყვებს ვეთანხმები. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის საუკეთესოა. გუტის განცხახება და მისთვის მაისურის გაგზავნა? – ხვიჩა ამას აუცილებლად გააკეთებს. […]