გიორგი ბოტკოველი – საერთაშორისო ასპარეზზე არ დარჩენილა პარტნიორი, ან რომელიმე პოლიტიკოსიც კი, რომელიც არ ამბობდეს იმას, რომ დღეს ქვეყანა რეალურად უნდა იდგეს ევროპის გზაზე, მაგრამ ხელისუფლება უხვევს ამ გზიდან

ჩვენ მოვისმინეთ ევროპის საბჭოს განცხადება და დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე არ დარჩენილა „ქართული ოცნების“ არცერთი პარტნიორი, ან რომელიმე პოლიტიკოსიც კი, რომელიც არ ამბობდეს იმას, რომ დღეს ქვეყანა რეალურად უნდა იდგეს ევროპის გზაზე, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება უხვევს ამ გზიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე […]
პაატა მანჯგალაძე – ახლა საქართველოს მთავარი ბრძოლა აქვს მოსაგები რეჟიმთან, რომელიც წინ ევროპისკენ გზას უხერგავს ქვეყანას

ევროპა გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმ სიკეთეებისთვის, რომელსაც ათასობით და ათიათასობით ევროს სახით საქართველოს მოქალაქე მიიღებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავარი ბრძოლა აქვს მოსაგები „რეჟიმთან, რომელიც ქვეყანას წინ ევროპისკენ გზას უხერგავს“. გარდა ამისა, მანჯგალაძემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა ჩვენს ბიჭებს […]
გიორგი ბოტკოველი – ხელისუფლებისგან, რომელსაც გენერალურ პროკურორად ეჯდა აშშ-ს მიერ რუსეთის გავლენის აგენტად აღიარებული ადამიანი, დღეს რომელიმე კანდიდატურის წამოყენებაც უკვე ეჭვქვეშ არის დამდგარი

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან გენერალური პროკურორის პოზიციაზე ვინმეს კანდიდატურის დაყენება ეჭქვეშ არის დამდგარი. „ხელისუფლებისგან, რომელსაც გენერალურ პროკურორად ეჯდა აშშ-ს მიერ რუსეთის გავლენის აგენტად აღიარებული ადამიანი, დღეს რომელიმე კანდიდატურის წამოყენებაც უკვე ეჭვქვეშ არის დამდგარი, ის რეალურად ვერ შეასრულებს დამოუკიდებელ ფუნქციას, რომელსაც უნდა ასრულებდეს გენერალური პროკურორი. პროკურორი, რომელიც ჰყავდა საქართველოს, ფარცხალაძეს ვგულისხმობ და […]
ევროკავშირის მხარდაჭერით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

2 ივლისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა”, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები დასახელდნენ. კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს. მათთან ერთად, საზეიმო ცერემონიას სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებას ჯამში 250 […]
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში, უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 119 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 37 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გარემოს […]
„საქსტატის“ მონაცემებით, ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ – 2.2% შეადგინა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4%-ით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების […]
GCCA მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 6 თვის სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის ექვსი თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 407 განაცხადი დაფიქსირდა -აღნიშნულ პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 84 საქმეზე. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობითვე, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 21 მოვაჭრეს – 28 საქმეზე […]
„PLUS პარასკევს“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლები სასურველ ნივთებს PLUS ქულებით ნახევარ ფასად შეიძენენ

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ. მათივე ცნობით, „PLUS პარასკევს“ „საქართველოს ბანკის“ 200-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში PLUS ქულებით გადახდისას განსაკუთრებულ შეთავაზებას, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს. „ლოიალურობის პროგრამაში ჩართულია „საქართველოს ბანკის“ ყველა მომხმარებელი, PLUS ქულები კი გროვდება „საქართველოს ბანკის“ POS ტერმინალზე გადახდების შესრულებისას. დაგროვებული PLUS ქულებით […]
თეა წულუკიანს დავა კიდევ ერთმა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

თეა წულუკიანს სასამართლო დავა კიდევ ერთმა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო. ინფორმაციას საია ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, საქალაქო სასამართლომ მუზეუმის მხრიდან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ცნო და მუზეუმს მისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით, 6 000 ლარის გადახდა დააკისრა. “საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ეროვნულმა მუზეუმმა, დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი […]
თავდაცვის სამინისტრო საფრენი აპარატის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით წინასწარ ინფორმაციას ავრცელებს
წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, – ამის შესახებ გუშინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც უწყებაში აცხადებენ, იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია სამხედრო-საჰაერო ხომალდის […]