საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საქართველო-მონტენეგროს მეგობრობის ჯგუფი მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრია მანდიჩმა მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრია მანდიჩმა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა გამოხატა. „მხარეებმა იმსჯელეს საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პარლამენტების კომიტეტების და აპარატების თანამშრომლობასთან დაკავშირებით. […]

აითაჯ შახმიროვას განზრახ მკვლელობის საქმის განაჩენზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა 14 წლის აითაჯ შახმიროვას ქორწინების იძულების მიზნით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, […]

ახლა ჩვენი ჯერია” – ტვ “პირველი”ს დამფუძნებელი 26 ოქტომბერს დიდი გამარჯვების მოლოდინშია

ტვ “პირველი”-ს დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება მათი იქნება. “მიყვარხართ ყველა, ძალიან მაგარი დღეები გვქონდა, ვემზადებით 26 ოქტომბერზე, ახლა ჩვენი ჯერია”– წერს ვატო წერეთელი.

,, გაღმერთება–ჩაქვესკნელებას შორის შუალედის მოძებნას როცა ვისწავლით, მაშინ გავიმარჯვებთ სახელოვნად” – ნინო ჯანგირაშვილი

,,კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,სწორი მოლოდინების შექმნას და გაღმერთება–ჩაქვესკნელებას შორის შუალედის მოძებნას როცა ვისწავლით, მაშინ გავიმარჯვებთ სახელოვნად”

გიორგი ქოჩორაშვილს სახლთან ქომაგები დახვდნენ

გიორგი ქოჩორაშვილს პატარა ქომაგები სახლთან დახვდნენ. ფეხბურთელს გულშემატკივრები შეძახილებითა და ოვაციებით შეხვდნენ, ავტოგრაფები გამოართვეს და მასთან ფოტოები გადაიღეს. ან სელფს სოციალურ ქსელში გიორგი ქოჩორაშვილის მამა ავრცელებს

„ღამის სერენადები“ ჯადოსნური კონცერტებით ბრუნდება

XVI საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ჯადოსნური კონცერტებით ბრუნდება. „ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 42 წელს ითვლის. მისი შექმნის იდეა ეკუთვნის მსოფლიოში ცნობილ ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, საქართველოს სახალხო არტისტს – ლიანა ისაკაძეს, რომელიც საუკუნის უდიდესი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება. იგი კემბრიჯის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ […]

თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა – ვინ შეცვლის ცოტნე ებრალიძეს?

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველ სტრუქტურაში საკადრო ცვლილებებია. ცოტნე ებრალიძე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს და მას მისივე მოადგილე დავით გალუაშვილი შეცვლის. ცოტნე ებრალიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდს 2013 წელს, მისი დაარსების დღიდან შემოუერთდა, თავდაპირველად ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით მმართველი დირექტორის პოზიციაზე, შემდგომ კი დაწინაურდა და დაიკავა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. დავით გალუაშვილი პროფესიონალი, მაღალი […]

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ პროექტს – „უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ავრცელებს. როგორც BTU-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალები ტექნოლოგიებს შეისწავლიან. „პროექტს „უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით განახორციელებს. პროექტის პრეზენტაციას იაპონიის […]

თურქეთი და აშშ ატომური სადგურის პროექტებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

თურქეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს შეერთებულ შტატებთან ფართომასშტაბიანი ატომური ელექტროსადგურების და მცირე მოდულური რეაქტორების მშენებლობაზე. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსანმა გაავრცელა. „ამერიკა სერიოზულ ინტერესს იჩენს თურქეთის მიზნის მიმართ, რათა გაზარდოს მისი ბირთვული ენერგეტიკული სიმძლავრე და ააშენოს ახალი ელექტროსადგურები“, – განუცხადა იუსუფ ჯეილანმა სააგენტო “როიტერს” ატომური ელექტროსადგურების შესახებ. განსახილველ პროექტებთან დაკავშირებულ კითხვაზე მან თქვა: „შეიძლება განვიხილოთ […]

სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული სოფელი ბალთას მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. განცხადების მიხედვით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უწყებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი” გაააქტიურა, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. “ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის […]