,, ჩვენი გულები მოიგეს, სამაგიეროდ!” – ქეთევან ენუქიძე

ფილოლოგი, ,,შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე ესპანეთთან დამარცხებას ასე ეხმაურება: ,,არა უშავს, ხალხო! ჩვენი ბიჭები მაინც ძალიან მაგრები არიან! ასეთ გუნდთან დამარცხება სირცხვილი არ არის! ჩვენი გულები მოიგეს, სამაგიეროდ! ✌️😇❤️”
4:1 გვანიშნა განგებამ, რომ ეს ორი ციფრი ერთად მაინცდამაინც ლამაზად არ გამოიყურება – ბექა ყორშია –

ჟურნალისტი ბექა ყორშია: ,,4:1 გვანიშნა განგებამ, რომ ეს ორი ციფრი ერთად მაინცდამაინც ლამაზად არ გამოიყურება:)“
,, ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ დიდ ტურნირებზე, იმიტომ, რომ ვიმსახურებთ იმას, სადაც დღეს ვართ” – ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან თამაშის შემდეგ აცხადებს: „საქართველოს ნაკრების გამოსვლას ევრო 2024-ზე დადებითად შევაფასებ, რადგან ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ და ასეთი დონის მეტოქესთან ვიბრძოლეთ. პირველ ტაიმში ბოლო წუთებზე გოლი რომ არ გაგვეშვა, უკეთესი იქნებოდა. ჩემი აზრით, მათი გოლიც არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მამარდაშვილზე მორატა მოქმედებას ახდენდა. ბედნიერები ვართ. ალბათ, გამოცდილება დაგვაკლდა, მაგრამ ესეც მოდის და ვეცდებით, წინ […]
ვილი სანიოლი: როდრის გოლისას თამაშგარე იყო – იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ

ესპანეთთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა: “ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ გოლის დროს ოფსაიდი აუცილებლად იყო. თუ ის დაფიქსირდა საფრანგეთის ნაკრების მატჩში, იყო ახლაც. VAR-ი ძალიან კარგი და ევოლუციური გამოგონებაა, თუმცა მაინც არ ვიცით, ის სწორად როგორ გამოვიყენოთ. ჩვენ […]
არ უნდა ჩათვლილიყო – კვარაცხელია ესპანეთის 1-ელ გოლზე

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, ესპანეთთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეაფასა. მისი თქმით, არ უნდა ჩათვლილიყო ალვარო მორატას მიერ გატანილი გოლი. სწორედ მორატას გატანილმა გოლმა გაათანაბრა ანგარიში 1-ელი ტაიმის მიწურულს. “მართლა ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ. ჩემი აზრით, ცოტა არ გაგვიმართლა. 1-ელ ტაიმში, ბოლო წუთებში ბურთი რომ არ […]
ხვიჩა კვარაცხელია – დიდი მადლობა გულშემატკივარს – ერთიანად, გვერდში დგომით ყველაფერს მივაღწევთ და უფრო და უფრო წინ წავალთ

ალბათ, გამოცდილებაც დაგვაკლდა, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა მოდის. ვეცდებით, რომ კიდევ წინ და წინ წავიდეთ – ჩემი აზრით, ისევ უნდა მოხვდეთ ასეთ დიდ ტურნირებზე , – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო- ესპანეთის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა. კვარაცხელიამ ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “რა თქმა უნდა, დადებითიად შევაფასებ. იმიტომ, რომ მართლა ოცნება ავიხდინეთ, […]
“მადლობა ქართული სასწაულისთვის” – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ასპარეზობა ფოიერვერკით აღინიშნა

მადლობა ქართული სასწაულისთვის – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებული ასპარეზობა ფოიერვერკით აღინიშნა. მასშტაბური ფოიერვერკი მთაწმინდაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო. “ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ მიღწეულ ისტორიულ შედეგებს მიეძღვნა”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. 30 ივნისს, გერმანიაში, კიოლნის რაინ ენერგის სტადიონზე ესპანეთთან გამართული მერვედფინალური მატჩი მეტოქის გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. ანგარიში მე-18 წუთზე ესპანელი ფეხბურთელის, რობინ ლე ნორმანდის ავტოგოლით გაიხსნა. 39-ე წუთზე როდრის გოლით ანგარიში გათანაბრდა. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ტაიმში 75-ე წუთზე ნიკო უილიამსისა და 83-ე წუთზე დანი ოლმოს […]
კახა კალაძე – მადლობა ბიჭებს სიხარულისთვის, რაც ქართველ გულშემატკივარს მოუტანეს და ფეხბურთის მოყვარულ ყველა ადამიანს აჩუქეს საინტერესო თამაშები – დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისთვის

დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. კალაძე მადლობას უხდის ეროვნულ ნაკრებს რაც ქართველ გულშემატკივარს მოუტანეს. “ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ღირსეული მეტოქე, რომელიც თამაშობს მაღალი დონის ფეხბურთს. მადლობა ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რაც […]
როგორი შეფასებები მიიღეს “ჯვაროსნებმა” ესპანეთთან მატჩში?

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა. “ჯვაროსნების” თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს. Flashscore: მამარდაშვილი 7.4, კაშია 6.3, გველესიანი 6.0, ლოჩოშვილი 6.2, დვალი 5.9, კაკაბაძე 6.3, ქოჩორაშვილი 6.8, კიტეიშვილი 6.8, ჩაკვეტაძე 6.6, კვარაცხელია 6.5, მიქაუტაძე 6.0, დავითაშვილი 6.2, წიტაიშვილი 6.3, ზივზივაძე 6.2, ალთუნაშვილი 6.1, კვეკვესკირი 6.2, ზივზივაძე 6.2 Whoscored: მამარდაშვილი 7.8, კაშია 6.2, გველესიანი 6.2, […]