ორგანიზებული ჯგუფის მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლ-ცენტრი ჩამოაყალიბეს, რომლის ფუნქციონირებისთვის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს. ბრალდებულები გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, უქმნიდნენ მათ […]
„ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ოჯახს და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს

პლატფორმა – „ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ სამძიმარს გამოხატავს თავდაცვის ძალების ავიაციის და საჰაერო სარდლობის პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს. ამის შესახებ პლატფორმის – „ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საგამოძიებო უწყებებმა ყველა ღონისძიება უნდა გაატარონ ბოლნისში დატრიალებული ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით. პილოტი, რომელიც მართავდა სუ 25-ს იყო მაღალი კვალიფიკაციის […]
წლის ბოლოსთვის ინფლაცია 4%-მდე გაიზრდება – Galt & Taggart

წლის მეორე ნახევარში, წლის ბოლოსთვის ინფლაციური წნეხი მოიმატებს. წლის ბოლოსთვის ველოდებით ინფლაციას 4%-ის ფარგლებში, ეროვნულ ბანკს კი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების საშუალება აღარ ექნება, – ამის შესახებ BMG-ის Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განუცხადა. ევა ბოჭორიშვილი ვარაუდობს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შესაბამისად, არსებულ, 8%-ზე დარჩება. „რასაც ვაკვირდებით, მოსალოდნელზე ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. […]
m&i Tbilisi 2024 ფორუმის მონაწილეები თბილისის ტურისტულ ადგილებს გაეცნენ

თბილისში მიმდინარე საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მონაწილეებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფო ტური გამართა. ევროპიდან პოტენციური დამკვეთი, სერვისის მიმწოდებელი კომპანიის და ბიზნეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის ისტორიულ უბნებს გაეცნენ. m&i Tbilisi 2024“ ფორუმის მონაწილეები თბილისის კულტურას, არქიტექტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოში პირველად ვარ, […]
გორელ ბიზნესმენს და სამოქალაქო აქტივისტს, სოსო ბაბაევს, ბრალი წაუყენეს

გორელ ბიზნესმენსა და სამოქალაქო აქტივისტს, სოსო ბაბაევს, დღეს, 3 ივლისს, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში ბრალი წაუყენეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და დამტკიცების შემთხვევაში, ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალის საფუძველი კი გახდა ჩვენება რამდენიმე სამართალდამცველისა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თითქოს ჰქონდათ ინფორმაცია, […]
უკრაინაში ქართული ღვინის კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ

კორპორაცია „უკრვინპრომში“ გაერთიანებული უკრაინელი მეღვინეები მოითხოვენ, კიევმა სანქციები დაუწესოს ღვინისა და ბრენდის მწარმოებელ იმ ქართულ და სომხურ კომპანიებს, რომელთა პროდუქციაც რუსეთსა და უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე იყიდება. ამის შესახებ უკრაინული პორტალი „ეკონომიჩესკაია პრავდა“ წერს. „უკრვინპრომმა“ სანქციების დაწესების მოთხოვნით უშიშროების და თავდაცვის ეროვნულ საბჭოს მიმართა. სანქციების დაწესებას მოითხოვენ შემდეგი ქართული კომპანიების: „ასკანელი ძმების“, „ადამარის“, „ქართული ღვინის სახლის“, […]
დათა ქაჯაია – პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან

ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა. წარდგა და რომლითაც კარიერის ახალ ეტაპზე ახალი წარმატებების გზას დაადგა. რბოლა გერმანიაში, ქალაქ ჰოკენჰაიმში გაიმართა. ქართველი მრბოლელი და Shell-ის ბრენდამბასადორი მასში „თეგეტა მოტორსისა“ და Shell-ის მხარდაჭერით მონაწილეობდა. შეჯიბრების განსხვავებული ფორმულის მიხედვით სარბოლო […]
წულუკიანს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმის კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, წულუკიანს სასამართლოში დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო. სასამართლომ ყოფილ დამსაქმებელს განაცდურისა და კომპენსაციის სახით 6 000 ლარის ანაზღაურება დაავალა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, „საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა“, დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა, მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა, […]
ანი კლდიაშვილი სწავლას ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლსის სახელობის უნივერსიტეტში აგრძელებს

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ანი კლდიაშვილი სწავლას ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლსის სახელობის უნივერსიტეტში აგრძელებს. ის სოციოკულტურული ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. ანის შეთავაზება ჰქონდა აგრეთვე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ირანოლოგიის პროგრამიდან და ერფურტის უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების მიმართულებიდან, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროგრამაზე შეაჩერა. ანის საკვლევი თემა, საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, აჭარული ისლამის კულტურული და რელიგიური მახასიათებლები […]
ბაზისბანკი ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ფინანსური პარტნიორია

ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრს წარმატებული საქმიანობის 70-წლიანი ისტორია აქვს. 2016 წლიდან, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანების შემდეგ კი სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება. ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილეს მხარდამჭერთან, ბაზისბანკთან პარტნიორობით, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრმა, საბურთალოს ტერიტორიაზე, გაფართოებული სერვისებით, მრავალფუნქციური კლინიკის ფორმატით დაიწყო ფუნქციონირება. აღსანიშნავია, რომ საბურთალოზე, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და […]