რამზან კადიროვმა თავისი ძმისშვილი ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნად, ხოლო ბიძაშვილი შალის რაიონის მმართველად დანიშნა

ჩეჩნეთის თავკაცმა რამზან კადიროვმა რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დანიშნა თავისი ძმისშვილი ჰამზატ კადიროვი, რომელიც ადრე ჩეჩნეთის მეთაურის თანაშემწე იყო. ეს თანამდებობა მანამდე ეკავა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ბიძაშვილს, ტურპალ-ალი იბრაგიმოვს, რომელიც კადიროვის ბრძანებით, შალის რაიონულ ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს. „ძვირფასი ძმა ტურპალ-ალი იბრაგიმოვი იქნება რაიონის ახალი ხელმძღვანელი. ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დაინიშნა ძვირფასი ძმისშვილი ჰამზატ კადიროვი. ორივეს […]
ნიდერლანდის ხელისუფლებამ უკრაინაში F-16-ის ექსპორტის ნებართვა გასცა

ჰოლანდიის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაუშვა 24 F-16 გამანადგურებლის ექსპორტი, რაც ნიშნავს, რომ პირველი თვითმფრინავები უახლოეს მომავალში გაიგზავნება უკრაინაში. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა. მინისტრის წერილში ნათქვამია, რომ თვითმფრინავების მიწოდების შესახებ დამატებითი ინფორმაცია უსაფრთხოების მიზნით არ გაიცემა. მაგრამ მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ დაპირებული F-16 ტიპის 45 ავიაგამანადგურებლის […]
თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა

თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სერჟანტთა კორპუსის წარმომადგენლებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებში სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისთვისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. “სერჟანტთა კორპუსს მნიშვნელოვანი როლი გაკისრიათ თავდაცვის ძალების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ, თქვენ უდიდესი […]
გულშემატკივარებმა საქართველოს ნაკრების ავტობუსი აეროპორტიდან ტაშით გააცილეს

გულშემატკივარებმა საქართველოს ნაკრების ავტობუსი აეროპორტიდან ტაშით გააცილეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა. რეისი კიოლნი-თბილისი ცოტა ხნის წინ დაეშვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთელებს დილიდან ქომაგები ელოდებოდნენ. გულშემატკივარებმა საქართველოს ნაკრების ავტობუსი აეროპორტიდან ტაშითა და ოვაციით გააცილეს.
ბატონო ბლინკენ, მაგ შეშფოთებაზე ზომების მიღებას – ერთი ადგილის თამაში ჰქვია – ზურაბ ქადაგიძე

ბატონო ბლინკენ, მაგ შეშფოთებაზე ზომების მიღებას – ერთი ადგილის თამაში ჰქვია – ზურაბ ქადაგიძე „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, რომელმაც საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ – მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ“. ქადაგიძის თქმით, მსგავს შეშფოთებას […]
ნაკრების ბიჭებმა მთელს მსოფლიოს გააცნეს ეს პატარა ქვეყანა და დღეს მთელი მსოფლიო გახდა ჩვენი გულშემატკივარი

ნაკრების ბიჭებმა მთელს მსოფლიოს გააცნეს ეს პატარა ქვეყანა და დღეს მთელი მსოფლიო გახდა ჩვენი გულშემატკივარი „ჩვენ იმხელა ნიჭისა და პოტენციალის ქვეყანა ვართ, რომ მუდმივად შეგვიძლია დიდ სპორტულ ფორუმებში მივიღოთ მონაწილეობა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისივე თქმით, ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საქართველოს შეუფასებელი იმიჯი შეუქმნა და ახლა მთავარია ნაკრების […]
გორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გორში გვიან ღამით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. პოლიციელებმა ამოიღეს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, ისინი ინციდენტში მონაწილე პირების დადგენას ცდილობენ.
სეულში ავტომობილის ხალხში შევარდნას მსხვერპლი მოჰყვა

სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. სამხრეთკორეელმა სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლი, 70 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე დააკავეს. მისი მტკიცებით, შემთხვევა ავტომობილის უეცარმა აჩქარებამ გამოიწვია. ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
ავსტრალიის პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა, რომელმაც სიდნეის უნივერსიტეტში კაცი დაჭრა

ავსტრალიის პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა, რომელიც სიდნეის უნივერსიტეტში დანით შეიარაღებული მივიდა და 22 წლის კაცი დაჭრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი მოზარდი თავდასხმის შემდეგ სასწავლებლიდან გამოვიდა და ავტობუსში ჩაჯდა. ის საავადმყოფოსთან ახლოს დააკავეს. სამართალდამცველების მონაცემებით თავდამსხმელი და დაზარალებული ერთმანეთს არც კი იცნობდნენ. მომხდარის გამო სასწავლებელი დროებით დაკეტეს.
„ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ თავიანთი თავების, იშრომონ, ივარჯიშონ, იმ საქმეს მიჰყვნენ, რომელიც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ“ – გიორგი მამარდაშვილი

„ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ თავიანთი თავების, იშრომონ, ივარჯიშონ, იმ საქმეს მიჰყვნენ, რომელიც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ“ – გიორგი მამარდაშვილი „ველოდებით ასეთ გულშემატკივრობას, რადგან ვიცით, როგორ უყვართ ჩვენს ხალხს ფეხბურთი. ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ თავიანთი თავების, იმ საქმეს მიჰყვნენ, რომელიც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ“, – ამ კომენტარით უპასუხა ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჟურნალისტის […]