გამოცდების ეროვნული ცენტრი – 2024 წლის გამოცდებისათვის მზადება სრულდება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა საგამოცდო ცენტრებს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ცენტრების საგამოცდო მზადება სრულდება. ამჟამად მიმდინარეობს სექტორების საბოლოო მოწესრიგება. „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების […]

იერუსალიმში, პოლიციასა და ულტრაორთოდოქს ებრაელებს შორის, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევის კანონს აპროტესტებდნენ, შეტაკება მოხდა

ათასობით ულტრაორთოდოქსმა ებრაელმა იერუსალიმში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, მათ სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ. მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს და თავს დაესხნენ ულტრაორთოდოქსი მინისტრის ავტომობილს. საპასუხოდ, პოლიციამ, მათ დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენა. ისრაელში ებრაელი მამაკაცებისა და ქალების უმეტესობისთვის სამხედრო სამსახურის გავლა სავალდებულოა, […]

ჰერმან საბო – გვიხარია, რომ ამნისტიის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც წინასაარჩევნოდ წამოსწია – არჩევნების წინა დღესაც რომ ხდებოდეს ამნისტია, მზად ვარ, მხარი დავუჭირო და შევაქო ის, ვინც ამას გააკეთებს

არჩევნების წინა დღესაც რომ ხდებოდეს ასეთი ამნისტია, მზად ვარ, მხარი დავუჭირო და შევაქო ის, ვინც ამნისტიას გააკეთებს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ჰერმან საბომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „გირჩი“ „ამნისტიის“ კანონპროექტის განხილვაში აქტიურად ჩაერთვება. “არ ვიცი, ეს როგორი ამნისტია იქნება. კონკრეტიკაზე ჯერ საუბარი ძალიან რთულია, სანამ კანონპროექტი არ შემოვა, თუმცა ჩვენ ასეთი განწყობით ვართ, […]

“საქართველოსთან მატჩი გაკვეთილი უნდა გამოდგეს” – ბრუნო ფერნანდეში

დღეს, 1-ელ ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, პორტუგალია სლოვენიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ პორტუგალიელთა ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. “მანკუნიანელთა” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პორტუგალიისთვის საქართველოსთან მატჩი გაკვეთილი უნდა გამოდგეს და იგივე შეცდომები არ გაიმეორონ, რაც “ჯვაროსნებთან” (0:2) მატჩში დაუშვეს. “სლოვენიას პატივს ვცემთ, მაგრამ მათი არ გვეშინია. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვუპირისპირდებით, ყველასთან გამარჯვება გვსურს. ჯგუფურ ეტაპზე ბევრი […]

22 წლის კაცი კეი პოპის მოსმენის გამო სიკვდილით დასაჯეს

ჩრდილოეთ კორეაში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს 22 წლის კაცი, იმის გამო რომ მან სამი სამხრეთ კორეული ფილმი ნახა და 70 სიმღერას მოუსმინა. ამის შესახებ The Guardian-ი სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ხვანხე-ნამდოს პროვინციაში ჯერ კიდევ 2022 წლით დასაჯეს სიკვდილით, თუმცა ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ქვეყნიდან სამხრეთ კორეაში გაქცეულმა […]

უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

დღეიდან უნგრეთი 6 თვის განმავლობაში, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. თავმჯდომარეობა ქვეყნებს როტაციის პრინციპით უწევთ. სტატუსი ქვეყნებს რეალურად მცირე უფლებამოსილებას აძლევს, თუმცა თავმჯდომარე ქვეყანას აქვს საშუალება, დღის წესრიგში თავისი პრიორიტეტები დააყენოს. 2024 წელი ევროკავშირის ინსტიტუტებში გარდამავალი წელია და უნგრეთს მოუწევს უზრუნველყოს საბჭოს შეუფერხებელი მუშაობა ახალ ევროპარლამენტსა და ევროკომისიასთან.

ჩორჩანას ტყე წარმოადგენს რუსების ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილს, ჩვენ იქ აღარ შეგვიშვეს – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ჩორჩანას ტყეში რუსი ოკუპანტები თავისუფლად გადაადგილდებიან. მას შემდეგ, რაც მან საოკუპაციო ხაზთან დაბრუნება შეძლო, ქართველმა სამართალდამცავებმა ის ტყის ნაწილში აღარ შეუშვეს. ქაცარავას თქმით, მოძრაობის წევრები 2 კვირის წინ ტყის შიდა ნაწილში თავისუფლად გადაადგილებოდნენ. ქაცარავა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ადგილზე კონტროლი გაამკაცროს. “ტყის ეს ნაწილი წარმოადგენს ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილს, რაზეც […]

თუნდაც სასტუმროში ბიჭებთან ერთად ყოფნა ჩემთვის დღესასწაული იყო – ზივზივაძე

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე დიდი სათამაშო დრო არ მიეცა, აცხადებს, რომ ის მწვრთნელის ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მისი თქმით, ძალიან ბედნიერი და მადლობელია იმ რამდენიმე წუთისთვის, რომელიც მას ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ერგო. „უკვე რომ აქ ვიყავი და ამ გუნდის ნაწილი ვიყავი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუნდაც იმ [ნაკრების] სასტუმროში ბიჭებთან ერთად ყოფნა […]

შვედეთის საელჩო საქართველოს ნაკრებზე: მადლობა ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის

საქართველოში შვედეთის საელჩო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს EURO 2024-ზე “შესანიშნავი გამოსვლისთვის” დიდ მადლობას უხდის. “შვედეთის საელჩო ქართველ გულშემატკივარს უერთდება და საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის დიდ მადლობას ვუხდით. მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის. წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება! მომავალში მრავალ წარმატებას გისურვებთ”. – წერს საელჩო Facebook-ზე. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო […]

მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარი – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)” – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.