იცით, რომელია 21-ე საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად მზარდი პროფესია?

თუ გსურთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოთ, მაშინ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps რეგისტრაციისთვის დრო ჯერ კიდევ გაქვთ. ეს გახლავთ რეგიონის მასშტაბით უნიკალური სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აკრედიტებულია არა მხოლოდ საქართველოში შესაბამისი ორგანოების მიერ, არამედ Amazon Academy-ს მიერ. ეს ნიშნავს რომ BTU-ს პროგრამა მსოფლიოს უმაღლეს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. DevOps […]

მამა კირიონი განმარტავს, რა სამუშაოები ხორციელდება გელათის სამონასტრო კომპლექსში ამ დროისთვის და რატომ დაიხურა ტაძარი დროებით ვიზიტორებისთვის

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ვიზიტორებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი კომენტარი გაკეთდა. ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მამა კირიონის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დროებით გადახურვის სამუშაოები. მისივე ინფორმაციით, გერმანული კომპანიის მიერ სპეციალურად შეიქმნა მასალები და სამუშაოებსაც გერმანელი სპეციალისტები განახორციელებენ, რომლებიც ადგილზე უახლოეს დღეებში ჩავლენ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, გადახურვის პარალელურად დაიწყება შიდა სამუშაოები. […]

ილია დარჩიაშვილი – საქართველოსა და სომხეთს განსაკუთრებული მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებთ, რომელიც საუკუნეებს ითვლის – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი ვიზიტიც ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ურთიერთობებში

საქართველოსა და სომხეთს განსაკუთრებული მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებთ, რომელიც საუკუნეებს ითვლის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტიც ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ურთიერთობებში – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „კიდევ […]

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. „საქართველოს ოკუპირებულ […]

ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერის მიმართ შეძახილებზე – ეს ყველაფერი დაორგანიზებული იყო – არსებობს „ჰეითერების“ ჯგუფი, რომელთა მიზანიც ნებისმიერი სახალხო ზეიმის და ქვეყნის წარმატების ნეგატივად ქცევაა

ეს ყველაფერი დაორგანიზებული იყო – არსებობს „ჰეითერების“ ჯგუფი, რომელთა მიზანიც ნებისმიერი სახალხო ზეიმის და ქვეყნის წარმატების ნეგატივად ქცევაა, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა იმ ნეგატიურ შეძახილებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელიც თავისუფლების მოედანზე, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოჩენას მოჰყვა. ქადაგიშვილმა მომხდარს “პროვოკაცია“ უწოდა. დეპუტატის შეფასებით, “ამ სურათმა ნათელყო, რომ […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში, საპილოტე სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA“ – ფარგლებში შემუშავებული ფინალური კონფერენცია ჩატარდა და საპილოტე სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებიდან. […]

რუსებმა დნიპრო დაბომბეს, დაიღუპა 4 და დაშავდა 27 ადამიანი

რუსებმა დნიპრო დაბომბეს, დაიღუპა 4 და დაშავდა 27 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, ბორის ფილატოვი ავრცელებს. ბორის ფილატოვის ცნობით, დღეს დილით, რუსების მიერ ქალაქ დნიპროზე განხორციელებული იერიშის შედეგად რამდენიმე შენობას ხანძარი გაუჩნდა. დაშავებულებს შორის არის 14 წლის გოგონაც. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

დათა ქაჯაია – პირველი ქართველი ავტომრბოლელი „ფერარის“ საჭესთან

ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა. 700-ცხენისძალიანი The 488 CHALLENGE EVO პირველი ფერარია, რომლითაც დათა GT მიმართულებით უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე ოფიციალურად წარდგა და რომლითაც კარიერის ახალ ეტაპზე ახალი წარმატებების გზას დაადგა. რბოლა გერმანიაში, ქალაქ ჰოკენჰაიმში გაიმართა. ქართველი მრბოლელი […]

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები გააკრიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა და საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სახელწოდებით „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ – საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები გააკრიტიკა. „სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, როდესაც დავრეგისტრირდი დებატებზე, ვგეგმავდი მესაუბრა შავი ზღვის რეგიონში არსებულ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე, […]

ილია დარჩიაშვილი – მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ

მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი გზით მიღწეულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ერებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა იძლევა მყარ საფუძველს, […]