ვაშინგტონის განცხადების ფონზე, თბილისი ადასტურებს, რომ ნატოს სამიტს დარჩიაშვილი დაესწრება

მას შემდეგ, რაც “ამერიკის ხმამ” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატოს საიუბილეო სამიტზე ამერიკამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოიწვია, საქართველოს მთავრობამ დაადასტურა, რომ ივლისში ამერიკაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ჩამოვა.

პოლიტიკური თავისუფლებები და კანონის უზენაესობა – კლება და სტაგნაცია საქართველოს მაჩვენებლებში

“ატლანტიკური საბჭოს” თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, პოლიტიკური თავისუფლებების კუთხით, საქართველოში კლების ტენდენციაა. ცენტრმა, ახალი ანგარიში გასულ კვირაში გამოაქვეყნა, ჯოზეფ ლემუანი “ამერიკის ხმასთან” საქართველოს მაჩვენებლებს განიხილავს.

ცნობილი გუნდები, რომელთაც გიორგი ქოჩორაშვილის დამატება უნდათ

ევრო 2024-ზე ქართველმა ფეხბურთელება საოცარი შედეგი დადეს და საქართველოს სახელი მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგებინეს. ერთ-ერთი გამორჩეული გიორგი ქოჩორაშვილი იყო მისი საოცარი თამაშით ცნობილი ხდება სასიხარულო ამბავი, რომ გიორგი ქოჩორაშვილის დამატება რომის “ლაციოს” და “ტორინოს” სურთ.

Webster University Georgia მესამე აკადემიურ წელს იწყებს – სასწავლო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

Webster University Georgia მესამე აკადემიურ წელს იწყებს. 2024-2025 სასწავლო წელს უნივერსიტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განახლებული კატალოგით ხვდება. უნივერსიტეტში მესამე აკადემიური წლისთვის 4 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო პროგრამაზე მიმდინარეობს რეგისტრაცია. თითოეულ პროგრამაზე მისაღებად 50 ადგილია გამოცხადებული. Webster University Georgia-ში გასულ 2 წელს დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მას რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბის პოტენციალი გააჩნია. „ორი წლის […]

მიხეილ სარჯველაძე – ქაღალდის პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის პენსიების და სხვა სოციალური შემწეობის მიღება, მომდენო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება

იმისთვის, რათა ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, მოვუწოდებ, რომ მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა , – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ე.წ. ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით არ შეცვალეს საკმაოდ მაღალია. „დღეიდან კანონის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივლისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში თვალივი, ნეძიხი, შარახევი, წიფრანი, ხილიანა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, კარიბჭის, ჯავახიშვილის, ერეკლე 2-ის, მრევლიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, ქვემო ნაქალაქარი, ყუდრო და მიმდებარე […]

პორტუგალიელი ულტრამემარჯვენეები ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის ალიანსს შეუერთდებიან

პორტუგალიელი ულტრამემარჯვენეები ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის ალიანსს შეუერთდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ბერტალან ჰავასი ავრცელებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, პორტუგალიური ულტრამემარჯვენე პარტია „ჩეგა!“ ევროპარლამენტში ახალ პოლიტიკურ ჯგუფს „პატრიოტები ევროპისთვის“ შეუერთდება. „ჩეგა!“-ს ლიდერმა, ანდრე ვენტურამ განაცხადა, რომ შესაძლოა პარტია ევროპარლამენტში შექმნილ ახალ პოლიტიკურ ჯგუფს ოთხშაბათს შეუერთდეს. 9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში პორტუგალიურმა […]

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ ფინტექ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ საქართველოს ფინტექ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ორდღიანი ღონისძიება საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის მიღწევებისა და პროგრესის განხილვას მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ფინტექის მიმართულებით ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ ინიციატივებზე და აღნიშნა, რომ სებ-ი […]

აჭარაში, გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

აჭარაში, გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა და საერთო ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 6 კმ-მდე საავტომობილო გზას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განხორციელებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. „დღეს გავხსენით მახოს ხიდის და გონიოს ხიდის დამაკავშირებელი გზა. მდინარე ჭოროხის მარჯვენა […]

გია ვოლსკი – ამნისტიის ინიციატივაზე დიდი ხანია მიდის გუნდში მუშაობა – ნუ დავუკავშირებთ წინასაარჩევნო პერიოდს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, დიდი ხანია მმართველი გუნდში “ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღებაზე საუბარი მიმდინარეობს და ეს გადაწყვეტილება არჩევნების მოახლოებას არ უკავშირდება. ამასთან, ვოლსკის თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, სისხლის სამართლის კოდექსის რომელ მუხლებზე გავრცელდება ამნისტია. “2012 წლამდე იყო, როცა ადამიანის პატიმრობით ხმებზე ვაჭრობა ხდებოდა – ჩვენ ეს პერიოდი გავიარეთ. ამნისტია მიღება კარგი ჟესტია. […]