ჭავჭავაძეზე სამედიცინო ცენტრ „იუნონას” ყოფილი შენობა 8 მლნ ლარად იყიდება

ჭავჭავაძეზე სამედიცინო ცენტრ „იუნონას” ყოფილი შენობა 8 მლნ ლარად იყიდება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5331 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს აუქციონზე კიდევ ერთხელ ყიდის. აღნიშნული ობიექტის საწყისი ღირებულება 7 953 000 ლარია, აუქციონის ბიჯი კი 10000 ლარს შეადგენს. „ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: შესაბამისი ხელშეკრულების […]
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ საგამოცდო სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა, ერთმა აბიტურიენტმა კი დააგვიანა

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ საგამოცდო სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა, ერთმა აბიტურიენტმა კი დააგვიანა. როგორც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. შეფასებისა და გამოცდების […]
Politico – ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად „კრემლთან გარიგების“ ვარიანტს განიხილავს, რაც ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინისა და საქართველოსთვის უარის თქმას და უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ნიშნავს

დონალდ ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად „კრემლთან გარიგების“ ვარიანტს განიხილავს, რაც ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინისა და საქართველოსთვის უარის თქმას და უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ნიშნავს, – ამის შესახებ სტატიას Politico აქვეყნებს, რომელშიც ნატო-სთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმებზეა საუბარი. Politico აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან დაახლოებულ ეროვნული უსაფრთხოების ორ ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ ნატო-სთან დაკავშირებით არსებულ გეგმებში უკრაინაში მიმდინარე […]
„ჰეგელმან მულტიმოდალ ჯორჯიას“ მიერ ჩინეთიდან ევროკავშირში სატვირთოს გადაზიდვის პირველი წარმატებული შემთხვევა დაფიქსირდა

ლოგისტიკისა და სატრანსპორტო სექტორისთვის შთამბეჭდავი მიღწევაა, რომ „ჰეგელმან მულტიმოდალ ჯორჯიამ“, რომელიც გერმანული კონგლომერატის – „ჰეგელმან ჯგუფის“ მმართველობაშია, წარმატებით განახორციელა პირველი სატვირთო გადაზიდვა ჩინეთიდან ევროკავშირში საქართველოს გავლით. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი მიღწეული იყო „ჰეგელმან მულტიმოდალ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მაია მგელაძის თაოსნობით. ხსენებული მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ინიციატივა ახალი ეპოქის დასაწყისს ცხადყოფს ლოგისტიკის ინდუსტრიაში, რაც საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ხაზგასმას ახდენს, […]
EU-ის მხარდაჭერით, “საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

2 ივლისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში “ქარვასლა”, ‘’საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები დასახელდნენ. კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს. მათთან ერთად, საზეიმო ცერემონიას სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებას ჯამში 250 […]
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი. გამოცდები საქართველოს 12 ქალაქის 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება. მიმდინარე წლის გამოცდებისთვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა. აქედან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის – 3 000-ზე მეტი; საერთო […]
კვარა ყველაზე მაღალანაზღაურებადია – ნაკრების ფეხბურთელების ხელფასები კლუბებში

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის დასრულებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სეზონის დაწყებამდე ქართველ გულშემატკივარს მოწყენის საშუალება იქნება, რადგან წლევანდელი სატრანსფერო ფანჯარა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში შეიძლება ყველაზე გამორჩეულიც კი იყოს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ წარმატებულმა სანაკრებო ფორუმმა ახალი კლუბების კარი “ჯვაროსნების” ბევრ წევრს უნდა გაუხსნას და ამ მხრივ მომდევნო კვირებში სასიხარულო სიახლეებს […]
„32 და 22 სართულიანი ცათამბჯენები“ – რის აშენებას გეგმავენ კრწანისში იორდანიელი, ლიბანელი და კატარელი ინვესტორები

თბილისში, კრწანისის რაიონში, რამდენიმე წელიწადში 32 და 22 სართულიანი ცათამბჯენები აშენდება. იორდანელმა, ლიბანელმა და კატარელმა ინვესტორებმა გორგასლის და გულუას ქუჩებს შორის მრავალფუნქციური შენობების მშენებლობის ნებართვა ჯერ კიდევ 6 წლის წინ მიიღეს, თუმცა გასულ წელს ვადების გახანგრძლივება მოითხოვეს. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, შეთანხმებული პროექტის მშენებლობას 48 თვე სჭირდება, მრავალფუნქციური შენობა კი საცხოვრებელ, საოფისე, სავაჭრო და […]
დავით ქაცარავა – სასამართლოდან მომივიდა შეტყობინება – 5 ივლისს, „ქოცრეჟიმი“ მასამართლებს იმისთვის, რომ სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი დავით ქაცარავა სასამართლოში დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ქაცარავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ქაცარავა აღნიშნავს, სხდომა 5 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. „გუშინ მომივიდა შეტყობინება სასამართლოდან. 5 ივლისს, „ქოცრეჟიმი“ მასამართლებს იმისთვის, რომ 14 მაისს სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა და ჩამიტარა ეგზეკუცია. ალბათ, მოიყვანენ პოლიციელებს და ტრადიციულად ათქმევინებენ, რომ სამხრე კამერები გათიშული იყო […]
საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

3 ივლისს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებები. საუბარი შეეხება […]