სერგო ჩიხლაძე – არაფერი საერთო კობახიძეს ნაკრების გამარჯვებასთან არ აქვს – ის იყო არაადეკვატური და საზოგადოებისგან მიიღო ადეკვატური პასუხი

არაფერი საერთო კობახიძეს ნაკრების გამარჯვებასთან არ აქვს, ამიტომ, ჩვენი ბიჭების, ჩვენი ნაკრების წევრების გამარჯვების მიტაცება არავის გამოუვა, მით უმეტეს „ქართულ ოცნებას“. გუშინ კობახიძე იყო არაადეკვატური და მან მიიღო ადეკვატური პასუხი იქ მყოფი საზოგადოებისგან, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების დახვედრის მიზნით გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის […]

ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების თემაზე, პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ფემიციდის დანაშაულებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრას ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა ფემიციდის დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით არსებული ტენდენციები და გამოწვევები, მათ შორის აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე […]

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველოს, გუნდის წარმატება თვითონ მიიწეროს – კარგია, თუ 50 000 კაცში 48 000 ოპოზიციონერი იყო და უსტვენდა, ეს ძალიან კარგია, ე.ი. „ქართული ოცნება“ დასრულებულა

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განაცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველოს, ხალხის, გუნდის წარმატება თვითონ მიიწეროს. მისივე შეფასებით, გამარჯვება ხალხს ეკუთვნის და არა რომელიმე პარტიას. „ბიჭებმა ძალიან ბევრი იშრომეს, იბრძოლეს და 16 საუკეთესო გუნდს შორის ევროპაში მოხვდნენ. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და მადლობა ბიჭებს ამისთვის. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველოს, ხალხის, გუნდის […]

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ – ხელისუფლება გამოიკვეთა, როგორც ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორი საქართველოში

ხელისუფლება გამოიკვეთა, როგორც ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორი საქართველოში – განსაკუთრებით ყურადსაღებია ხელისუფლების წარმომადგენელთა სექსისტური გამონათქვამები, სიტყვიერი თავდასხმები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებსა და საქართველოს პრეზიდენტზე, – ამის შესახებ ნათქვამია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ანგარიშში. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ სოციალურ და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული მოძრაობის ძირითად აქტორებზე 18 თვის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგების პრეზენტაცია გამართა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ხელისუფლება გამოიკვეთა, […]

სუს-ი: რუსეთის ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. “ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი “ცხელი ხაზის” მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და […]

ოკუპანტების მიერ გატაცებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია – “გამოიყენებოდა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის „ცხელი ხაზი”

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება – ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს და წერს რომ მისი გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. “საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას […]

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს, ვაფასებთ ამ მხარდაჭერას

დიდი პატივია, ჩემს ძვირფას კოლეგას და მეგობარს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლო. თქვენი ვიზიტი დაემთხვა საქართველოსთვის ძალიან საამაყო დღეებს, ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგებს მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და სომხეთი შეძლებენ, ფეხბურთში […]

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური […]

პარლამენტის დელეგაცია ქალაქ ბარში საქართველოს საპატიო საკონსულოს ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბარში საქართველოს საპატიო საკონსულოს ესტუმრა და საპატიო კონსულ რადე ვუიაჩიჩთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა განაცხადა. შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დინამიკა. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. ხაზი გაესვა ბარსა და ბათუმს შორის დამეგობრების შესახებ შეთანხმების გაფორმებას და […]

ყველას როდი გაუხარდა ის შედეგი, რაც ჩვენმა ნაკრებმა ევრო 2024-ზე აჩვენა. მათ ნაკრების ფიასკო უფრო გაუხარდებოდათ, რომ მერე ესეც საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ

ყველას როდი გაუხარდა ის შედეგი, რაც ჩვენმა ნაკრებმა ევრო 2024-ზე აჩვენა. მათ ნაკრების ფიასკო უფრო გაუხარდებოდათ, რომ მერე ესეც საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ მართალია, რომ კუზიანს მხოლოდ სამარე თუ გაასწორებსო! თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აქ ყველას როდი გაუხარდა ის შედეგი, რაც ჩვენმა ნაკრებმა ევრო-2024 ზე აჩვენა. მათ ნაკრების ფიასკო უფრო გაუხარდებოდათ, რომ მერე ესეც […]