„სტრესის მოხსნის მაგივრად მეორე სტრესაკიდებული წამოვედი სახლისკენ“ – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „სტრესის მოსახსნელად ვიფიქრე რამეს ვიყიდითქო და სადღაც ქროქსებს მოვკარი თვალი, არც შემიხედია რა მაღაზია იყო, შევედი, ფერი და ზომა თვალით შევარჩიე და ფასს დავხედე – ორი ათას ოთხას და ბოლო ორი ციფრი ვეღარ დევინახე ბინდი ჩამომეფარა თვალებზე. გამყიდველი მიღიმის რითი დაგეხმაროთო და ფატიმა რო იცინის ისეთი ხარხარი ამიტყდა ჯერ მე […]

ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და საპატრულო პოლიციის მანქანა შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე – ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და საპატრულო პოლიციის მანქანა შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. “ჩემი ქალაქი მკლავს” ასევე ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც ჩანს დაზიანებული საპატრულო პოლიციისა და სამარშრუტო ტაქსის კადრები.

ღაზის ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ, ისრაელს რაკეტები ესროლა

პალესტინის ისლამურმა ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ, ისრაელს რაკეტები დაუშინა. ეს მათი მხრიდან ძალის გამოხატულება იყო იმის ფონზე, რომ ისრაელის ტანკები ღაზაში უფრო ღრმად შედის. ისლამური ჯიჰადის შეიარაღებულმა ფრთამ, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰამასის” მოკავშირემ განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა რაკეტები გაისროლეს ისრაელის რამდენიმე დასახლებისკენ, ღაზის გალავნის მახლობლად, “ჩვენი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ, სიონისტური მტრის დანაშაულების საპასუხოდ.” ისრაელის სამხედროების ცნობით, დაახლოებით […]

უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა

როტაციის პრინციპით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს მაშინ, როცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ უნგრეთის, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობა ავტორიტარულ ნიშნებს შეიცავს და რუსეთისადმი მეგობრულად არის განწყობილი. უნგრეთმა, რომელმაც ევროკავშირის თავმჯდომარეობა როტაციით მიიღო, პირობა დადო, რომ ამ პოზიციაზე „პატიოსანი შუამავალი“ იქნება. ვიქტორ ორბანი, რომლის პოლიტიკაც ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ბრიუსელის პოლიტიკასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას […]

პირველად საქართველოში, Fast Track ექსკლუზიური სერვისი Visa ბარათის მფლობელებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაინერგა

Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა, TAV Operation Services (TAV OS)-სთან თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში პირველად – Fast Track სერვისი დანერგა და Visa პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის სპეციალური ტერმინალი – Fast Track Empowered by Visa გახსნა. Visa-ს პრემიული ბარათის მომხმარებლებს შეუძლიათ Fast Track ე.წ. სწრაფი დერეფნის სერვისით ისარგებლონ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალზე ბარათის მარტივი შეხებითა და […]

საგამოცდო ცენტრებამდე ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. “იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ შემდეგ საგამოცდო ცენტრებში: თბილისის N39, N103, N133 და N147 საჯარო სკოლები. N175 საჯარო სკოლა, სადაც განთავსდება ორი საგამოცდო ცენტრი; N177 […]

მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 700 ლარით დააჯარიმეს

არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის წევრი, მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც აეროპორტში რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 700 ლარით დააჯარიმეს. მარიამ წიწიკაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ორი მესაზღვრე კონტროლიორი გამოიკითხა, ასევე გამოიკვლიეს ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც წიწიკაშვილმა თავად გაავრცელა. ადვოკატის თქმით, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. ვიდეოში არსად ჩანს, […]

გამოცდების ეროვნული ცენტრი – 2024 წლის გამოცდებისათვის მზადება სრულდება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა საგამოცდო ცენტრებს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ცენტრების საგამოცდო მზადება სრულდება. ამჟამად მიმდინარეობს სექტორების საბოლოო მოწესრიგება. „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების […]

რა სამუშაოები ეკრძალება 18 წლამდე მეზღვაურს გემზე დღეიდან?

მთავრობის მიერ გასულ წელს მიღებული, გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი ძალაში დღეიდან შევა. ახალი დადგენილებით გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია: „ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან გადატანა; საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა; ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების […]

ქოჩორაშვილი: ყველა წამი, რომელიც შეკრების დაწყებიდან ერთად გავატარეთ, დაუვიწყარი იყო

დაუვიწყარი თავგადასავალი გერმანიაში დასრულებულია. დებიუტანტი გუნდი, რომელმაც საკუთარი იდენტობით თავი ყველას გააცნო. 26 მარტის მატჩის დასრულების შემდეგ, ყველას ერთი მიზანი გვქონდა: ტურნირზე ჩვენი გამოსვლის შემდეგ ქართველ ხალხს თავი ამაყად ეგრძნო და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ. ყველა ის წამი, რომელიც შეკრების დაწყების დღიდან ერთად გავატარეთ, მართლაც უნიკალური და დაუვიწყარი იყო. ვფიქრობ, ამ ერთიანობამ მოიტანა ის შედეგი, რომლითაც […]