წულუკიანს სასამართლო დავა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

“საქართველოს ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის” ცნობით, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა მოიგო სესამართლოში დავა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 ივლისის გადაწყვეტილებით, ეროვნული მუზეუმის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 6 000 ლარის ანაზღაურება. “საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, „საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა“, […]

გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის „არისთან“ გააფორმა კონტრაქტი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია კვიპროსის კლუბ „არისის“ ფეხბურთელი გახდა. ქართველმა ფორვარდმა ქალაქ ლიმასოლის კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი გაფორმების შესახებ პოსტი კლუბის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ უკრაინისთვის 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები მალე უკრაინისთვის 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, კიევისთვის დახმარების მორიგი პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საბრძოლო მასალას, “პეტრიოტ”-ის კომპლექსებისა და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებისთვის. გადაწყვეტილება გამოცხადდა ნატო-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნებს უფრო დიდ სამხედრო მხარდაჭერას […]

კიევში მყოფმა ორბანმა ზელენსკის გააცნო ცეცხლის შეწყვეტის გეგმა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, გააცნო ცეცხლის შეწყვეტის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს პაუზის მიღწევას უკრაინაში შეჭრილ რუსეთის ძალებთან ომში. ორბანი ზელენსკის კიევში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში მას სამშვიდობო წინადადების დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა თქვა, ზელენსკის ვკითხე, “არის თუ არა შესაძლებელი პაუზა, ცეცხლის შეჩერება და შემდეგ მოლაპარაკებების გაგრძელებაო”. ორბანის თქმით, […]

ჩინეთი მუშაობს დრონების წარმოებაზე რუსეთისთვის, “შაჰედის” ტიპზე დაყრდნობით

ჩინეთისა და რუსეთის კომპანიები მუშაობენ “კამიკაძის” ტიპის დრონების წარმოებაზე. იგი დაეფუძნება ირანული “შაჰედის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის მოდელს – ეს ინფორმაცია აშშ-ში დაფუძნებულ მედიასაშუალება Bloomberg-ს ანონიმურობის დაცვის პირობით აცნობეს ევროპის ოფიციალურმა პირებმა. წყაროთა ინფორმაციით, კომპანიებმა პირველი მოლაპარაკება 2023 წელს გამართეს და მიმდინარე წელს უკვე მოდელის შემუშავება და ტესტირება დაიწყეს. ჩინეთის ერთ-ერთმა კომპანიამ შარშან წარმოადგინა დრონი […]

თინა ბოკუჩავა – ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას – მოვუწოდებ ეუთოს ასამბლეას, მხარდაჭერა გამოუცხადონ თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს

მოვუწოდებ კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გადაწყვეტს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას ცდილობს. „კრიტიკული ხმების ჩაგვრა ან განეიტრალება არის ის, […]

მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ უმასპინძლეს

ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ამჯერად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, მოსწავლეები საქართველოს ენერგეტიკის საკვანძო ობიექტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ესტუმრნენ. „მოსწავლეებმა მოინახულეს […]

ბესიკ ამირანაშვილი აბიტურიენტებს – გისურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სწავლის სასურველ უნივერსიტეტში გაგრძელებას

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურება და აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამირანაშვილის თქმით, ახალციხეში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, ისევე როგორც სხვა 11 ქალაქში, ყველა პირობაა შექმნილი, რათა აბიტურიენტებმა მშვიდ და შესაბამის გარემოში შეძლონ გამოცდების ჩაბარება. „დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქშია გახსნილი. […]

ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 2.2% იყო – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 ივლისს ქუთაისში +33 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. მზიანი დღეა ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს […]