იამალი საქართველოზე: ვფიქრობ, რომ ზრდას გააგრძელებენ და აუცილებლად უფრო მეტს მიაღწევენ

საქართველო ძალიან კარგი გუნდია, მათ ყველა გააკვირვეს. ძალიან შორს გააღწიეს და უნდა იამაყონ იმით, რაც გააკეთეს. ვფიქრობ, რომ ისინი ზრდას გააგრძელებენ და აუცილებლად უფრო მეტს მიაღწევენ
თინა ბოკუჩავა – იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა აღდგეს, ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება

საქართველო – ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელსაც ივანიშვილმა არაერთხელ უღალატა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავა ყოფილი პრემიერის, პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის წარმომადგენელი შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი”. მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და […]
თსუ-ში სტუდენტური კონფერენცია – „საბჭოთა საქართველო – ეკონომიკა, კულტურა, პოლიტიკა“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია – „საბჭოთა საქართველო – ეკონომიკა, კულტურა, პოლიტიკა“ გაიმართა. თსუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორია სტუდენტური ორგანიზაცია „პოლიტიკური სკოლა.“ „კონფერენცია მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის, მის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ისტორიის, კულტურის, საბჭოთა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესწავლას. აგრეთვე, საბჭოთა მანკიერი სისტემის წარმოჩენას კულტურის სხვადასხვა სფეროში. კონფერენციის მიმდინარეობისას თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა განსაკუთრებული […]
BTU-სა და „დიზაინ ინსტიტუტის“ პარტნიორობით Design Strategy and Thinking-ის ინტენსიური კურსი გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA220-HED “Design Thinking as a Method of Soft Skills and Digital Skills Development in Higher Education to Increase Employability” პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ინტენსიურ კურსში Design Strategy and Thinking. პროექტი „დიზაინის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით განხორციელდა და მონაწილეებისთვის ის სრულად დაფინანსებული გახლდათ. […]
გია ვოლსკი – არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა – რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?! ბატონი გახარია ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს!

არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და ნულს ქვემოთ, იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა – რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?! ბატონი გახარია ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს! – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში “პერსონალურ შიკრიკად“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი ფიგურა ჰყავდა […]
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური – დაკავებულია პროვოკატორთა ჯგუფი, რომელიც უმაღლესი რადას დაკავებას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს პროვოკატორთა ჯგუფი, რომლებიც კიევში არეულობის მოწყობას და უმაღლესი რადას შენობის დაკავებას გეგმავდნენ. უწყების ცნობით, გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ ჯგუფს ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, რომელიც 2015 წლიდან ანტიუკრაინული საქმიანობითაა ცნობილი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები აპირებდნენ უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის „ხელისუფლებიდან ჩამოშორების“ გამოცხადებას. მათ იმედი ჰქონდათ, რომ აიღებდნენ რადას […]
საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით 2021 წელს მსოფლიოში მეათე ადგილს იკავებდა – ემპირიული ანალიზი

კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise საქართველოს ეროვნული ბანკის კომერციული ბანკების მოგებიანობაზე გავლენის ემპირიულ ანალიზს აკეთებს. შესაბამისი დოკუმენტის თანახმად, ანალიზის შედეგები მკაფიო და მძლავრი მტკიცებულებაა, რომ მონეტარულ პოლიტიკას გავლენა აქვს ბანკების მოგებიანობაზე. კერძოდ, შედგები აჩვენებს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება საბანკო სექტორის მოგებიანობას ზრდის. ამასთან, ემპირიული ანალიზით გამოვლინდა, რომ კომერციული ბანკების მოგებიანობა პროციკლურია, მაგრამ არა […]
ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გრძელდება. 29 ივნისს საფესტივალო კვირა წალენჯიხის, ლენტეხის, ხარაგაულის, ქობულეთის, ყვარლის, გორის სალოტბარო სკოლების აღსაზრდელების კონცერტით დაიწყო და დღესასწაული ფოლკლორული ანსამბლ „ლალხორის“ მიერ შესრულებული სვანური მრავალხმიანობის უნიკალური ნიმუშებითა და იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის კონცერტით გაგრძელდა. სტუმრებმა ნახეს ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მახინჯი […]
გიორგი გახარია – ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი

ბიძინა ივანიშვილს [ამერიკაში]საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი და ჯობდა, რომ არ გაეგზავნა. ფოსტალიონების ასეთი გაგზავნა ახლა ხშირად დაიწყება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც „გახარიას კვირაში“ ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ამერიკაში „შიკრიკად ძალოვანი ფიგურა ჰყავს გაგზავნილი“. „ძალიან საინტერესო არის შემდეგი: ერთმნიშვნელოვნად, […]
BBC – საქართველომ ჯგუფურ ეტაპებზე ზღაპრული წინსვლით მეტოქეების პატივისცემა დაიმსახურა – მწვრთნელმა მათ მოუწოდა, არ ეჩვენებინათ შიში და ასეც მოიქცნენ

საქართველო, რომელმაც ჯგუფურ ეტაპებზე ზღაპრული წინსვლით მეტოქეების პატივისცემა დაიმსახურა, გერმანიას ტოვებს, – ამის შესახებ BBC-ი წერს. „მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მათ მოუწოდა, არ ეჩვენებინათ შიში და ასეც მოიქცნენ, მიდიოდნენ ესპანეთთან კონტრშეტევაზე, უშიშრად ასრულებდნენ დრიბლინგს და რისკზე მიდიოდნენ“, – აღნიშნულია სტატიაში. როგორც BBC-ი წერს, ესპანეთს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ორი დამატებითი დღე ჰქონდა და ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშშიც […]