ბექა დავითულიანი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან არც “ე.წ.” დაუწერიათ და არაფერი – ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით, თვითონაც არ უნდა შეედგინათ, ოდნავი კომპეტენცია რომ ჰქონოდათ

იქ [რეზოლუციაში] თუ რუსეთის ჯარების გაყვანაზე ეწერა, პარალელურად რუსეთის მიმართ “ოკუპანტი” და სიმკაცრე, რომელსაც ვითხოვდით, არ იყო გამოვლენილი – ამასთან ერთად დამატებული იყო საკითხი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდება, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შესწორების გარეშე ტექსტი ნორმალური იყო, შემდეგ შეიტანეს შესწორება, შეარბილეს რუსეთის ნაწილი და […]
აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში აქტივობა მოსალოდნელზე დაბალი იყო

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში აქტივობა მოსალოდნელზე დაბალი იყო. „ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში ხალხის აქტივობა მნიშვნელოვანი და ისლამური რესპუბლიკისთვის სიამაყის წყარო იქნება“, – განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა. ხამენეიმ აღნიშნა, რომ დაბალი აქტივობა რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული და მოსახლეობას მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების […]
„ჯივიპი“ წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ქსელებს სრულად აახლებს. როგორც „ჯივიპის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მასშტაბური სამუშაოების პირველ ეტაპზე, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს კომპანია ხვალ, 4 ივლისს, ჩაატარებს. „სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყნეთის გზატკეცილზე სრულად იცვლება წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, […]
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის 2024 წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია აღინიშნა, როგორც ორ ქვეყანას შორის ისტორიული მეგობრობის ლოგიკური გაგრძელება. შალვა პაპუაშვილმა სომხურ მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პირველად მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა […]
„m&i Tbilisi 2024“-ის ფორუმის მონაწილეებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიღება გამართა

თბილისში მიმდინარე საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის m&i Tbilisi 2024 მონაწილეები ქართულ კულტურას გაეცნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, დამკვეთები და სერვისის მიმწოდებლები რუსთაველის თეატრში კონცერტს დაესწრნენ. „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით საერთაშორისო ფორუმი 4 ივლისის ჩათვლით ტარდება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი […]
ნათია თურნავამ ფინანსური ტექნოლოგიების მასშტაბურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ციურიხში, ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ მასშტაბურ ფორუმში Point Zero Forum მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები, რეგულატორები და ინდუსტრიის ლიდერები მონაწილეობდნენ. ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს ფინანსური ეკოსისტემის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობისთვის საჭირო უახლესი ინოვაციები გაუზიარეს. “საქართველოს ეროვნული ბანკი […]
გიორგი გრძელიშვილი – ვერავინ მაჩვენებს ერთ ფაქტსაც კი, როდესაც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელმა ფეხბურთელების პოლიტიკაში ჩათრევა და მათი საშუალებით ქულების დაწერა სცადა

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გამოსვლა ჩვენ კი არა, მსოფლიოში არავის დარჩენია შეუმჩნეველი. ის ბედნიერება, რომელიც ამ ბიჭებმა გვაჩუქეს, კიდევ დიდხანს გაგვყვება, მაგრამ ფეხბურთი, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ „ნაცებისთვის“ აღმოჩნდა თემა, რომელიც დაპირისპირებამდე უნდა დაეყვანათ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს. გრძელიშვილი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ფაქტი, […]
ოსტინი ამბობს, რომ უკრაინა 2.3 მილიარდ დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს

ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტნიმა განაცხადა, რომ ამერიკა მალე უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერად ახალ – 2.3 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. დახმარების ეს პაკეტი მისი თქმით, მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, “პატრიოტის” ტიპისა თუ სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ამუნიციას და სხვა შეიარაღებას. ოსტინმა ეს განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის აღმოსავლეთით, […]
საფრანგეთის პროდასავლური პოლიტიკური ფრთა ლე პენის მოძრაობის დამარცხებას ცდილობს

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე “ეროვნული მოძრაობის” მოწინააღმდეგეები ცდილობენ, რომ პარტიამ არჩევნების მეორე რაუნდში რაც შეიძლება ნაკლები ხმა მოიპოვოს. უფრო და უფრო მეტი კანდიდატი ხსნის კანდიდატურას იმისთვის, რომ მემარჯვენეების მოწინააღმდეგეთა ხმები არ გაიყოს და არ გაიფანტოს. საფრანგეთის პარლამენტის 577 მანდატის მოსაპოვებლად ბრძოლაზე უარი უკვე 200-ზე მეტმა კანდიდატმა თქვა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მარინ ლე პენის “ეროვნული მოძრაობა” […]
“ყველა ჯგუფი აუჯანყდა ოცნებას” – ტორტის დათვლილი და გადანაწილებული ნაჭრები” – სადღობელაშვილი

გათენდება ხვალინდელი დღე, ხალხს ფეხბურთის მიერ მოტანილი სიხარული ცოტათი დაავიწყდებათ, ლუდის გაუთავებელი ნაბახუსევიც გაივლის, გონებაც გაიწმინდება და გაახსენდებათ რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ურყევი ევროატლანტიკური კურსი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა… ხალხი ჯიბეშიდაც და კუჭშიდაც იგრძნობს სიცარიელეს და მიხვდებიან რომ ეკონომიკური წინსვლა საპნის ბუშტია რომელიც მხოლოდ მზის შუქზე ბრწყინავს, თვალს გჭრის მაგრამ ისეთივე “ვოზდუხია” როგორიც […]