ნიკოლოზ სამხარაძემ ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებული არჩევნების შესახებ ანგარიში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას წარუდგინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე ჩრდილოეთ მაკედონიაში, მიმდინარე წლის მაისში, ჩატარებული არჩევნების შესახებ ანგარიში წარადგინა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძე ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო-ოდირის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის გაერთიანებული მისიის ხელმძღვანელის რანგში აკვირდებოდა. […]

ირაკლი კობახიძე – ის მასშტაბური დახვედრა, რომელიც მოვუწყვეთ ჩვენს ფეხბურთელებს, რომელიც ქართველმა ხალხმა მოუწყო მათ, იყო აბსოლუტურად დამსახურებული

ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის განცდა, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ შედგა ნამდვილი ზეიმი და ამას თითოეული ფეხბურთელი იმსახურებდა. „ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის განცდა, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს. აქედან გამომდინარე, ის მასშტაბური დახვედრა, რომელიც მოვუწყვეთ ჩვენს […]

ფოთში, მდინარე რიონთან ქალის ცხედარი იპოვეს

ფოთში, ნაბადის უბანში, მდინარე რიონთან ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებმა ნახა და შესაბამის უწყებას აცნობა. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

Tesla-ს ავტომობილების მიწოდება მეორე კვარტალში, წლიურად, 4,8%-ით შემცირდა

Tesla-მ გამოაქვეყნა ავტომობილების წარმოებისა და მიწოდების მონაცემები 2024 წლის მეორე კვარტალში. შესაბამისად, კომპანიამ წლის მეორე კვარტალში 410 ათას 831 ავტომობილი გამოუშვა. Tesla-ს მიერ მიწოდებული მანქანების რაოდენობა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წლიურ დონეზე 4,8%-ით შემცირდა და 443 ათას 956 შეადგინა. ბაზრის მოლოდინი იყო, რომ კომპანია ამ პერიოდში 439 ათას მანქანას მიაწოდებდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში Tesla-მ […]

თანამგზავრის სურათები აჩვენებს, რომ ჩინეთი კუბაში საჯაშუშო ბაზებს აფართოებს

თანამგზავრებიდან მიღებული კუბის ახალი გამოსახულებები აჩვენებს, რომ ქვეყანა ოთხ სამხედრო ბაზაზე, რომელსაც სავარაუდოდ ჩინეთთან აქვს კავშირი, გაუმჯობესებულ სადაზვერვო აღჭურვილობას ამონტაჟებს. ამან შესაძლოა პეკინს მისცეს ობიექტების ქსელი, რომლითაც შეერთებულ შტატებზე ჯაშუშობა შეეძლება. გამოსახულებები, რომელიც ვაშინგტონში ბაზირებული ორგანიზაციის – “სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის” სამშაბათს წარმოდგენილ მოხსენებაში იყო ჩართული, მარტში და აპრილშია გადაღებული. ის აჩვენებს დედაქალაქ ჰავანის […]

“კლინიკების აკრედიტაციის პროცესში ფინანსები პრობლემად რჩება” – ასოციაცია

“აკრედიტაციის პროცესი განსაკუთრებით პრობლემური რეგიონებშია” – ამბობს ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ნინო კიკნაძე. მისი თქმით, რეგიონებში პრობლემაა, როგორც ადამიანური რესურსი, ისე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ფინანსების მოძიებაც. “აკრედიტაციის პროცესში ფინანსები პრობლემად რჩება. გვიანდება ჩარიცხვები, არის ვადაგადაცილება. ზოგ კლინიკას ძველი დავალიანების ნაწილიც კი არ მიუღია. ბევრი რამ დაატყდათ თავს კლინიკებს, ეს არის რეანიმაციის თუ ქირურგიის სტანდარტები დაკმაყოფილება. ეს […]

მოსკოვი აკრიტიკებს ლანდსბერგისს თბილისში, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის

მოსკოვი ბალტიის ქვეყნებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს და სომხეთის, რუსეთის წინააღმდეგ წახალისებაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ისევე როგორც მანამდე „ქართულმა ოცნებამ“, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის თბილისში, საპროტესტო აქციაზე მისვლა „ხელისუფლების შეცვლის“ მხარდაჭერად შეაფასა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანდრეი ნასტასინს ჰკითხეს, რა კომენტარს გააკეთებდა […]

ვაჟა სირაძე – არანაირი სანქცია და შეზღუდვა არცერთ ძალოვანთან არ მოსულა

არანაირი სანქცია და შეზღუდვა არცერთ ძალოვანთან, მათ შორის, ჩემთან არ მოსულა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ საქართველოში აშშ-ს საელჩოში გამართულ მიღებაზე განაცხადა. სირაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობა აქვს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური და მჭიდრო ურთიერთობა აქვს აშშ-თან, ეს ურთიერთობა ყოველდღიურად გრძელდება. რაც შეეხება დასანქცირებას, ამის შესახებ ინფორმაცია, არც […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ამ ჭრილში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო. მხარეს დეტალურად განემარტა 2020 წლის ზაფხულში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მისი აღსრულების საკითხები, მათ შორის […]

ნატო-ს წევრებმა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

ნატო-ს წევრებმა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონის სამიტამდე ერთი კვირით ადრე, ნატო-ს მოკავშირეები ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადების შესახებ შეთანხმდნენ, რომელიც მომავალ წელს 40 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებას ითვალისწინებს. ნატო-ს წევრი სახელმწიფოების […]