Politico: ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რათა ნატომ უარი თქვას უკრაინის და საქართველოს მიღებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამზადებს ნატოსთან მომავალი ურთიერთობის გეგმას, რომლის განხორციელება პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევის შემთხვევაში სურს. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს. გამოცემის წყაროებს შორის არიან დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის ექსპერტები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდნენ. დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების მიმართ, რომლებიც ალიანსის […]

მოუსმინე ენერგეტიკოსს – „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ახალი კამპანია – „ჩვენი მიზანია ეს ყველა მოქალაქემ იცოდეს!“

ყველა პასუხისმგებლობიანმა კომპანიამ იცის, რომ უსაფრთხოების წესების დაცვა უმნიშვნელოვანესია როგორც ადამიანებისათვის, ასევე იმ გარემოსთვის, რომელშიც ვცხოვრობთ. შესაბამისად, ადამიანების ინფორმირება უსაფრთხოების წესებზე, უპირველესია. ელექტროენერგიის გაყვანილობასთან ხუმრობა რომ არ შეიძლება, ყველა ზრდასრულმა ადამიანმა იცის, ოღონდ, ყველამ არ იცის, რა წესები უნდა დაიცვას საიმისოდ, რომ მისი და მისი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს. ისევე, როგორც ყველამ არ […]

ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩაფრინდა, სადაც ის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად“, – აცხადებენ კრემლში. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ასტანაში […]

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს იწყება

საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. „საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, აკაკი წერეთლის, გურამიშვიილის, ბარათაშვილის, წყაროს უბანსა და მიმდებარე ქუჩებზე. მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. „ქსელის გეგმური […]

კარიბის ზღვის კუნძულებზე ქარიშხალ „ბერილს“ 4 ადამიანი ემსხვერპლა

კარიბის ზღვის კუნძულებს ქარიშხალი „ბერილი“დაატყდა თავს, რის შედეგადაც, მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, „ბერილმა“ სრული განადგურების კვალი დატოვა გრენადასა და სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში. არსებული ინფორმაციით, ასობით შენობა, მათ შორის სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და პოლიციის განყოფილებები, ძლიერ დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა. წინასწარი შეფასებით, კუნძულ იუნიონზე შემობების სულ მცირე 90 პროცენტი განადგურდა ან დაზიანდა. ქარიშხალი იამაიკისკენ […]

Reuters – ათასობით ქართველი თავისუფლების მოედანზე ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან შესახვედრად შეიკრიბა – ქართველმა ფეხბურთელებმა ამაღელვებელი თამაშებისთვის მთელს ევროპაში შექება დაიმსახურეს

ათასობით აღფრთოვანებული ქართველი გულშემატკივარი ქვეყნის დედაქალაქ თბილისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა, რათა ამაღელვებელი დებიუტის შემდეგ ევრო 2024-დან დაბრუნებულ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს დახვედროდა, – ასე ეხმაურება Reuters-ი თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებას – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“. გამოცემა აღნიშნავს, რომ თავისუფლების მოედანზე მისვლამდე ფეხბურთელები თბილისში ღია ავტობუსით გადაადგილდებოდნენ და მათ ოვაციებით და ტაშით ხვდებოდნენ. „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც […]

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკიდან ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

უეკიპაჟო კატერებით, ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკზე, სადაც სამხედრო-საზღვაო ბაზა და სხვა სამხედრო ობიექტებია განთავსებული. პირველი ცნობები აფეთქებების შესახებ ღამის სამი საათის შემდეგ გავრცელდა. ნოვოროსიისკის მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ნახევარ საათზე მეტია ზღვის მხრიდან აფეთქებები ესმით. მოგვიანებით, ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ სამხედროები უეკიპაჟო კატერების შეტევას იგერიებენ […]

ჯო ბაიდენის განცხადებით, ფრენის გამო გადაღლილს დებატების დროს კინაღამ ჩაეძინა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღიარა, რომ საპრეზიდენტო დებატებზე მისი გამოსვლა საუკეთესო არ იყო, თუმცა მან, ამის მიზეზად, საზღვარგარეთ განხორციელებული ორი ვიზიტის დროს ფრენით გადაღლილობა დაასახელა. „არ მქონდა საუკეთესო ღამე. გადავწყვიტე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე მოგზაურობა, 100-მდე დროის ზონის გავლით დებატებამდე. არ მოვუსმინე ჩემს შტაბს, დავბრუნდი და კინაღამ სცენაზე ჩამეძინა. ამას გამართლება არ აქვს, თუმცა ეს არის […]

Reuters – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინას ნატო-ს სამიტზე საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით კარგი სიახლე ელოდება

უკრაინა მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით “კარგ სიახლეს” მიიღებს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა. “ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ სამიტზე მისვლას და საჰაერო თავდაცვის შესახებ ახალი განცხადებების გაკეთებას. გსმენიათ, რომ უკრაინელებს სურთ დამატებითი Patriots-ის ან მსგავსი სისტემები და ვფიქრობ, ჩვენ გვექნება დამატებითი კარგი ამბები მათთვის ამ კუთხით”, […]