სუს-ში აცხადებენ, რომ ლილუაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აშშ-ში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს სუს-ში განუცხადეს. თუმცა უწყებაში არაფერს ამბობენ იმის შესახებ, არის თუ არა გრიგოლ ლილუაშვილი ის მაღალი რანგის ძალოვანი, რომელიც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ში „შიკრიკად“ გააგზავნა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართულიც ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს „პერსონალურ შიკრიკად“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი […]

ძალიან ვამაყობ საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი თამაშით – თოფურია – Netgazeti • ევროპის ჩემპიონატი • ილია თოფურია • Netgazeti.ge

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ესპანეთს შორის გამართულ მატჩს ეხმაურება. ილიას თოფურიას თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ისტორია შექმნეს. „რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, ძალიან ვამაყობ ამ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი თამაშით. მათ ისტორია შექმნეს. მეორე მხრივ, ესპანეთი შეუჩერებელია, რასაც მოედანზე აკეთებენ მხოლოდ ფეხბურთი კი არა, წმინდა ჯადოსნობაა“, – წერს ილია თოფურია X-ზე. ევრო […]

ორბანი ახალ ულტრამემარჯვენე ევროპულ ალიანსს ქმნის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის „ფიდესი“, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიასთან“ (FPÖ) და ჩეხეთის „უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობასთან“ (ANO) ერთად, ქმნის ალიანსს „პატრიოტები ევროპისთვის“. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ალიანსი გახდება ყველაზე დიდი მემარჯვენე ჯგუფი ევროპარლამენტში. ჯგუფის მიზნებზე ვიქტორ ორბანმა, ANO-ს ლიდერმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა და FPÖ-ს ლიდერმა ჰერბერტ კიკლმა 30 ივნისს ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. […]

ლევან დავითაშვილი ქართული ფლოტის აღდგენას აანონსებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული ფლოტის აღდგენას აანონსებს. „რამდენიმე წელიწადში შეგვეძლება სიამაყით ვთქვათ, რომ ქართული ფლოტი აღდგენილია“, – თქვა მან მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მინისტრის თქმით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში შეგვეძლება სიამაყით ვთქვათ, რომ ქართული ფლოტი აღდგენილია „ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გვაქვს არაერთი ინიციატივა, რათა ჩვენი პროფესიონალი, ღირსეული მეზღვაურები არამხოლოდ სხვა […]

გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით ევრო2024-ის ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ტურნირზე ჩატარებულ 4 შეხვედრაში 30 მოგერიება ჰქონდა. OptaJose-ს მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე იგორ აკინფეევია, რომელსაც ევრო 2008-ზე 32 მოგერიება დაუგროვდა, მესამეზე კი იტალიელი მეკარე ფრანჩესკო ტოლდოა, რომელმაც ევრო 2000-ზე, მამარდაშვილის მსგავსად, 30 „სეივი“ შეასრულა.

სებ-ის სურვილია, ხელი შეუწყოს სტარტაპების შემოსვლას მაღალრეგულირებად სფეროში – ვარლამ ებანოიძე

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ რიგით მესამე საინვესტიციო ეკოსისტემის ღონისძიებაში. ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის, ევროპის ბიზნეს ანგელოზების ქსელისა და გლობალური ბიზნეს ანგელოზების ქსელის მხარდაჭერით ჩატარდა. სამდღიანმა სამიტმა მეწარმეებს, სტარტაპერებს, ანგელოზ ინვესტორებსა და სფეროთი დაინტერესებულ 700-ზე სტუმარს მოუყარა თავი. ქართველმა სტარტაპერებმა ანგელოზ ინვესტორებს თავიანთი სტარტაპები […]

მამარდაშვილი: ჩემთვის, ესპანეთის პირველ გოლზე 100%-ით თამაშგარე იყო

ჩემთვის, პირველ გოლზე 100%-ით თამაშგარე მდგომარეობა იყო. შეიძლება, ეს თამაში მაინც წაგვეგო, მაგრამ იმ მომენტში თამაშგარე იყო. მორატა ჩემ წინ იდგა და ხელს მიშლიდა – მარჯვენა მხარეს ვიყავი, როდრიმ კი ჩემგან მარცხნივ დაარტყა. ასე შეაფასა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ნაკრებთან მის კარში გატანილი პირველი გოლი, რომლის ავტორი ალვარო მორატაა. საქართველოს ნაკრები […]

„თუკი ის რუსეთის ფედერაციას წარმოადგენს დღეს, ეს მას ღირსებას არ აკლებს იმის გამო, რაც სპორტში მიღწევები აქვს“ – გია ვოლსკი

“თვითონ ეს სპორტსმენი საკმაოდ გამოჩენილი სპორტსმენია მსოფლიოში, უამრავ ადამიანთან ფოტოც აქვს გადაღებული და შეხვედრილიც არის. სპორტში მიღწევები არის თემა, ალბათ,” – ასე ცდილობს ახსნას “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ვოლსკი პრემიერის, თბილისის მერის, ბიძინა ივანიშვილის შვილისა და UFC-ის მებრძოლის შეხვედრას. ვოლსკის თქმით, დაღესტნელი მებრძოლი მსოფლიოში გამოჩენილი სპორტსმენია და არ არის გასაკვირი მისი ფოტოები. „თვითონ ეს სპორტსმენი […]

გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩაწერა. საქართველოს ნაკრების მეკარეს ტურნირზე ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 30 მოგერიება ჰქონდა. სტატისტიკური გვერდის, OptaJose-ს მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე იგორ აკინფეევია, რომელსაც ევრო 2008-ზე 32 მოგერიება […]

ქოჩორაშვილით ორი ძლიერი იტალიური გუნდია დაინტერესებული

საქართველოს ნაკრების და ლევანტეს ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი იტალიური კლუბების, რომის ლაციოს და ტორინოს ინტერესის სფეროში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Stampa ავრცელებს. იტალიელები წერენ, რომ ლაციოს ქოჩორაშვილის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა ტორინოსთან მოუწევს, რომელიც ასევე დაინტერესდა. აღსანიშნავია, ტურინელთა რიგებში ერთი ქართველი უკვე ირიცხება – საბა საზონოვი. (ევროპოპი)