წყალტუბოს სასტუმროები „რკინიგზელი“ და „იმერეთი” აუქციონზე ვერ გაიყიდა

წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N51-ში არსებული 33000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“, აუქციონზე 5 135 000 ლარად იყიდებოდა, რომლითაც არავინ დაინტერესდა და აუქციონი ვერ შედგა. მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ საპრივატიზაციოდ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 7 […]

პარლამენტმა კომუნიკაციების ომბუდსმენის თანამდებობაზე გვანცა ჩხეიძეს ხელახლა გამოუცხადა ნდობა

საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების ომბუდსმენის თანამდებობაზე გვანცა ჩხეიძეს ხელახალი ვადით გამოუცხადა ნდობა. გვანცა ჩხეიძე კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი – კომუნიკაციების ომბუდსმენია, რომელიც სატელეკომუნიკაციო სფეროში უფლების დარღვევის შემთხვევაში, კვალიფიციურ და უფასო დახმარებას გასცემს. გვანცა ჩხეიძე 2019 წლიდან მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის აპარატში მუშაობდა. მანამდე, წლების განმავლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე […]

პოლონეთმა იმ უკრაინული სატვირთო მანქანების გადაადგილება შეაჩერა, რომლებსაც საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვა არ აქვთ

უკრაინამ ევროკომისიას აცნობა, რომ პოლონეთმა შეაჩერა უკრაინული სატვირთო მანქანების გადაადგილება, რომლებსაც არ აქვთ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვა, – ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, სერგეი დერკაჩმა განაცხადა. დერკაჩის თქმით, უკრაინელ გადამზიდველებს ნებართვა არ სჭირდებათ. „ამის შესახებ პოლონურმა მხარემ იცის, პირველ რიგში, პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. პოლონურ მხარეს, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა სხვა წევრ ქვეყანას, ეცნობა […]

„საფრანგეთში არჩევნების პირველი ტურის შედეგმა დაადასტურა ტენდენციები, რომლებიც ევროპის რიგ ქვეყნებში გაჩნდა“ – დიმიტრი პესკოვი

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგმა დაადასტურა ტენდენციები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე შეინიშნება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს საფრანგეთის არჩევნებს და ფიქრობს, რომ ის, თუ როგორ წარიმართა პირველი ტური, მთელ ევროპაში არსებულ ტენდენციას ასახავს. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნების მიმდინარეობას და ტენდენციები, რომლებიც ევროპის […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8016 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8016 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8016 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8101 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0114 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0082 ლარს შეადგენდა. […]

უკრაინაში ელექტროენერგიის დეფიციტია

უკრაინის ენერგოოპერატორი კომპანია Ukrenerho 1 ივლისს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის მხრიდან ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების და ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, მოსალოდნელია ელექტროენერგიის შეზღუდვებით მიწოდება. ამ გაფრთხილების ფონია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული განგაში სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებზე მას შემდეგ, რაც გასული ღამის განმავლობაში რუსეთის მხრიდან დრონებით განხორციელებულ თავდასხმას აღმოსავლეთის ქალაქ დნეპროპეტროვსკში, […]

რეპერი კანიე უესტი მოსკოვში შენიშნეს

რუსეთის მედიასაშუალებები, მათ შორის სოციალური მედიის პლატფორმა VKontakte-ს პროფილი, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ეკუთვნის ამერიკელ რეპერს, კანიე უესტს, 30 ივნისს იუწყებოდნენ, რომ სკანდალური ნაბიჯებით ცნობილი მუსიკოსი რუსეთის დედაქალაქშია. სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოებზე ჩანს კანიე უესტი, რომელიც მოსკოვში, სასტუმრო Four Seasons-სა და სხვა ადგილებში იმყოფება. მუსიკისა და მოდის სამყაროს 47 წლის ვარსკვლავის, კანიე უესტის სრული სახელია კანიე […]

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში ერთობლივი განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს, რომლის მიზანი საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოების გაუმჯობესებაა, განსაკუთრებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ სტამბოლის ინიციატივა, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პირველი დიდი ერთობლივი ქმედება, მიზნად ისახავს შავი ზღვის იმ ნაღმებისგან გაწმენდას, რომელიც იქ ომის შედეგად აღმოჩნდა. მედია წერს, რომ რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8016 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8016 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8016 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8101 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0114 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0082 ლარს შეადგენდა. […]

საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ შემდეგ საგამოცდო ცენტრებში: თბილისის N39, N103, N133 და N147 საჯარო სკოლები. ასევე, N175 საჯარო სკოლა, […]