7 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 38°-მდე მოიმატებს – გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ივლისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 4 ივლისს დასავლეთ, ხოლო 5-6 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, […]

პუტინი ყაზახეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ჩავიდა

კრემლის ცნობით, 3 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ერთმანეთს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შეხვდებიან. სამიტი ორი დღე გაგრძელდება, რომლის განმავლობაშიც პუტინი ჩინეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ასევე აზერბაიჯანისა, მონღოლეთის და პაკისტანის ლიდერებს შეხვდება. სამიტისთვის მიძღვნილ არაფორმალურ ვახშამს კი ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი გაუძღვება. “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის […]

პრეზიდენტმა საფეხბურთო ნაკრები და ფედერაციის წევრები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

გუშინ, 2 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს ნაკრების დახვედრის ღონისძიება 2 ივლისს, 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას მოქალაქეების მხრიდან უარყოფითი რეაქცია და სკანდირება მოჰყვა. პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენი საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში მყოფ 26 ფეხბურთელს, […]

ზეთი და პური გაიაფდა, ხილ-ბოსტნეული და ხორცი გაძვირდა, ინფლაცია 2.2%-ია – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 2.2% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 1.9%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი – 3.4%-ით. განათლება 3.8%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.5%-ით, ტრანსპორტი კი – 11%-ით. საქსტატის ცნობითვე, ერთ […]

პირველი სატვირთო მატარებელი ჩინეთიდან თურქეთში საქართველოს გავლით ჩავა – Trend

პირველი სატვირთო მატარებელი ჩინეთიდან თურქეთში ახალი მარშრუტით შუა დერეფნის გავლით გაიგზავნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Trend აზერბაიჯანის რკინიგზაზე (AZD) დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, 110 კონტეინერისგან შემდგარი საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დატვირთული მატარებელი 28 ივნისს ჩინეთის პროვინციის ძიანგსუს დედაქალაქი ნანჯინგიდან სტამბოლის მიმართულებით ცენტრალური აზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით გაემგზავრა. „ამჟამად ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვა რამდენიმე […]

სუ-25 სრულად იყო შემოწმებული, მიმდინარეობს გამოძიება – თავდაცვის სამინისტრო

სუ-25 სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყება გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების […]

პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განიხილეს

პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის მიზნით პროფესიული უნარების სააგენტოსთან შეხვედრა გაიმართა. BAG-ის წევრ კომპანიებთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ირინე მარგიშვილი. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ბიზნესის წარმომადგენლებს სახელმწიფოს მიერ […]

„ბორჯომის“ განახლებული ვიზუალური იდენტობა – უცვლელი „ბორჯომი“ ახალი შეფუთვით

მინერალური წყალი „ბორჯომი” შეფუთვას აახლებს. 135 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი, განახლებული ვიზუალური იდენტობით, საქართველოსა და საექსპორტო ბაზრებზე, ეტაპობრივად გამოჩნდება. ახალი ვიზუალური იდენტობა ბრენდის მდიდარი ისტორიითაა შთაგონებული. განახლებულ შეფუთვაზე გამოკვეთილია „ბორჯომის” მთავარი სიმბოლო – ირემი, ის ბოთლის როგორც წინა, ასევე ეტიკეტის ცენტრალურ მხარესაა განთავსებული. კიდევ უფრო მეტად არის აქცენტირებული, ისტორიის მანძილზე „ბორჯომის” მთავარი კომპოზიცია – ბორჯომის […]

ივნისში ხილი და ყურძენი 30.1 პროცენტით გაძვირდა, ზეთი კი 8.5 პროცენტით გაიაფდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივნისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფზე. საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.0 პროცენტით, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები 15.1 პროცენტით მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, 4.9 პროცენტით – სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა და 4.7 პროცენტით – სატრანსპორტო მომსახურებაზე. ამასთან, ფასები 1.9 პროცენტით მომატებულია სურსათსა […]

გამოკითხვის თანახმად, ყოველი მესამე დემოკრატი ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა უნდა მოხსნას

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ყოველი მესამე დემოკრატი ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. გამოკითხვაში დემოკრატების დაახლოებით 32%-მა თქვა, რომ დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ ბაიდენმა უარი უნდა თქვას ხელახლა არჩევაზე. ამასთან, გამოკითხულთა 59%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან მოხუცია იმისთვის, რომ მთავრობაში იმუშაოს. Reuters/Ipsos-ის გამოკითხვაში, რომელიც […]