მაკა ბოჭორიშვილი – კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი სპეკულაციები და თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება, მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბუქარესტში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში უსაფრთხოების გართულებულ ვითარებაზე ისაუბრა და მონაწილეებს შეახსენა, რომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა კვლავ არის რუსული ოკუპაცია და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისი […]

რადიკალებს სახალხო ზეიმზეც კი დესტრუქციის მცდელობა ჰქონდათ – სამარცხვინოდ დაიწყეს ზუზუნი პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი

რადიკალებს სახალხო ზეიმზეც კი დესტრუქციის მცდელობა ჰქონდათ – სამარცხვინოდ დაიწყეს ზუზუნი პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი „ოპოზიციის დიდი ნაწილი, თავისი აქტივისტებით, სახალხო ზეიმზეც კი შეეცადა ხელი დესტრუქციაზე წასცდენოდა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ სახალხო ზეიმზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას გარკვეული ჯგუფის მიერ დაწყებული ხმაური, ოპოზიციის მიერ […]

ეკა სეფაშვილი ვილნიუსში ევროპის სოციალური ქარტიის მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ეკა სეფაშვილი ვილნიუსში ევროპის სოციალური ქარტიის მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, ოთხ ივლისს, ევროპის სოციალური ქარტიის მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ლიეტუვას რეპუბლიკის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება. კონფერენციის მიზანია ხაზი გაესვას ქარტიის მნიშვნელობას, მონიტორინგისა და კოლექტიური საჩივრის პროცედურას, როგორც საუკეთესო მართვის პრაქტიკის […]

როცა უსამშობლო სუბიექტები ბედავენ და უტიფრად ლაპარაკობენ, ე.წ. პრორუსულ მთავრობაზე, მუდამ უნდა გავახსენოთ “ნაცების” ეპოქის საბჭოთა სტილის სადამსჯელო დილეგებიც

როცა უსამშობლო სუბიექტები ბედავენ და უტიფრად ლაპარაკობენ, ე.წ. პრორუსულ მთავრობაზე, მუდამ უნდა გავახსენოთ “ნაცების” ეპოქის საბჭოთა სტილის სადამსჯელო დილეგებიც „ნაცრეჟიმის გულაგებისგან განსხვავებით, როცა პატიმრების ადამიანური მოპყრობა არ არსებობდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი ბრალდებულები/მსჯავრდებულები წელსაც ჩაერთნენ. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია. წარმატებები ყველა აბიტურიენტს!“-წერს ანალიტიკოსი გია […]

რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი წერს, რომ საქართველოში არ შეუშვეს

რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი თავის ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. “საქართველოში არ შემიშვეს ქვეყანაში ცხოვრების მესამე წელს. მესაზღვრეებს ჩემი პასპორტის დანახვაზე თვალები დაუმრგვალდათ, შემდეგ მორიგეებში უფროსმა მონიტორს დაბღვერით შეხედა და რაციაში გადალაპარაკების შემდეგ გავიდა. მთხოვა დავლოდებოდი – ორი საათის განმავლობაში სხვადასხვაფერი პასპორტებით ბევრმა ადამიანმა ჩამიარა, შემდეგ მიხმეს, გადმომცეს სტანდარტული ფურცელი მშრალი […]

“ზნეობრივი ფეხბურთი და უფლის ნება” – რას წერს ხათუნა ხოფერია

მთავარი, თვალშისაცემი და სიამაყის მომგვრელი იცით რა იყო ჩვენი ნაკრების თამაშში? ზნეობრივი ფეხბურთი! მარტო საფეხბურთო წესების დაცვა კი არა, უზენაესი ადამიანური, ცხოვრებისეული, კაცური და ვაჟკაცური წესების ზმეობრივი დაცვა! ამიტომაც შეიყვარეს ბავშვებმა! ბავშვს ვერაფერს გამოაპარებ და თავზეც ვერაფერს მოახვევ! მათ დაინახეს ის, რაც მისაბაძი და საამაყოა! რა საცოდავი და გონებაშეზღუდულია ის, ვინც ცდილობს ამ უფლის ნების […]

“ერთ ადამიანს არ მოუხდია ბოდიში ამ ტყუილზე “მეგობარი” იმედელებისგან” – ნიკა ქავთარაძე

ჩემთვის “იმედს” დაუბრალებია ისეთი რაღაც, რაც არ ჩამიდენია და თან ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება ახლობლებს რამე დამართნოდათ, ხოლო საქმიანი მხრივ პრობლემები შემქმნოდა. ერთ ადამიანს არ მოუხდია ბოდიში ამ ტყუილზე “მეგობარი” იმედელებისგან. მე კიდე, ათასი ადამიანის მტკიცებაც კი არ მყოფნის, ცუდსაც კი დავაბრალო ცუდობა. ზოგადად, სულიერი და ემოციური ფონი, რომელიც ამ ხელისუფლებამ გააჩინა ხალხში, ყველას […]

ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ჩაერთნენ

ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ჩაერთნენ წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია. მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, […]

ე.წ. ქოლცენტრის მეშვეობით 340 000 ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ე.წ. ქოლცენტრის მეშვეობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლცენტრი ჩამოაყალიბეს, რომლის ფუნქციონირებისთვის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს. ბრალდებულები გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, უქმნიდნენ მათ სანდო საინვესტიციო კომპანიის […]

Reuters: თუ ბაიდენი არჩევნებს გამოეთიშება, პარტიაში ალტერნატივად კამალა ჰარისს განიხილავენ

წყაროების მიხედვით, თუკი აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გადაწყვეტს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშოს, მის მთავარ ალტერნატივად ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს განიხილავენ. გამოცემა Reuters აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლისა და დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის (DNC), ასევე ბაიდენის კამპანიაში ჩართული რამდენიმე მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 27 ივნისს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული დებატების შემდეგ, დემოკრატიულ პარტიაში ბაიდენის […]