„მინდა ბოდიში მოგიხადოთ…” – რატომ არ იქნება რუსთაველზე გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე ,,ინსტაგრამზე” პოსტს აქვეყნებს და გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის: „მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჯგუფთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო. ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის. იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო. თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით. გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დიდი […]
ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად, თურქეთმა ირანიდან ნავთობის იმპორტი განაახლა

ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად, თურქეთმა 2024 წელს ირანიდან ნავთობის იმპორტი განაახლა. ამის შესახებ ირანული მედია წერს. ამერიკის აშშ-ს მიერ ისლამურ რესპუბლიკაზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, ნავთობის იმპორტი ირანიდან არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების -ბულგარეთისა და პოლონეთის მიერაც ხორციელდება. ევროსტატის მოანცემებით, ბულგარეთმა 2024 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში ირანიდან 314 ტონა ნავთობი ან ნავთობპროდუქტი […]
“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს: “მოგეხსენებათ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფორმულირება, რომელიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს ჟენევის მოლაპარაკებებში ბოლო 16 წლის განმავლობაში მიაღწიოს – წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე. […]
გულითადად ვულოცავთ ნაკრებს, მწვრთნელებსა და სრულიად საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულ გამოსვლას – პატრიარქი

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ევროპის ჩემპიონატზე საქართელოს სახელით ღირსეულ გამოსვლას ულოცავს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, მწვრთნელებსა და საქართველოს მოქალაქეებს. მილოცვის ტექსტს პატრიარქ ილია მეორის სახელით საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ნაკრების ჩემპიონატზე გამოსვლამ მთელი ქვეყანა მოიცვა და საქართელო მსოფლიოს წინაშე “ღირსეულად წარმოაჩინა”. “საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, გულითადად ვულოცავთ ევროპის […]
,, მიუხედავად ხელისუფლის პოლიტიკური შიზოფრენიისა ჩვენ ჩვენი ბიჭები მაინც გვიყვარს და გვეყვარება…” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ხელისუფლების ქმედება აეროპორტში კანონზომიერია და განპირობებულია მასში ღრმად გამჯდარი ე.წ. “ჰეტოსტრატეს კომპლექსით”. ის ნებისმიერ ფასად ცდილობს მიიღოს სახალხო აღიარება და ამ მიზნით მაქსიმსლური თავხედობით ანგრევს და ლეწავს ყველაფერს. მიზანს არა თუ ვერ აღწევს, პირიქით, თავსაც იზიანებს და კიდევ უფრო ღრმად კომპლექსდება… აზიანებს ფეხბურთელების მიმართ საყოველთაო სიყვარულსაც… მაგრამ მიუხედავად ხელისუფლის […]
ინდოეთში რელიგიური შეკრების დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად 116 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში რელიგიური შეკრების დროს, სულ მცირე, 116 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები, დაიღუპა, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა. ჭყლეტა ნიუ-დელიდან 200 კილომეტრით დაშორებით, ჰათრასის ოლქის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, როდესაც, ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ათასობით ადამიანი შუადღის სიცხის დროს ერთად შეიკრიბა. “ინციდენტი გადაჭედვამ გამოიწვია იმ დროს, როდესაც ხალხი შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდა”. – […]
მიქაუტაძე: ბოდიში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო

მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჯგუფთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო. ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის. იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო. თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით. გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დიდი მადლობა სრულიად საქართველოს!
ჩინეთის ხელისუფლებამ იშვიათი მიწიერი ლითონები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა

ჩინეთის ხელისუფლებამ იშვიათი მიწიერი ლითონები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა და ამ სექტორის განვითარებას ზედამხედველობას ხელისუფლება გაუწევს. ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დოკუმენტში. ახალი წესები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ისინი ასევე ითვალისწინებენ სახელმწიფო საბჭოს მიერ იშვიათ მიწიერ ლითონებთან დაკავშირებული ახალი საინფორმაციო სისტემის შექმნას. კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ იშვიათი მიწიერი ლითონების მოპოვებაში, გადამუშავებასა და ექსპორტში, უნდა გახდნენ […]
თურქეთი აშშ-თან ბირთვული ელექტროსადგურების პროექტებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

თურქეთი აშშ-თან მსხვილი ბირთვული ელექტროსადგურებისა და მცირე მოდულური რეაქტორების მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ბირთვული ელექტროსადგურების კონფერენციაზე განუცხადა. „აშშ სერიოზულ ინტერესს იჩენს თურქეთის მიზნის მიმართ, გაზარდოს თავისი ბირთვული ენერგეტიკული შესაძლებლობა და ააშენოს ახალი ელექტროსადგურები“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა, იუსუფ ჩეილანმა. კონკრეტული პროექტების შესახებ საუბრისას მან აღნიშნა, რომ განიხილება […]
ილია მეორე – გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო – ღმერთმა მოგვმადლოს ერთობა და ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი სხვა დიდი გამარჯვებები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას ულოცავს. პატრიარქის წერილს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. „საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, გულითადად ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულ გამოსვლას. ამ ფაქტმა, შეიძლება ითქვას, მოიცვა მთელი ქვეყანა და ხალხს განსაკუთრებული სიხარული მოანიჭა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მსოფლიოს წინაშე […]