ნინო ლაცაბიძე – მედალოსნების დაჯილდოების შემდეგ, ყოველ წელს ვარ ამაყი და ბედნიერი, ამავე დროს იმედიანი, რომ მომავალი თაობა ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს აუცილებლად გააგრძელებს

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ამფითეატრის სივრცეში, ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 2024 სასწავლო წლის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მიღწეული წარმატება მიულოცა და სპეციალურ სიგელები გადასცა. მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება რუსთავში, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უკვე მესამედ იმართება. ,,მედალოსნების დაჯილდოების შემდეგ, ყოველ წელს ვარ ამაყი და ბედნიერი, ამავე დროს იმედიანი, […]
ცესკო-მ ISO 9001:2015-ის ფარგლებში, მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა. „ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს ,,მენეჯმენტის სისტემების’’ აუდიტორის მიერ 2024 წლის მაისში განხორციელდა შიდა აუდიტი, ივნისში კი საერთაშორისო […]
რატომ შემცირდა ცხვირის ექსპორტი? – ფერმერის განმარტება

„აგროქიზიყის“ დამფუძნებლის ბექა გონაშვილი ცოცხალი ცხვრის ექსპორტის შემცირებას რეექსპორტის კლებით ხსნის. როგორც ფერმერი “საქმიან დილაში” ექსპორტის 5 თვის შემცირებულ მაჩვენებელზე საუბრისას განმარტავს, ამ პერიოდში კი ცხვრის ექსპორტი ძირითადად იმპორტირებული საქონლის რეექსპორტით ხდება. „გაზაფხულობით ჩვენ სარეალიზაციო ცხვარი არ გვყავს. დოლი გვაქვს იანვარ-თებერვალში, შესაბამისად პატარები არიან. ამ წელს იანვარ-თებერვალში დაბადებულები ახლა გავლენ ექსპორტზე. წინა წლებში რაც გავიდა, […]
თსუ-ში სტუდენტური კონფერენცია – „საბჭოთა საქართველო – ეკონომიკა, კულტურა, პოლიტიკა“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია – „საბჭოთა საქართველო – ეკონომიკა, კულტურა, პოლიტიკა“ გაიმართა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორია სტუდენტური ორგანიზაცია „პოლიტიკური სკოლა.“ „კონფერენცია მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის, მის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ისტორიის, კულტურის, საბჭოთა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესწავლას. აგრეთვე, საბჭოთა მანკიერი სისტემის წარმოჩენას კულტურის სხვადასხვა სფეროში. კონფერენციის მიმდინარეობისას თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა განსაკუთრებული […]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა

სერბეთი 17 და 20 წლამდე ასაკის მოჭიდავეებს შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა. ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ცნობილი მოჭიდავის – გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ). მან ფინალში ბერძენი მეტოქე დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონი ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი მათე ცინაძე (51 კგ) […]
მომდევნო თვეში პენსიის აღება შესაძლებელი იქნება გაუქმებული ლამინირებული პირადობის მოწმობითაც

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ „ლამინირებული პირადობის მოწმობების“ გაუქმების მიუხედავად, პენსიისა და სხვა სოციალური შემწეობის აღებას ბენეფიციარები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ. ბრიფინგზე მინისტრმა თქვა, რომ „ეს წესი დროებითია და ის უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება“. „ეს არ ნიშნავს ქაღალდის პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას“, – განმარტა სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ „საკმაოდ მაღალია“ იმ ადამიანთა რაოდენობა, […]
ქართველი მსაჯები და კომისარი ფინეთიდან გიბრალტარამდე

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები ქართველი არბიტრის თანამონაწილეობით დაიწყო. 25-30 ივნისს კოსოვოს დედაქალაქმა პრიშტინამ ევროპის ქალთა ჩემპიონატის C დივიზიონს უმასპინძლა, რომლის მომსახურე არბიტრებს შორის ერთი ქართველი – მარინა შალამბერიძე გახლდათ. ეს იყო ზაფხულის პირველი ტურნირი ქართველი არბიტრებისთვის, რომლებიც კომისართან ერთად მთლიანობაში 10 კონტინენტურ ჩემპიონატს მოემსახურებიან. შალამბერიძეს კიდევ ორი C დივიზიონი ელის: 16 და 18 წლამდე გოგონათა შორის. […]
„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება“

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2 და 3 ივლისს თბილისში, სასტუმრო “რუმსში” ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
იცვლება სესხის გაცემის პირობები – დეტალები

„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შევიდა. კერძოდ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ახალ ბრძანებაში, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, საუბარია, ფინანსურ ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს შორის ურთერთობების დარეგულირებაზე. მათ შორის, საფინანსო პროფუქტზე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობებზე. ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ […]
ჩინური კერძო ფირმის კოსმოსური რაკეტა შემთხვევითი გაშვების შემდეგ ჩამოვარდა

ჩინური კომპანიის, კოსმოსის პიონერის, ცნობით, მათი კოსმოსური რაკეტა, ტიანლონ-3 შემთხვევითი გაშვების შემდეგ ჩამოვარდა და ქალაქ გუნგის მახლობლად დაეცა. კომპანიის ცნობით, რაკეტამ თავისი გამშვები პლატფორმა სტრუქტურული ხარვეზის გამო დატოვა. ამის შესახებ კოსმოსის პიონერმა ჩინურ სოციალურ ქსელში დაწერა. ჩინურმა მედიებმა აფეთქების ამსახველი ვიდეო გაავრცელეს. Wow. This is apparently what was supposed to be a STATIC FIRE TEST […]