კვარაცხელია: მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები

ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით. ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ, ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს. მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები

იულია ნავალნაია უფლებადამცველი ორგანიზაცია HRF-ის ხელმძღვანელი გახდა

ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსანდრ ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Foundation (HRF)-ის ხელმძღვანელი გახდა. “ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც პირადად თვალს ადევნებდა დიქტატურის ჩამოყალიბებას, უდიდესი პატივია თავმჯდომარის პოსტის დაკავება”. – ამბობს ნავალნაია. ნავალნაიამდე ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს რუსი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი გარი კასპაროვი იკავებდა. “მოუთმენლად ველი მხარი დავუჭირო იულია ნავალნაიას ახალ თანამდებობაზე”. – […]

ბლინკენი სანქციებზე: ვფიქრობ, სამომავლოდ თქვენ უფრო მეტს ნახავთ ამ საკითხზე

ჩვენ [ისევე, როგორც სხვა ბევრმა ქვეყანამ], არამარტო გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება ამ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით, არამედ მივიღეთ ზომებიც ამ ყოველივეს გამოვლენის მიზნით – ვფიქრობ, თქვენ სამომავლოდ უფრო მეტს ნახავთ ამ საკითხზე. ცხადია – საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, ევროპული გზით სურს სვლა განაგრძოს.

ენტონი ბლინკენის განცხადება საქართველოზე

“თქვენ ახსენეთ უცხოეთის აგენტის კანონი საქართველოში. ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ, არა მხოლოდ გამოვხატეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება ამის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის დამტკიცდა, ჩვენ მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ალბათ უფრო მეტს ნახავთ”,- თქვა ბლინკენმა

პრეზიდენტობის პერიოდის ოფიციალურ ქმედებებზე პასუხისმგებლობისგან ტრამპს იმუნიტეტი დაიცავს

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს იმუნიტეტი დაიცავს პრეზიდენტობის პერიოდის ოფიციალურ ქმედებებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არ გულისხმობს იმუნიტეტს მისი, როგორც კერძო პირის ქმედებებზე. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, პირველ ივლისს გამოიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, უზენაესმა მოსამართლეებმა გააუქმეს ქვედა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უარყოფილ იქნა ტრამპის მოთხოვნა, იმუნიტეტი მინიჭებოდა ბრალდებებზე, რომლებიც […]

ენტონი ბლინკენი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ – მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ

ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება მის შესახებ, განსაკუთრებით მისი მიღების შესახებ, არამედ ამ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ. ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ბრუკინგის ინსტიტუტში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას. „ჩვენ და ბევრმა […]

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივნისს, ბრალდებულებმა ფ.ქ.-მ და ე.ქ.-მ დაზარალებული საგარეჯოს რაიონის სოფელ […]

დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის, ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ

დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არა პირადი ქმედებებისთვის. „დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 6 […]

ზურიკო დავითაშვილი – ერთად შევქმენით ეს ისტორია და აუცილებლად უფრო ძლიერები დავბრუნდებით

ერთად შევქმენით ეს ისტორია და აუცილებლად უფრო ძლიერები დავბრუნდებით, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატზე თამაში მათ ოცნება იყო და მადლობას უხდის გულშემატკივარს. “თითოეული ჩვენგანის ოცნება იყო აქ მოხვედრა და თამაში. ეს ყველაფერი თქვენთან ერთად გავაკეთეთ. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის. ამ გუნდის […]

ვენესუელაში ნავთობის წარმოებამ დღეში 1 მლნ ბარელს მიაღწია

ვენესუელაში ნავთობის მოპოვების დღიურმა დონემ 1 მილიონ ბარელს მიაღწია. ამის შესახებ სახელმწიფო ნავთობკომპანია Petroleos de Venezuela SA (PDVSA), რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ციტირებით, იტყობინება. ამავე ცნობით, ვენესუელაში მოპოვებული ნავთობი ამერიკული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების სტანდარტებს შეესაბამება. ნავთობის მინისტრ პედრო ტელეჩეაზე დაყრდნობით, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ მე-100 გემი ნავთობის გადამზიდავი ახლახან გაიგზავნა შეერთებულ შტატებში Chevron-თან თანამშრომლობის ფარგლებში. OPEC-ის მონაცემებით, […]