ირაკლი ქადაგიშვილი – ისტორია ხომ ყველაფერს ინახავს? აღმოჩნდება, რომ რომელიღაცა ადმინისტრაციამ და მთავრობამ მეორე ქვეყანას სანქცია იმის გამო დაადო, რომ მას გამჭვირვალობა უნდოდა

საბოლოო ჯამში, ისტორია ხომ ყველაფერს ინახავს? აღმოჩნდება, რომ რომელიღაცა ადმინისტრაციამ და მთავრობამ მეორე ქვეყანას სანქცია იმის გამო დაადო, რომ მას გამჭვირვალობა უნდოდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება შეაფასა. მისი თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონის გარშემო შექმნილი ვითარება იქითკენაა მიმართული, რომ ოპოზიცია ხელოვნურ […]
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ რეგისტრაცია დაიწყო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ რეგისტრაცია დაიწყო: https://bit.ly/3L3Gwrc შავი ზღვის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მსურველებმა სამოტივაციო წერილი 16 აგვისტომდე უნდა გაგზავნონ ელფოსტაზე – [email protected] და დაელოდონ გასაუბრებას 19-20 აგვისტოს. სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების შედეგად გამოვლენილ წარმატებულ კანდიდატებს შეუძლიათ მოიპოვონ DAAD-ის და Erasmus-ის სტიპენდიები (რვა სტიპენდია), რაც მათ ერთი სემესტრის განმავლობაში […]
როგორია საწვავის ფასები ევროპის ქვეყნებში

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი გაიზარდა – 0,01 – 1,56 ევროთი/ლიტრზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა – 0.02 – 1,49 ევროთი/ლიტრზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, შვეიცარიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 30 ივნისის მდგომარეობით […]
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 26 მოქალაქე ქვეყნიდან გაძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი […]
დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – ,,სარფი“, და ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 375,91 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 56 344,29 […]
რუსეთის საელჩომ ესტონეთის საგარეო უწყებას საბჭოთა მემორიალების ლიკვიდაციის შეწყვეტის მოთხოვნით ნოტა გაუგზავნა

რუსეთის ფედერაციამ ესტონეთს მოუწოდა, საბჭოთა პერიოდის მემორიალების ლიკვიდაციის კამპანია შეწყვიტოს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „რუსეთის საელჩომ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა, რომ შეწყვიტოს საბჭოთა სამხედრო-მემორიალური მემკვიდრეობის ობიექტების ლიკვიდაციის კამპანია“, – აცხადებენ საელჩოში. ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთმა ტეჰუმარდის სასაფლაოზე საბჭოთა ჯარისკაცების საფლავის ქვების დემონტაჟი დაიწყო.
ალიევი: სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელოვანი პირობა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაა

“სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაა”. “Trend-ის” ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყანაში კანადის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კევინ ჰამილტონის რწმუნებათა სიგელების მიღებისას განაცხადა. “სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაა, რადგან ის შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და სანამ ეს არ მოხდება, სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება […]
„ვაჭრობა არ შედგა“ – ვინ იყვნენ ახალგახსნილი ენერგეტიკული ბირჟის პირველი მონაწილეები?

გუშინ ამოქმედებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე, რომელზედაც 4 მონაწილე იყო დარეგისტრირებული, ვაჭრობა არ შედგა. „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ განცხადებით, ვაჭრობა არ შედგა, რადგან ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა. ბირჟის ინფორმაციით, 2 ივლისის 18:00-19:00 პერიოდში ელექტროენერგია ხელმისაწვდომი იყო 140.51 ლარი/მგვტ.სთ (14.051 თეთრი/კვტ.სთ) ფასად, ხოლო მყიდველი მზად იყოს გადაეხადა არაუმეტეს 122.75 ლარი/მგვტ.სთ (12.275 […]
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამოქალაქო უსაფრთხოების დარგში ევროკავშირის ექსპერტები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამოქალაქო უსაფრთხოების დარგში ევროკავშირის ექსპერტები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ვიზიტი საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტის „ტრანსსასაზღვრო რისკების შეფასება და სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოსა და აზერბაიჯანში – SAILOR” ფარგლებში განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონის პილოტებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტრანსსასაზღვრო რისკის […]
გამარჯვებულის მენტალიტეტი დავიბრუნეთ – გიორგი გველესიანი

გამარჯვებულის მენტალიტეტი დავიბრუნეთ – გიორგი გველესიანი გამარჯვებულის მენტალიტეტი დავიბრუნეთ – განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ. მისი თქმით, აწი საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ყველა გამოწვევას თამამდ მიიღებს და ყველა გამოწვევას გაუმკლავდება. გველესიანმა ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივრებს ასეთი დახვედრისთვის. ,,მართლა აღფრთოვანებული ვარ. უდიდესი სიხარულია ჩვენთვის, ყველასთვის, ვართ უაღრესად ბედნიერები და ამაყები. […]