რატომ წავიდა ცოტნე ებრალიძე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდიდან

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ცოტნე ებრალიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდიდან „ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“ მიდის. ამის შესახებ მან BMG-ს ფონდიდან წასვლის მიზეზთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. თანაინვესტირების ფონდის მმართველ სტრუქტურაში საკადრო ცვლილებებია „არაფერი განსაკუთრებული… 11 წელი ერთ კომპანიაში დიდი დროა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივდივარ“, – აცხადებს ცოტნე ებრალიძე. მისივე თქმით, ჯერ ვერ დააკონკრეტებს, სად […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 ივლისს ქუთაისში +33 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. მზიანი დღეა ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს […]
“დიმა ობოლაძეს თავი დაანებეთ… არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა” – ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე ეხმიანება “ტელეიმედის“ სპორტული ჟურნალისტის დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე მას სიტყვა არ მისცა. “სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა ზივზივაძემ. მის კომენტარს […]
ევროპის ჩემპიონატის ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია

ნიდერლანდებისა და თურქეთის ნაკრებები ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალისტები გახდნენ. ნიდერლანდებმა რუმინეთი დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა, თურქებმა კი ავსტრიელებს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლიეს. ორივე ნაკრებისთვის ეს 2008 წლის შემდეგ მეოთხედფინალში პირველი მოხვედრაა. ტურნირის შემდეგ სტადიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ესპანეთი და გერმანია, პორტუგალია და საფრანგეთი, ინგლისი და შვეიცარია. ნიდერლანდებსა და თურქეთს კი ნახევარფინალისთვის ბრძოლა ერთმანეთში მოუწევთ. მეოთხედფინალის […]
თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 1 499 116 ლარის გადახდას – 1 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ […]
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა, ტრადიციულად, ქართულ ენასა და ლიტერატურაშია. გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ახალგაზრდებს, საგამოცდო ცენტრებში ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. პროცესი 6 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, თბილისში საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები იმოქმედებს. დედაქალაქის გარდა, საგამოცდო […]
„რუსეთი და უკრაინა ვაჭრობს ერთმანეთთან და სხვას აუკრძალო, რასაც შენ თვითონ აკეთებ, არასწორია“ – ზურა რამაზაშვილი

უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ukrvinprom-ში გაერთიანებული ადგილობრივი მეღვინეები უკრაინაში ქართულ და სომხურ ღვინოზე სანქციების დაწესებას ითხოვენ. მიზეზი, უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთთან ვაჭრობაა. ამ საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ქართველ ღვინის მწარმოებლებს დაუკავშირდა. ნაწილმა საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „თელავის მარნის“ დამფუძნებელი, ზურა რამაზაშვილი ამბობს, რომ რუსეთი და უკრაინა თავად ვაჭრობენ ერთმანეთთან ნავთობით და გზით და სხვას […]
ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა არათუ უნდა გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს – პრემიერი

ქართული ფეხბურთის მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება და გაფართოვდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა თავისუფლების მოედანზე, სადაც ეროვნული ნაკრებთან საზეიმო შეხვედრის ღონისძიება გაიმართა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მხარდაჭერის გარეშე დიდი წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. „უპირველესად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უდიდესი სიხარულია, რასაც 30 წელზე მეტი ხანი გულშემატკივრები ველოდით. რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, […]
„ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მადლობა გადამეხადა თქვენთვის“ – გიორგი მიქაუტაძე

ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მადლობა გადამეხადა თქვენთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ დაწერა. მიზეზებზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ნიკა კვეკვესკირმა მიანიშნა და აღნიშნა, რომ მალე გიორგი ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. „მინდა, ბოდიში მოგიხადოთ საზეიმო ღონისძიებაზე ნაკრებთან ერთად არყოფნის გამო. ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მადლობა გადამეხადა თქვენთვის. იცოდეთ, რომ გული […]
ევროკავშირის მხარდაჭერით, ‘’საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ევროკავშირის მხარდაჭერით, ‘’საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 2 ივლისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში “ქარვასლა”, ‘’საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები დასახელდნენ. კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს. […]