განათლების მინისტრის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული

განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის 12 ქალაქში სრულად არის მომზადებული 24 საგამოცდო ცენტრი, რომელიც ყველა ინვენტარით არის აღჭურვილი. „დარეგისტრირებულია 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი. ქვეყნის 12 ქალაქში სრულად გაშლილი და მომზადებულია 24 საგამოცდო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ყველა ინვენტარით, გაგრილების სისტემებით და ყველა იმ […]

გიორგი ამილახვარი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს. „დღეს ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დავიწყეთ. პირველ რიგში, წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ გამოსაცდელს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთელ გუნდს. მნიშვნელოვანია, რომ მთელი წელი აქტიურად ვემზადებოდით […]

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, სისხლისამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, […]

ზივზივაძე: სისულელეა, ეგეთი ფაქტი არ ყოფილა, თუ ცუდს ამბობენ დიმაზე, ბოდიში აქვთ მოსახდელი

სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, პირიქით, ვფიქრობ, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ, რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა. ამბობს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე Facebook-მომხმარებელთა ნაწილის მტკიცებაზე, რომ საზეიმო შეკრებისას წამყვანმა დიმა ობოლაძემ მას სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა.

მსხვილ პროექტებში ქართული კომპანიები მთავარი კონტრაქტორები არ არიან – ანა საბახტარიშვილი

ქვეყანაში მიმდინარე თუ შესრულებული მსხვილი პროექტების მთავარი კონტრაქტორები ქართული კომპანიები არ არიან. როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა საბახტარაშვილი აღნიშნავს, მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიები მსხვილ პროექტებში მონაწილეობას ვერ იღებენ, იმ სტანდარტების არ არსებობაა, რომლებსაც დონორი ორგანიზაციები ითხოვენ. მისი განცხადებით, ადგილობრივ კომპანიებს, ხშირ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორის სტატუსი აქვს. როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, არსებობს პრაქტიკები, […]

თბილისში ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გაიმართა

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ დასრულდა. თავისუფლების მოედანზე საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებისთვის ერთად ეთქვათ მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია. სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული იყო სცენა, საიდანაც ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. მანამდე, საფეხბურთო ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა თითოეული ფეხბურთელი წარადგინა და […]

დღეს თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 3 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, არჩილ ცაგარელის, გამრეკელის, საირმის, გამსახურდიას, სულხან ცინცაძის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, ბურძგლას, იყალთოს, კუტუზოვის და შმიდტის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი […]

აკადემია UNIKO-ში, პროფესიული განვითარების ასოციაციის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო, შემოქმედებითი აქტივობა მოეწყო

მომავალი წინ არის – ამ სლოგანის ქვეშ ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია UNIKO-ში პროფესიული განვითარების ასოციაციის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო, შემოქმედებითი აქტივობა მოეწყო. სამხატვრო ხელმძღვანელმა, მხატვარ-დიზაინერმა ქეთევან დარსაველიძემ მომავალ, პატარა ფეხბურთელებს და მათ მშობლებს ბურთები და სპეციალური საქომაგო საკომუნიკაციო გზავნილები მოახატინა. ,,მსგავსი სახის ღონისძიებები მნიშვნელივანია, რადგან ჩვენმა ბიჭებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია საქართველოს ეროვნულ […]

გიორგი მიქაუტაძე გულშემატკივრებს – ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის – იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო

ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის. იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ცერემონიალს. ის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჯგუფთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო. […]

რაგბზე დასწრების მსურველთათვის ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

რაგბზე დასწრების მსურველთათვის ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა, რაგბზე დასწრების მსურველთათვის, 4 და 5 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს:მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/ სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – […]