უკრაინა მორიგი სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება, რუსეთი – დრონებით თავდასხმაზე

სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. მისივე ცნობით, დაზიანებულია სუპერმარკეტი და ახლომდებარე სახლები. ოფიციალური მონაცემებით, 6 ადამიანი დაშავდა და 21 სახლი დაზიანდა დონეცკის ოლქის დაბა ცუკურინოში. საოლქო პროკურატურის მიერ დღეს, 1 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ამ ტერიტორიაზე ავიაბომბი 30 ივნისს […]
აშშ-ს საელჩო: ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს – რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა

ამერიკის საელჩო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის ევროპის ჩემპიონატზე “ამაღელვებელი თამაშისთვის”. “ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში”. – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. საქართველო ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.
,,მადლობას ვუხდით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის“- აშშ-ის საელჩო საქართველოში

,,მადლობას ვუხდით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე წერს. „ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და მადლობას ვუხდით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ […]
ჩემპიონატის მსვლელობისას, TBC ბარათებით გერმანიაში განხორციელებული დანახარჯები 10-ჯერ გაიზარდა

ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ TBC ბარათებით გერმანიაში განხორციელებული დანახარჯები 10-ჯერ გაიზარდა, – ამის შესახებ TBC კაპიტალის ყოველკვირეულ განახლებაშია საუბარი. „საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია, რაც ასევე ქვეყნის ცნობადობისა და ეკონომიკის ზრდისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ საერთო აღიარებით, მე-12 მოთამაშის, – გულშემატკივრის წვლილი ამ წარმატებაში ფასდაუდებელია. ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ […]
ქართული პრესის მიმოხილვა 01.07.2024

თორნიკე შარაშენიძე – “ქართული სასწაული უკვე მოვახდინეთ – აი, რა შეუძლია ერთიანობას!” კრემლი ფსონს კალაძეზე დებს? – რატომ დაიწყო რუსულ მედიაში საუბარი თბილისის მერის მოსალოდნელ პრემიერობაზე გია ხუხაშვილი – “ოპოზიციამ მოახერხა და ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვა” * * * თორნიკე შარაშენიძე – “ქართული სასწაული უკვე მოვახდინეთ – აი, რა შეუძლია ერთიანობას!” “საქართველო საფეხბურთო რუკიდან გასული […]
ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა

ოფიციალური ინფორმაციით, ხმების დათვლის შედეგად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 33,4% პროცენტით გაიმარჯვეს. მეორე ადგილი დაიკავა მემარცხენე კოალიციამ „ახალი სახალხო ფრონტი“ – 27,98%-ით, ხოლო მესამეზე ხმების 20,76%-ით ემანუელ მაკრონის კოალიცია გავიდა. ამასთან, პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 60 პროცენტს გადააჭარბა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე […]
თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე – მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ნიშნით, პატიმრობაში იმყოფება – ივანიშვილი კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, პატიმრობაში იმყოფება. ივანიშვილი კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს. პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასათანადო […]
“მადლობა ბედნიერებისთვის, ბრძოლისთვის, ღირსებისთვის” – “ოცნება” ბიჭებს მადლობას ასე უხდის

გუშინდელ მატჩში ესპანეთთან საქართველო 4-1 დამარცხდა, თუმცა ის რაც ნაკრებმა მოახერხა ქართველ ქომაგებს არასოდეს დაავიწყდებათ. მათ მადლობას ზალხთან ერთად მთავრობის წარმომადგენლებიც უხდიან: „ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ღირსეული მეტოქე, რომელიც თამაშობს მაღალი დონის ფეხბურთს. მადლობა ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რაც ქართველ გულშემატკივარს მოუტანეს და ფეხბურთის მოყვარულ ყველა ადამიანს აჩუქეს საინტერესო […]
შთამბეჭდავი მაჩვენებელი – რამდენი მოგერიება შეასრულა გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ზე?

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მიუხედავად 4 გაშვებული გოლისა, “ჯვაროსნების” მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა. ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Opta-ს ცნობით, “მამარდამ” ევრო 2024-ზე ჯამში 30 მოგერიება შეასრულა და ამით ევრო 2000-ზე იტალიის ნაკრების მეკარის ფრანჩესკო ტოლდოს შედეგი გაიმეორა. გიორგის იგორ […]
დღეიდან სესხთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია ამოქმედდება

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, დისტანციურად თუ ფილიალში დადებული სასესხო ხელშეკრულება გააუქმონ. ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. სებ-ის მიერ დაწესებული ლიმიტის თანახმად, თქვენი სესხი მილიონ ლარს თუ აღემატება, ხელშეკრულებას ვერ გააუქმებთ. ამის შემდეგ, მომხმარებელი ატყობინებს ფინანსურ ორგანიზაციას საკუთარ გადაწყვეტილებას. […]