“ნაპოლიმ” ამ ორი ვეტერანიდან ერთ-ერთი უნდა დაიმატოს” – ფედელეს რჩევა “პარტენოპეის”

“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “პარტენოპეიმ” სერხიო რამოსი ან ტიაგო სილვა უნდა დაიმატოს. “იქნება თუ არა ლეონარდო სპინაცოლა კარგი შენაძენი? თუ ჯანმრთელადაა, ყველაზე კარგ შემთხვევაში სეზონში მხოლოდ 10 მატჩს ატარებს, თან ძირითადად ფლანგიდან მოქმედებს, “ნაპოლის” კი დაცვის ხაზის ლიდერი სჭირდება. ტიაგო სილვასა და […]

გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა

გელათის სამონასტრო კომპლექსი დღეიდან ვიზიტორებისთვის დაიკეტა. შეზღუდვა 15 აგვისტომდე იმოქმედებს. ინფორმაცია ტაძრის დაკეტვის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ჩინელი ღვინის პროფესიონალი დორიან ტანგი – ქართული ღვინო არის უნიკალური მემკვიდრეობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Meiburg Wine Media ორგანიზებით, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების 14 კაციანი ჯგუფი სტუმრობდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტურის ფარგლებში, ჯგუფის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები და იმპორტიორები შედიოდნენ, ქართლსა და კახეთში ღვინის საწარმოები დაათვალიერეს, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო. ინფორმაციის თანახმად, თბილისში სტუმრებისთვის სპეციალური დეგუსტაცია (Walkaround […]

თინა ბოკუჩავა – მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას – ამ კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დაზიანების მცდელობაა

მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას – ამ კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დაზიანების მცდელობაა, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის გვერდით იდგეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მავნე რუსული გავლენის […]

უკრაინას ქართველი მეღვინეების დასანქცირება სურს – მიზეზი რუსეთთან ვაჭრობაა

უკრაინა ქართველი და სომეხი მეღვინეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. საუბარია კომპანიების მფლობელებზე, რომლებიც ღვინოს რუსეთში ყიდიან. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Економічна правда ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინელი მეღვინეების კორპორაცია Укрвинпром-მა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, ზოგიერთი ქართველი და სომეხი მეღვინის დასანქცირებაზე. მათი განცხადებით, ისინი პროდუქციას როგორც უკრაინულ, ისე რუსულ ბაზარზე ათავსებენ. Економічна правда-ს ინფორმაციით, საუბარია 17 საწარმოზე, მათ […]

დღეს თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

„თელასის” ინფორმაციით, დღეს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება: ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის, ჩუბინაშვილის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის […]

ორი თვეა საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარიგება არ დადებულა

ივნისსა და მაისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარიგება არ დადებულა. აპრილში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 24 300 ლარი შეადგინა, ანუ დღიური საშუალო ბრუნვის მაჩვენებელი 810 ლარი იყო. მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ 2 გარიგება დაფიქსირდა, რომლებიც „საქართველოს ბანკს“ უკავშირდებოდა. რაც შეეხება 2024 წლის პირველ სამ თვეს. იანვარში სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 3 გარიგება დაიდო, თებერვალში – […]

„მადლობა“ – საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოშია: ფეხბურთელებს აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი ოვაციებით შეეგება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთელებს დილიდან ქომაგები ელოდებოდნენ. ფეხბურთელებს, აეროპორტში, გულშემატკივრები განსაკუთრებული ოვაციებით დახვდნენ. ეროვნული ნაკრების ავტობუსი მათ აეროპორტიდან მსვლელობით გააცილეს. „მადლობა“, „საქართველო“ – სკანდირებდნენ ისინი. ცნობისთვის, საღამოს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის მთავრობის მიერ დაანონსებული ღონისძიება გაიმართება.

გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა

გელათის სამონასტრო კომპლექსი დღეიდან ვიზიტორებისთვის დაიკეტა. შეზღუდვა 15 აგვისტომდე იმოქმედებს. ინფორმაცია ტაძრის დაკეტვის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ნაკრები თბილისში დაბრუნდა, ფეხბურთელებს აეროპორტში ქომაგები ელოდებოდნენ

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ, თუმცა შეკრებილებმა ფეხბურთელებთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აეროპორტის ტერიტორია ავტობუსით დატოვეს. დღესვე, 22:00 საათზე თბილისში თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია ნაკრების ოფიციალური დახვედრის ცერემონია. ეროვნული ნაკრების წევრები მიხეილ მესხის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსით 21:30 საათზე დაიძვრებიან და გულშემატკივრებს 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეხვდებიან. ეროვნულმა […]