ბერლინსა და პარიზს შორის პირდაპირი ჩქაროსნული მატარებელი ამოქმედდა, რომლით მგზავრობას 8 საათი სჭირდება

ბერლინსა და პარიზს შორის პირდაპირი ჩქაროსნული მატარებელი ამოქმედდა, რომლით მგზავრობას 8 საათი სჭირდება ორშაბათიდან, ბერლინიდან პარიზში ახლად შექმნილმა პირდაპირმა ექსპრესმა დაიწყო მოძრაობა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გამიზნული იყო რკინიგზის მიმართ მგზავრების ინტერესის გაზრდისა და საჰაერო მოგზაურობის მოსახერხებელი ალტერნატივისთვის. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. ექსპრესი ბერლინიდან პარიზში და საპირისპირო მიმართულებით ყოველდღიურად იმოძრავებს, გაჩერებებით […]

Bloomberg-ის სისტემაში ეროვნული ვალუტის სავაჭრო კურსი 2.8022-ით გაიხსნა

Bloomberg-ის სისტემაში ეროვნული ვალუტის სავაჭრო კურსი 2.8022-ით გაიხსნა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ეროვნული ვალუტის სავაჭრო კურსი 2.8022-ით გაიხსნა. გუშინდელი ვაჭრობა პლატფორმაზე 2.8049-ით დაიხურა. რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, 17 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: · 1 აშშ დოლარი – 2.8160 ლარი. კურსის ცვლილება 2.88 თეთრი. · 1 ევრო – 2.9551 ლარი. […]

ორგანიზებული თავდასხმა მედიაზე – არცერთი დამნაშავე დაკავებული არ არის

პროდასავლური აქციების დარბევის დროს, 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ჟურნალისტთა ნაწილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ. ამ დრომდე არცერთი მოძალადე სპეცრაზმელი თუ ნიღბიანი პირი, ამოცნობილი და დაკითხულიც კი არ არის. Facebook Forum

მოსკოვში აფეთქების შედეგად მოკლულია გენერალი კირილოვი

მოსკოვში აფეთქების შედეგად დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური, 54 წლის გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე. პირველი ცნობები, რომ მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სახლის პირველ სართულზე დილით მომხდარი აფეთქების შედეგად ორი მამაკაცია დაღუპული, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ სახლი გაზიფიცირებული არ არის და შესაბამისად, გამორიცხავდნენ […]

შავ ზღვაში 4,300 ტონა მაზუთი ჩაიღვარა

შავ ზღვაში 4,300 ტონა მაზუთი ჩაიღვარა შავი ზღვა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. რუსული სანავთობო ტანკერი, რომელსაც 4,300 ტონა მაზუთი გადაჰქონდა, ოკუპირებული ყირიმის მახლობლად, ქერჩის სრუტესთან შტორმში მოჰყვა და ჩაიძირა. ტანკერის ჩაძირვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა უსაფრთხოების სტანდარტების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. შემთხვევის შემდეგ მალევე, ამავე ადგილას შტორმში კიდევ […]

17 დეკემბრის აქციების ჩამონათვალი

17 დეკემბრის აქციების ჩამონათვალი საქართველოში, ახალი არჩევნებისა და უდანაშაულოდ აქციაზე დაკავებულების გამოშვების მოთხოვნით, პროევროპული უწყვეტი პროტესტი მე-20 დღესაც გრძელდება. 17 დეკემბერს, აქცია/მარში დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი. აქცია დაგეგმილია რეგიონებშიც. გთავაზობთ ამ დროისათვის ცნობილ, 17 დეკემბერს დაგეგმილი აქციების ჩამონათვალს: თბილისი: 12:00 საათი, თსუს II კორპუსთან 13:00 საათი, გაფიცვა 13:00 საათი, დეზერტირების ბაზრიდან პარლამენტამდე სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 დეკემბერს – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8160 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.8448 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0288 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9551 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9842 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0291 ლარი შეადგინა.

გაფრთხილება ამინდის შესახებ! – მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი და 6 ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. […]

ვანუატუში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ვანუატუში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. CNN-ი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებზე დაყრდნობით წერს, რომ ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილაში მდებარე აშშ-ის საელჩოს შენობა დაზიანდა, კერძოდ, მისი პირველი სართულის ნაწილი ჩამოინგრა. მიწისძვრის შემდეგ აშშ-მა ვანუატუში საელჩო დახურა. „პორტ-ვილაში აშშ-ის საელჩო მნიშვნელოვნად დაზიანდა და შემდგომ შეტყობინებამდე დაკეტილია“, – აცხადებს […]

საია – ალეკო ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს. როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, „გაუგებარია რატომ მიიღო პროკურატურამ ალეკო ელისაშვილის საქმეზე 10 დღის წინ მოთხოვნილი პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილება, თუმცა ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პატიმრობის დაუსაბუთებად გამოყენების ფაქტები იკვეთება, მნიშვნელოვანი […]