სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება, შეგვიძლია, მივაღწიოთ მნიშვნელოვან შედეგებს, ხელი შევუწყოთ ბიზნესს – არარატ მირზოიანი

სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მართლაც სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით. საბაჟო სექტორში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებით შეგვიძლია, მივაღწიოთ ახალ, მნიშვნელოვან შედეგებს, ხელი შევუწყოთ ბიზნესს და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მირზოიანის განცხადებით, ასევე აღსანიშნავია სომხეთ-საქართველოს შორის საპარლამენტთაშორისო კავშირები. „როგორც ყოველთვის, ამჯერადაც […]
DRI: ხელისუფლება საქართველოში ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორია

“ხელისუფლება, როგორც ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორი საქართველოში” – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) სოციალურ და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული მოძრაობის ძირითად აქტორებზე 18 თვის განმავლობაში განხორციელებული შედეგების პრეზენტაცია გამართა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ საქართველოში ანტიგენდერული დისკურსის ძირითად აქტორებად ქართული ოცნების, მისი სატელიტი პოლიტიკური ძალების, ღიად პროსახელისუფლებო მედია პლატფორმებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები გვევლინებიან. “თუ საანგარიშო პერიოდამდე, ჰომოფობიური და […]
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია

წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადებით, მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. „ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი”, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნაოზა, აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზარი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ანანური, ციხისძირი, თანდილაანთკარი, ჭივილიაანები, ფიტავი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 17:00 საათამდე თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან […]
ნიდერლანდების ახალი პრემიერი – უკრაინის მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერა მტკიცეა

უკრაინის მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერა მტკიცეა, – ამის შესახებ ნიდერლანდების ახალმა პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოოფმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პირველ სატელეფონო საუბარში განაცხადა. „ახლახან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირველი სატელეფონო საუბარი მქონდა. მე ის დავარწმუნე, რომ მისი ქვეყნის მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერა მტკიცეა. რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენ უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას გავაგრძელებთ, რაც და რამდენი […]
“ბორჯღალოსნები” | მეორედ ბათუმში, ამჯერად ფიჯისთან

“ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 2024 წლის ზაფხულის პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 5 ივლისს, 20 საათზე, საქართველო ფიჯის ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე” მასპინძლობს. მოცემული მომენტისთვის ფიჯი მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზეა (76.38), საქართველო კი მე-13 ადგილს (74.02) იკავებს და გამარჯვების შემთხვევაში მომავალ მეტოქე იაპონიას (მე-12 ადგილზე – 74.04) გადაასწრებს. “ბორჯღალოსნებმა” მოსამზადებელი ეტაპი ქუთაისში გაიარეს, რის შემდეგაც […]
უკრაინაში რამდენიმე ქართული ღვინის კომპანიისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ

კორპორაცია უკრვინპრომში გაერთიანებული უკრაინელი მეღვინეები მოითხოვენ, რომ უკრაინამ სანქციები დაუწესოს ღვინისა და ბრენდის მწარმოებელ იმ ქართულ და სომხურ კომპანიებს, რომელთა პროდუქციაც რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყიდება. შესაბამისი მოთხოვნით უკრვინპრომმა უშიშროების და თავდაცვის ეროვნულ საბჭოს მიმართა. კორპორაცია სანქციების დაწესებას ასკანელი ძმების, ადამარის, ქართული ღვინის სახლის, კახეთის ტრადიციული მეღვინეობის, ტიფლისის ღვინის მარნისა და სარაჯიშვილის წინააღმდეგ ითხოვს. […]
დიპლომატები: ნატოს წევრები უკრაინისთვის 40-მილიარდიან დახმარებაზე შეთანხმდნენ

ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს უკრაინას 40 მილიარდი ევროს (43 მილიარდი დოლარის) ოდენობის სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფენ. ეს ინფორმაცია 3 ივლისს, სააგენტო “როიტერს” ალიანსის ორმა ევროპელმა დიპლომატმა დაუდასტურა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია საიუბილეო, 75-ე სამიტისთვის ემზადება. ვაშინგტონში, ალიანსის დაფუძნების ადგილზე, ნატოს ლიდერები და მიწვეული სტუმრები სულ რამდენიმე დღეში შეიკრიბებიან და რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინის დახმარებაზე […]
რა წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელსაც „ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა

„ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა. დეკლარაციაში, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერასა და ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკის, მათ შორის რუსული კანონის მიღების გამო კრიტიკასაც მოიცავს, მმართველი პარტიისთვის რამდენიმე „ჩანაწერი“ მიუღებელი აღმოჩნდა. რა წერია დეკლარაციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7996 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7996 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7937 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0124 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9937 ლარს შეადგენდა. […]