“PLUS პარასკევს” BOG-ის მომხმარებლები სასურველ ნივთებს PLUS ქულებით ნახევარ ფასად შეიძენენ (რ)

5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს საქართველოს ბანკის მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ. “PLUS პარასკევს” საქართველოს ბანკის 200-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში PLUS ქულებით გადახდისას განსაკუთრებულ შეთავაზებას, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს. ლოიალურობის პროგრამაში ჩართულია საქართველოს ბანკის ყველა მომხმარებელი, PLUS ქულები კი გროვდება საქართველოს ბანკის POS ტერმინალზე გადახდების შესრულებისას. დაგროვებული PLUS ქულებით შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, მათ […]

დაღესტნის სამუფთო “საფრთხეების აღმოფხვრამდე” ნიქაბის ტარებას კრძალავს

დაღესტნის სამუფთომ, რესპუბლიკაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ნიქაბის ტარებაზე დროებითი შეზღუდვა დააწესა. ნიქაბი არის მუსლიმ ქალთა ტრადიციული სამოსი, რომელიც ფარავს მთელ სახეს, თვალების გარდა. დაღესტნის სამუფთოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვა გაგრძელდება “გამოვლენილი საფრთხეების აღმოფხვრამდე და ახალი საღვთისმეტყველო დასკვნის მიღწევამდე”. აქამდე დაღესტნის სამუფთოში ნიქაბის აკრძალვაზე საუბრობდნენ. 2 ივლისს დაღესტნის სამუფთოს ფატვათა განყოფილებამ გამოაცხადა, რომ შარიათის ტექსტების შესწავლის […]

TI: ქუთაისის სააპელაციოს მოსამართლე შოთა სირაძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას და ხელფასს მალავს

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, შოთა სირაძე, 2024 წლის დეკლარაციაში მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მალავს. “დარღვევა I: დაუდეკლარირებელი ქონება – შოთა სირაძემ დეკლარაციაში არ ასახა შემდეგი უძრავი ქონება: · 873 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ქალაქ ხობში. · 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული […]

საფრანგეთში კანდიდატებმა ლე პენის პარტიის წინააღმდეგ კანდიდატურები მოხსნეს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდის შემდეგ კანდიდატებმა მარინ ლე პენის პარტიის, ეროვნული ერთობის წინააღმდეგ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. პოლიტიკური პარტიებისთვის 2 ივლისს საფრანგეთის დროით 5 საათზე იყო ბოლო ვადა მეორე რაუნდისთვის კანდიდატების დასარეგისტრირებლად. ოფიციალური სია, თუ რომელმა პოლიტიკოსებმა მოხსნეს საკუთარი კანდიდატურები ლე პენის პარტიის წინააღმდეგ, ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ამის მიუხედავად, ფრანგული მედია წერს, რომ 214-დან 218-მდე […]

პუტინი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე ყაზახეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე დასასწრებად ყაზახეთში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან და […]

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 60%-მდე დაამუქონ. „აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე მოქმედებდა 40%-იანი შეზღუდვა. რაც […]

6 თვეში 21 მოვაჭრე 19 912 ლარით დაჯარიმდა – კონკურენციის სააგენტო

მიმდინარე წლის 6 თვეში 21 მოვაჭრე, 28 საქმეზე, 19 912 ლარით დაჯარიმდა, მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 77 საქმეზე 67 შეთანხმება გაფორმდა, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის ექვსი თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის […]

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს უმასპინძრა

ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ამჯერად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეები საქართველოს ენერგეტიკის საკვანძო ობიექტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის სათავო ოფისში განთავსებული […]

Politico: ტრამპი უკრაინასა და საქართველოში ნატოს არგაფართოების გეგმას განიხილავს

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მრჩევლები ნატოსთან დაკავშირებით „რადიკალური გადახედვის“ გეგმას განიხილავენ, რაც მოიცავს ბლოკში ვაშინგტონის როლის ევროპის შემდეგ გადანაცვლებას და ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებას. POLITICO-ს და Newsweek-ის ყოფილი რედაქტორი მაიკლ ჰირში ტრამპის გეგმებთან დაკავშირებულ ვრცელ სტატიაში წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ტრამპმა ალიანსი დატოვოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-ის პოლიტიკა […]

გიორგი ქოჩორაშვილით ლა ლიგის კლუბი დაინტერესდა

ევრო 2024-ზე ბრწყინვალედ ასპარეზობის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილით “ვილიარეალი” დაინტერესდა, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური El Gol Digital-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის ნახევარმცველმა “ლევანტესთან” კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ გაახანგრძლივა, კლუბი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება. კიდევ ერთი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, “ლევანტე” ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს ითხოვს. გარდა “ვილიარეალისა”, გიორგის დამატებით […]