მარინ ლე პენის განცხადებით, „ეროვნული გაერთიანება“ უმრავლესობის მოპოვების გარეშე მთავრობის ფორმირებას არ შეეცდება

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი აცხადებს, რომ პატივს სცემს ჯორდან ბარდელას როლს, თუ ის პრემიერ-მინისტრი გახდება და მას არ სურს თავად იყოს მთავრობის ნაწილი. კითხვაზე, შეეცდება თუ არა „ეროვნული გაერთიანება“ მთავრობის ფორმირებას, თუ ის არ მიიღებს უმრავლესობას ეროვნულ ასამბლეაში, ლე პენმა უპასუხა: „ცხადია, ჩვენ ვერ მივიღებთ მთავრობაში წასვლას, თუ ვერ ვიმოქმედებთ, […]

ირაკლი ფავლენიშვილი – ბლინკენის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჩააწყობს და გადატვირთავს იმ პოლიტიკას და იმ მიდგომას, რომელიც ცივილიზებულ სამყაროსა და აშშ-ს მისი გუნდის მიმართ აქვს

ბლინკენის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჩააწყობს და გადატვირთავს იმ პოლიტიკას და იმ მიდგომას, რომელიც ცივილიზებულ სამყაროსა და აშშ-ს მისი გუნდის [„ქართული ოცნების“] მიმართ აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, აშშ სანქცირების კუთხით კიდევ უფრო თანმიმდევრული იქნება და სანქცირების პროცესი ივანიშვილის ხელისუფლების კიდევ უფრო მეტ შრეს შეეხება, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური […]

უკრაინა, რუსეთთან ვაჭრობის გამო, 10-მდე ქართული ღვინის მწარმოებლისთვის სანქციებს ამზადებს

Ukrvinprom-ში გაერთიანებული ადგილობრივი მეღვინეები უკრაინაში ქართულ და სომხურ ღვინოზე სანქციების დაწესებას ითხოვენ. მიზეზი, უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთთან ვაჭრობაა. ამის შესახებ Економічна правда წერს. გამოცემა წერს, რომ სანქციები შესაძლოა დაუწესდეს კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნების“ შემომწირველ სუბიექტებს და კომპანიებს, მათ შორისაა, ზურაბ ჩხაიძე (კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფი), ვახტანგ ქარიჩაშვილი (Bolero & Co), ზაალ დუგლაძე, ზაზა კიკაბიძე […]

საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ შემდეგ საგამოცდო ცენტრებში: თბილისის N39, N103, N133 და N147 საჯარო სკოლები. ასევე, N175 საჯარო სკოლა, სადაც განთავსდება […]

მატჩზე გულშემატკივრების ჩხუბის გამო UEFA-მ საქართველო €30 000-ით, ხოლო თურქეთი €25 000-ით დააჯარიმა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის მატჩზე გულშემატკივრების ჩხუბის გამო UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი, ხოლო თურქეთის ფედერაცია 25 000 ევროთი დააჯარიმა. The Athletic-ის ინფორმაციით, გუნდები მიმდინარე ტურნირზე, ჯამში, 1.2 მილიონი ევროთი დაჯარიმდნენ. ჯგუფური ეტაპის დროს მხოლოდ სამი ქვეყანა არ დაუჯარიმებიათ: საფრანგეთი, ესპანეთი და სლოვაკეთი. ყველაზე დიდი ოდენობით დაჯარიმდნენ ხორვატია (€220 875), ალბანეთი (€171 375) და […]

რა ეტაპზეა თბილისის მახლობლად 16 მლრდ მ³ მოცულობის გაზის საბადოს ათვისება?

თბილისის მახლობლად, Block Energy-ის სალიცენზიო არეალში 2022 წელს 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა. ამის შესახებ პირველად საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა BMGTV-ის გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ საბადოს მოცულობა საქართველოს თითქმის 8 წლის მოხმარების ტოლია.

2012 წლის შემდეგ პირველად, ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა

2012 წლის შემდეგ პირველად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა. „ევროპეისკა პრავდას“ ინფორმაციით, უნგრეთის საელჩოსთან მივიდა პრემიერ-მინისტრის კორტეჟი უამრავი მანქანით. მოგვიანებით, გამართავს მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა მაღალჩინოსნებთან. ორბანი უკრაინას არც ვოლოდიმირ ზელენსკის და არც პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს დროს არ სწვევია. ბოლოს კიევში ის 2012 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს იმყოფებოდა. უნგრეთი, რომელიც […]

რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დახვედრის ცერემონიის გამო, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას აქვეყნებს დედაქალაქის მერია. · 2 ივლისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, თავისუფლების მოედანზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება: რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ვერ შეძლებენ მოედანზე არსებულ წრეზე შესვლას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად. მძღოლები მოხვევას შეძლებენ პუშკინის სკვერის მიმდებარედ […]

თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტთა კორპუსის წარმომადგენლებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებში სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისთვისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. „სერჟანტთა კორპუსს მნიშვნელოვანი როლი გაკისრიათ თავდაცვის ძალების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ, თქვენ უდიდესი ნდობა გაქვთ და […]

დღეს კალათბურთის ნაკრები პარიზის ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს

დღეს, 2 ივლისს, თბილისის დროით 20:00-ზე, საქართველოს კალათბურთის ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ეროვნული ნაკრები პირველ მატჩში ლატვიის ნაკრებს რიგაში დაუპირისპირდება. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება. რიგაში ოლიმპიადის 1 საგზური გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე […]