წინასწარი მოკვლევით, სუ-25 გაფრენამდე სრულად შემოწმებული იყო – თავდაცვა პილოტის დაღუპვაზე

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სუ-25 საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე ნაპოვნია შავი ყუთი. უწყების ცნობით, წინასწარი მოკვლევით, ვერტმფრენის გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა. “თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის […]

ერთ წელიწადში კერძო სამედიცინო დაზღვევის მქონე ადამიანების რაოდენობა 21 070-ით გაიზარდა

ჯანმრთელობის კერძო სქემებში გაწევრიანებული ადამიანების რაოდენობა ერთ წელიწადში 21 070-ით გაიზარდა და 731 140 გახდა, რაც ზრდის შედარებით დაბალი მაჩვენებელი, რადგან წინა წლებში ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, რომელსაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს, საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით. სტატისტიკის მიხედვით, სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით მოზიდულმა პრემიამ 212 მილიონი ლარი […]

აბიტურიენტებისა და მშობლებისთვის ემოციური დღეა, მინდა, ვურჩიო მათ, არ ინერვიულონ – გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს. მინისტრის თქმით, საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია გამოსაცდელების მისაღებად. „დღეს ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დავიწყეთ. პირველ რიგში, წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ გამოსაცდელს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთელ გუნდს. მნიშვნელოვანია, რომ მთელი წელი აქტიურად ვემზადებოდით ამ დღისთვის. წელს საქართველოს […]

რაგბიზე დასწრების მსურველთათვის ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

რაგბიზე დასწრების მსურველთათვის ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა, რაგბიზე დასწრების მსურველთათვის, 4 და 5 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს:მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/ სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – […]

ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები ისტორიული სპორტული მიღწევის – 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადასცა. შეგახსენებთ, […]

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე ასპარეზობს

ლატვიის დედაქალაქი რიგა პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირს მასპინძლობს. ტურნირზე ისტორიაში პირველად ასპარეზობს საქართველოს კალათბურთის ნაკრები. პირველი შეხვედრა ეროვნულმა ნაკრებმა მასპინძელ ლატვიასთან გამართა და შეხვედრა ანგარიშით 55:83 დათმო. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 24:45 დათმო. შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა სხვაობა გაზარდეს და საბოლოო ანგარიშით – 83:55 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე A […]

თენგიზ ცერცვაძე – საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – დიაგნოსტიკური კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა სრულიად უფასო იქნება

საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, დიაგნოსტიკური კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა უფასოდ ჩაიტარონ. B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაავადების დროული დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და უმძიმესი გართულებების პრევენციისთვის არის მნიშვნელოვანი. უფრო კონკრეტულად, როგორია B ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი ქვეყანაში და რამდენმა პაციენტმა მიმართა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს, ამ და სხვა მნიშვნელოვან […]

ნიდერლანდების თავდაცვის ახალი მინისტრი – ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რამდენადაც შეუძლია და რამდენადაც საჭიროა – ჩვენ და მოკავშირეები ერთიანი ვართ გადაწყვეტილებაში

ნიდერლანდების თავდაცვის ახალი მინისტრის განცხადებით, იგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. ნიდერლანდების თავდაცვის ახალმა მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს თანამდებობაზე დანიშვნის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. „ნიდერლანდები მხარს უჭერს უკრაინას, რამდენადაც შეუძლია და რამდენადაც საჭიროა. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ჩვენს გადაწყვეტილებაში გაერთიანებულები ვართ, უკრაინას მშვიდობა და უსაფრთხოება დავუბრუნოთ“, – განაცხადა რუბენ ბრეკელმანსმა. ბრეკელმანსმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაძლიერებასა […]

თსუ-ის რექტორმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე წარმატება უსურვა. რექტორის განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. „ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო! წარმატებებს ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს! თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი არჩევანის წინაშე დგახართ. გისურვებთ, ეს გამოწვევა წარმატებით დაგეძლიოთ! თქვენ ახალ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ ცხოვრების ამ საინტერესო ეტაპზე. გახსოვდეთ, რომ ცოდნა, […]

POLITICO: ტრამპი ფიქრობს შეთანხმებაზე, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ში არ შევიდნენ

POLITICO-ს მტკიცებით, მათთან საუბარში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ჯგუფთან დაახლოებულმა ექსპერტებმა თქვეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც NATO დადებს პირობას, რომ აღმოსავლეთით, კერძოდ უკრაინისა და საქართველოს მიმართულებით არ გაფართოვდება. POLITICO-ს მიერ გავრცელებული ცნობა ეყრდნობა ტრამპთან დაახლოებულ ექსპერტებს და მას საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანია ჯერ არ გამოხმაურებია. POLITICO გამოქვეყნებულ მასალაში წერს, რომ ტრამპი, […]